კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წიხლნაკრავები

ანუ კოკა ყოველთვის ვიცე-სპიკერის სავარძელს არ მოიტანს

ახალი საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მოთხოვნას ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე ბ-ნი ბაღათურიას დანიშვნის შესახებ პარლამენტისვე საპროცედურო კომიტეტმა წიხლი უკრა. მეტიც, არა მხოლოდ უკრა, ახლა უკვე ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა ბ-ნმა ცისკარიშვილმა კოლეგებს წამოაყვედრა (მომყავს ციტატა): „იქედან გამომდინარე, რომ თქვენ ეს ყველაფერი გინდათ პოლიტიკურ ბატალიებში და პოლიტიკურ დებატებში გადაზარდოთ, არ შემიძლია, არ ვთქვა – სინამდვილეში ეს ფრაქცია შეიქმნა სწორედ თანამდებობებისთვის და არა იმიტომ, რომ თქვენ გაგაჩნიათ ერთიანი ხედვა და პლატფორმა (მოკლედ რომ ვთქვათ, მანქანა-კაბინეტები მოგინდათო).“ ყვედრება ყვედრებად, მაგრამ, მეორე მხრივ, ვითომ ბ-ნი ბაღათურია რატომ ვერ შეიფერებდა ვიცე-სპიკერის სავარძელს (მანქანა-კაბინეტიანად)?! მით უფრო, რომ მოთხოვნაზე წიხლნაკრავი ახალი ფრაქციის თავმჯდომარემ ისიც გაიხსენა, რომ, თავის დროზე, ბ-ნ დავითაიას ვიცე-სპიკერის პოსტი სწორედაც რომ „პოლიტიკური შეთანხმებით“ ერგო (თუმცა, ეს მაშინ იყო, როდესაც პოლიტორთაბრძოლას სჭირდებოდა და ოპოზიციური ფრაქციები, ისევე, როგორც ამ ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები, პარლამენტის სპიკერატში ქართული საპარლამენტო ცხოვრების იმიჯის გასადემოკრატიულებლად ჰაერივით იყო აუცილებელი). ამდენად, ბ-ნი ცისკარიშვილის არგუმენტი (კვლავ ციტატას მოვიშველიებ) – „პაატა დავითაიას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნა რომ პოლიტიკური შეთანხმება ყოფილიყო, ჩვენ ახლაც მზად ვიქნებოდით, ამ პოსტზე კიდევ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატისთვის დაგვეჭირა მხარი და არც კაბინეტი დაგვენანებოდა, დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში გამოინახებოდა; ჩვენი შეზღუდული ბიუჯეტის პირობებშიც კი, ალბათ, ერთი მანქანის საშუალებაც იქნებოდა“ – ცოტა არ იყოს, არადამაჯერებელია (თუკი ფრაქციის შესაქმნელად 7-წევრიანი მაჩვენებელი 6-ზე დაიყვანეს, რომ ოპოზიციური ფრაქცია რაც შეიძლება, მეტი გამოსულიყო, იმის მიუხედავადაც, რომ უმრავლესობას თვით კონსტიტუციური დონის გადაწყვეტილების მიღებაშიც კი ხელს ვერ შეუშლიდა, არც ბ-ნი ბაღათურიას გავიცესპიკერება გაუჭირდებოდათ, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში). შეუშლიდათ თუ ვერა, ბ-ნი ცისკარიშვილი დასძენს: „კანონი და რეგლამენტი ამის უფლებას და საშუალებას არ გვაძლევს, თორემ, ჩვენ არც ჯონდი ბაღათურიას წინააღმდეგი გვაქვს რამე და არც თქვენი ახლად შექმნილი ფრაქციის.“
უმრავლესობის ლიდერის ამ არგუმენტებმა, ბუნებრივია, ვერც ბ-ნი ცაგარეიშვილი დაარწმუნა და ვერც ახლად შექმნილი ფრაქციის წევრები (ბ-ნი ცაგარეიშვილი კვლავაც ამტკიცებს, რომ ბ-ნი დავითაია ვიცე-სპიკერად სწორედ „პოლიტიკური შეთანხმებით“ დაინიშნა), თუმცა, ჩვენ კი დაგვარწმუნეს, რომ „კოკა ყოველთვის წყალს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვიცე-სპიკერის სავარძელს) არ მოიტანს“!

скачать dle 11.3