კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მიიწვია გერმანიაში, ერთ-ერთ კომპანიაში ნათია ჩიქოვანი და რაში დაიჭირა მან მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი

მარიტა ჯანაშიამ და ნათია ჩიქოვანმა ერთმანეთი „ფეშენ-ვიქზე“ გაიცნეს, დამეგობრდნენ და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან. რაც მთავარია, ორივე ძალიან ლამაზი, ენერგიული, მხიარული და საყვარელი ადამიანია.

მარიტა ჯანაშია: რამდენიმე ხნის წინ მუშაობა დავიწყე „ვითიბი ბანკში”. თავიდან ცოტა მიჭირდა დილით გაღვიძება, განსაკუთრებით როცა ვხედავდი, დედაჩემს როგორ ეძინა, მაგრამ ახლა მივეჩვიე – წამოვფრინდებოდი ხოლმე საწოლიდან. მხოლოდ ერთი დღე გამიჭირდა, თან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან კარგად არის. მომწონს ჩემი სამსახური.
– როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ბანკის კლიენტები მარიტას ხედავენ?
– ახალგაზრდები გამომელაპარაკებიან ხოლმე, გვერდით რომ ედგათ ბანკომატი, მაინც მკითხავენ – ბანკომატი სად არის, ხომ ვერ დამეხმარებითო. რა თქმა უნდა, მეც ვეხმარები. ამას წინათ მოხუცი იყო შემოსული, ანაბართან დაკავშირებით აინტერესებდა რაღაც. დავეხმარე, იმდენი მლოცა – შენ რა კარგი ფეხი გქონია, აბა, მარჯვენა ხელი მაჩვენეო. გავუწოდე, დამხედა და მეუბნება – გისურვებ, ამ ხელზე ბეჭედი გაჩნდესო.
ნათია ჩიქოვანი: ვსწავლობ ჯერ, მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ სწავლის გამო, ვერ ვახერხებ. როგორც იქნა, ჩავაბარე ექვსი უსაშინლესი გამოცდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ამდენი არასდროს მიმეცადინია. მათემატიკური საგნები მქონდა ჩასაბარებელი, ყველა ჩავაბარე და ძალიან ამაყი ვარ.
მარიტა: ამან რომ ბოლო გამოცდა ჩააბარა, სწორედ იმ დღეს დავიწყე მე მუშაობა. თუმცა საღამოს მაინც ვახერხებთ ერთად ყოფნას.
ნათია: რომ მირეკავდა, წამოდი, სადმე წავიდეთო და არ მეცალა, ძალიან ვნერვიულობდი. ადრე ყოველთვის ყველაფერს ვასწრებდი – გართობასაც და მეცადინეობასაც. ახლა პირველად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ გართობას ვერ ვახერხებდი, დღეში 7 საათს ვმეცადინეობდი. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, მხოლოდ ის მეხმარებოდა, რომ მე და ჩემი დაქალი ერთად ვმეცადინეობდით და ხანდახან ერთმანეთს თუ გამოველაპარაკებოდით, ეს იყო ჩვენი პატარა განტვირთვა. მაგრამ, იმდენად მთრგუნავდა და მზარავდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა, გამოცდა ვერ ჩამებარებინა და კიდევ ერთხელ უნდა გამევლო ეს საგანი, ვამბობდი – ახლა გავიჭირვებ და მერე მორჩა-მეთქი.
– ცოტა ხნის წინ გერმანიაშიც იყავი.
– გერმანიაში არის ბავშვთა კვების დიდი საწარმო „ჰიპი” და მისმა მფლობელმა უნივერსიტეტიდან მე და ერთი ჩემი ჯგუფელი პრაქტიკაზე მიგვიწვია. ძალიან გამიხარდა, კარგი და საინტერესო დრო გავატარე.
– როდის გაიცანით ერთმანეთი?
მარიტა: ერთი წლის წინ თბილისი „ფეშენ-ვიქზე“ დავინახე ნათია პირველად, შემდეგ კი ხიდზე რომ იყო ნასიძის ჩვენება იქ. თავიდან ვფიქრობდი, – ეს გოგონა ცუდი ხასიათის იქნება-მეთქი, ბებიამისი თეატრალურში კონცერტმაისტერია და თეატრალურის ტურებზე მითხრა: შენ და ჩემი შვილიშვილი, ნათია ჩიქოვანი ერთად გამოდიოდით ხიდზე ჩვენებაზეო. ისე გამიხარდა, ვიფიქრე, რა კარგი გოგოა-მეთქი. შემდეგ „ფეშენ-ვიქზე“ დავახლოვდით და მას მერე ვმეგობრობთ.
