კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის“ ყველაზე „მოდური“ მილიარდერები

პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, „ფორბსის” ვერსიით, ათ მილიარდერს უშუალო კავშირი აქვს მოდასთან, მათ შორის ორს კი მოწინავე ადგილები უკავიათ მილიარდერთა პირველ ათეულში. ამ მილიარდერებმა დაამტკიცეს, რომ ტანსაცმელზე და, ზოგადად, სილამაზეზე, დიდძალი კაპიტალის დაგროვებაა შესაძლებელი. ამჯერად ყველაზე „მოდური” მილიარდერებისგან შემდგარ ტოპ-ათეულს გთავაზობთ.
ლესლი ვექსნერი – 3,2 მილიარდი დოლარი
კომპანია „ლიმიტედ ბრენდის” დამფუძნებელმა თავის ბიზნესში 1963 წელს 5 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო, დღეს კი მილიარდიან კაპიტალს ფლობს. დღესდღეობით ვექსნერის კომპანია არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების: „ვიქტორია სიქრეტის”, „ლა სენცასა” და „ფინქის” თეთრეულისა და ტანსაცმლის მწარმოებელი და რიტეილერი. ქალის სექსუალური თეთრეულის მწარმოებელი კომპანია, „ვიქტორია სიქრეტი”, ვექსნერმა 1983 წელს როი რაიმონდისგან 4 მილიონ დოლარად შეიძინა და შემდეგ ეს ბრენდი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად აქცია.
რალფ ლორანი – 5,8 მილიარდი დოლარი
კომპანია „პოლო რალფ ლორანი” დაკავებულია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების დიზაინით, წარმოებითა და გაყიდვით. რალფ ლორანმა კომპანია 1967 წელს დააარსა და მას შემდეგ მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება, რომელსაც ამერიკაში „მოდის ლეგენდას” უწოდებენ. 2011 წელს „ფორბსმა” რალფ ლორანის კაპიტალი 5,8 მილიარდ დოლარად შეაფასა და მილიარდერთა რეიტინგში 173-ე ადგილი მიაკუთვნა.
ჯორჯო არმანი – 7 მილიარდი
დოლარი
1974 წელს მსოფლიომ პირველად იხილა არმანის დიზაინით შექმნილი კოლექცია და შემდეგ მილიონობით ადამიანი „დაავადდა“ იტალიელი დიზაინერისა და ბიზნესმენის გემოვნებიანი ნაწარმით. მის საკუთრებას წარმოადგენს კომპანიები: „ჯორჯო არმანი”, „ემპორიო არმანი”, „არმანი იქსჩეინჯი” და „არმანი USA”. საფეხბურთო კლუბ „მილანის” ქომაგი ჯორჯო არმანი „ფორბსის” რეიტინგში 136-ე პოზიციაზეა განთავსებული. ცნობისთვის, 2009 წლიდან კომპანიის ნაწარმის გაყიდვა ორმაგად გაიზარდა და იტალიური მოდის მეტრმა ეს წარმატება ჩინურ ბაზარზე გასვლით ახსნა.
ფილიპ და კრისტინა გრინები – 7,2 მილიარდი დოლარი
გრინების ოჯახმა ინგლისური ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი „ტოპშოპი” 2009 წელს შეიძინა. „ტოპშოპი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია დიდ ბრიტანეთში, რომელიც 300-მდე მაღაზიას ფლობს ინგლისში და ასამდე სხვა ქვეყნებში. კომპანია „ტოპშოპი” „არცადია გრუპის” წევრია და გასულ წელს მისი მოგება 446 მილიონი დოლარი იყო.
ტადაში იანაი – 7,6 მილიარდი
დოლარი
ტადაში იანაი იაპონური ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის – „ფასტ რიტეილინგის” პრეზიდენტია. იანაის მაღაზიათა ქსელი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამომავალი მზის ქვეყანაში, რადგან იქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. ცნობისთვის, იანაის იაპონიის ტერიტორიაზე 480 ბრენდ-მაღაზია აქვს გახსნილი, სულ ახლახან კი მან ინტერნეტ-მაღაზიის მომსახურების სერვისიც აამოქმედა, რომელმაც გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.
