კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თეორიულად – პოლიტიკოსები, რეალურად – ?

ანუ განსხვავება თეორიასა და პრაქტიკას შორის

შვილი ეკითხება მამას: რა განსხვავებაა თეორიასა და პრაქტიკას შორის? მამა, თავის მხრივ, უძახის რძალს და ეკითხება: ორღობეში რომ ჩვენი მეზობელი დაგხვდეს და 5 000 მანეთი შემოგთავაზოს მასთან სარეცლის გაზიარების სანაცვლოდ, როგორ მოიქცევი? ოღონდ კარგად დაფიქრდი, რადგან ოჯახი „ხრამია“ და 5 000 მანეთი ამოგვასუნთქებდა. რძალმა ყოყმანის შემდეგ უპასუხა: რაკი 5 000 მანეთი ოჯახს სჭირდება, დავთანხმდები. ოჯახის უფროსმა ცოლსაც იგივე შეკითხვა დაუსვა და მისგანაც იგივე პასუხი მიიღო. ბოლოს კი შვილს აუხსნა: თეორიულად ჩვენ ახლა 10 000 მანეთი გვაქვს, რეალურად კი 2 ფეხსუსტი გვყავსო.
მართალია, ქართული არც ოფიციოზი და არც ხელისუფლებისგან შორს მყოფი ოპოზიციური პარტიები „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას კომენტარს არ უკეთებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ინფორმაციის წყარო არ ცხრება და ყოველდღიურად ახალ-ახალ ცნობებს (თუმცა დაუზუსტებელს) გვაწვდის ამ ჩვენი ბედკრული პოლიტიკის სამზარეულოდან. სწორედ ამ გზით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის ელჩი, ამჯერად უკვე ბ-ნი ბასი, 2009 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ზემდგომებს აცნობებს, რომ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ირაკლი ალასანიას ფულს სთხოვდნენ (თანაც, მეტად დაზუსტებულ თანხას). ეს ინფორმაცია ბ-ნი ბასისთვის ბ-ნი ალასანიას თანაგუნდელს, ბ-ნ პეტრიაშვილს მიუწოდებია და ისიც დაუზუსტებია, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ზემოხსენებულ ბატონებს, შესაძლოა, ფულიც მიეღოთ და გარკვეული პოზიციაც.
მოგვიანებით, კერძოდ, 2010 წლით დათარიღებულ იმავე ბ-ნი ბასის მიერ გაგზავნილ წერილში კი ახლა უკვე ლევან გაჩეჩილაძეზეა საუბარი, თუმცა, წყარო ისევ და ისევ ბ-ნი ალასანიას პარტიაა. კერძოდ, აღნიშნული პარტიის წევრები აშშ-ის ელჩს შესწუწუნებენ, რომ, „მართალია, გაჩეჩილაძემ დაარწმუნა ისინი, რომ მხარს უჭერს ალასანიას, მაგრამ, მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადებს მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში. თუმცა, ალასანიას პარტიის წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ გაჩეჩილაძის ერთგულებას და აღნიშნავენ, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება, „იყიდონ“ და „ალიანსს“, უბრალოდ, არ აქვს სახსრები და არც წინასწარი განწყობა, რომ გადაიხადოს სოლიდური თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ შეიძლება მოითხოვოს“.
რაკი ქართული პოლიტსპექტრი დუმილს ამჯობინებს (დუმილი კი თანხმობის ნიშანია), თუ „ვიკილიკსს“ ვერწმუნებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ თეორიულად პოლიტიკური ლიდერები გვყავს, რეალურად კი – (რაკი კარგად აღზრდილი ვარ, დაბოლოება თქვენი გულებისთვის მომინდვია)…

скачать dle 11.3