ლეონარდო დელ ვეკიო – 11 მილიარდი დოლარი
იტალიელი ლეონარდო დელ ვეკიო „ლუქსოტიკის” – მსოფლიოში მზისა და ოპტიკური სათვალეების მწარმოებელი კომპანიის დამაარსებელი და მფლობელია. კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს მსოფლიოში პოპულარული „რეიბანისა” და „ოუკლის” ბრენდის სათვალეების მწარმოებელი კომპანიები. გარდა ამისა, დელ ვეკიო მსოფლიოს მასშტაბით 6 ათასამდე ოპტიკურ მაღაზიას ფლობს. მილიარდერთა რეიტინგში დელ ვეკიოს 71-ე პოზიცია უკავია.
ფრანსუა პინიო – 11,5 მილიარდი დოლარი
კომპანია PPR-ის უმთავრესი აქციონერი, რომელიც ფლობს სავაჭრო მარკებს: „გუჩის”, „ივ სენ ლორანს”, „პუმას”, „ბოტეგა ვენეტას”. მარტო „გუჩის” ბრენდის ფასი 7,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბრენდების კოლექციონირებასთან ერთად, პინიო ხელოვნების ნიმუშების კოლექციითაც არის ცნობილი და მის საკუთრებას წარმოადგენს: პაბლო პიკასოს, პიტა მონდრიანოს, ენდი უორჰოლისა და ჯეფ კუნსის ქმნილებები. სწორედ პინიოს ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი „რენი”, რომელმაც სულ ახლახან „უეფას” ლიგის გათამაშებიდან გამოთიშა ქართული კლუბი – რუსთავის „მეტალურგი”.
სტეფან პერსონი – 24,5 მილიარდი დოლარი
სტეფან პერსონი შვედური კომპანია „ჰენეს ენდ მორიცის” (H&M) პრეზიდენტია. კომპანია დაკავებულია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების წარმოება-გაყიდვით. პერსონის კომპანიასთან სხვადასხვა დროს მსოფლიოში განთქმულ დიზაინერებს – სტელა მაკარტნისა და კარლ ლაგერფელდს უთანამშრომლიათ და საკუთარი კოლექციებით გაუმდიდრებიათ ასორტიმენტი. ბრენდ „H&M-ს” მსოფლიოს გავლენიანი ბრენდების რეიტინგში 63-ე ადგილი უკავია და მისი ფასი 12,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამანსიო ორტეგა – 31 მილიარდი დოლარი
ამანსიო ორტეგა ყველაზე მდიდარი ესპანელი მსოფლიოში, კომპანია „ინდიტექსის” მფლობელია, რომლის შემადგენლობაში შედის „ზარა”, „სტრადივარიუსი”, „მასიმო დუტი” და სხვები. „ზარა” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ტანსაცმლის ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც გასულ წელს ორტეგას 8,9 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა, რომლის 77 პროცენტი მან ესპანეთის საზღვრებს გარედან შემოიტანა.
ბერნარდ არნო – 41 მილიარდი
დოლარი
ბერნარდ არნო არის „ფუფუნების იმპერიად“ წოდებული LVMH-ის პრეზიდენტი, რომლის შემადგენლობაში შედის ყველაზე მოდური ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სუნამოების მწარმოებელი ბრენდების არმია: „ლუი ვიტონი”, „ფენდი”, „დონა კარანი”, „კენზო”, „მარკ ჯეიკობსი”, DKNY, „ჰერმესი” და საიუველირო კომპანია „ბულგარი”. გასული წლის მონაცემების შეჯამებით, ბერნარ არნოს კომპანიის სავაჭრო ბრუნვამ 9,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

скачать dle 11.3