ნათია: მეც შორიდან ვიცოდი, ვინ იყო მარიტა, საერთო მეგობრებიც გვყავდა. ისიც ვიცოდი „ელიტის” გამარჯვებული რომ იყო. ისე ცოტა ვეჭვიანობდი – ერეკლე და ვახუნა მარიტასთან ძალიან ახლოს რომ იყვნენ (ჩვენი საერთო მეგობრები არიან), სულ მეუბნებოდნენ, ძალიან საყვარელი გოგონააო.
მარიტა: ერთად კარგად ვატარებთ დროს. წამოვწვებით და ვუყურებთ ფილმებს. ფილმის ყურება ჩემი საყვარელი რიტუალია.
ნათია: ვერ ვიტან „უჟასებს“, მისტიკას, საშინელებათა ფილმებს. მეტყვის, მოდი, ამას ვუყუროთ, მაგრამ მე ისეთ პანიკას ვწევ, აღარ რთავს. სამაგიეროდ, იწყებს შინაარსის მოყოლას – ეს მოკვდება, ამას ეს მოუვა და საბოლოო ჯამში, მაინც მეშინია.
მარიტა: ორნი არასდროს არ ვართ – გოგონები და კიდევ ლაშა ღუღუნიშვილი. ლაშას გართობა და სიგიჟე იმით გამოიხატება, რომ ნათიას უშლის ნერვებს. ეზიზღება „ჩიქოს” რომ ეძახის და ლაშას შეუძლია ორასჯერ დაუძახოს.
ნათია: 20 წლის ვარ და აზრად არავის მოსვლია „ჩიქო” დაეძახა ჩემთვის, სანამ მარიტა და ლაშა არ გავიცანი. ამათ „ჩიქოს” იმდენად გაუდგეს ფესვი, რომ ყველა ასე მეძახის და ამის გამო ხალხს ვკარგავ. ლაშას კი შეუძლია, ათასჯერ გაიმეოროს, მარიტა ამ დროს ერთობა და ძალიან ბედნიერია.
– ნათია, მარიტასნაირი ლაშა არ გყავს?
– ძალიან ბევრი ახლო მეგობარი ბიჭი მყავს, მაგრამ „ლაშა” – ჯერ არა. რომ ამბობენ განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს ავსებენო, ეს ჩემთვის მიუღებელია და ამას ვამბობ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ადამიანი უნდა იყოს ჩემნაირი: ხასიათით, აზროვნებით. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ თემებზე რა აზრის არის, ყველაფერში უნდა ამყვეს. ანუ, თუ ერთნაირები არ ვიქნებით, გამიჭირდება მასთან ურთიერთობა. წყნარ ადამიანსაც ვერ შევეგუები.
მარიტა: მე პირიქით, ჩემნაირ ადამიანთან ფიზიკურად ვერ მექნება ურთიერთობა – ვერ გავუძლებთ ერთმანეთს. ჩემი ხასიათი რომ ვიცი, ასეთ მეორეს ვერ ავიტან.
ნათია: ჩემნაირი ხასიათის ადამიანს უფრო კარგად ვუგებ. მაგალითად, როცა გაბრაზებულია, ვიცი, როგორ მივუდგე.
მარიტა: ლაშა ჩემნაირი არ არის, მაგრამ ვიცი, როგორ შემოვირიგო. ხანდახან ჯუჯღუნი საჭიროა, მაგრამ ადვილად გაპატიებს. დიდხანს გაბრაზება არ იცის. შანსი არ არის, გითხრას, რომ გაბრაზებულია, ან რამე ეწყინა. მე უნდა მივხვდე, მე კიდევ ვერ ვხვდები. ვეკითხები, ეს გეწყინა, არა, ეს – არა. პირადად მე, წვრილმანი რაღაცეები მწყინს. ბევრ რაღაცეებს ვაქცევ ყურადღებას და მერე ვხვდები, რომ არ უნდა მეწყინოს.
ნათია: სხვათა შორის, მე თავიდანვე ვხვდებოდი, მარიტას და ლაშას რომ მოსწონდათ ერთმანეთი. როდესაც მე მოვწონვარ ვინმეს, ან მე მომწონს, ამ შემთხვევაში ვერაფერს ვხვდები. ეტყობა, გრძნობა, რომ მოდის, ობიექტურობას ვკარგავ, რეალობას ვშორდები და ამიტომაც ვერაფერს ვხვდები. ბევრჯერ მითქვამს, ეს ორი ადამიანი ერთად იქნება და ახდენილა. ზოგჯერ კი დაშორება მიწინასწარმეტყველებია და დაშორებულან კიდეც. ლაშას და მარიტას ერთდროულად დავუმეგობრდი, სულ ამბობდნენ – მეგობრები, მეგობრები, მეგობრები… მათ ურთიერთობას, რომ ვუყურებდი განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა, რომ გეთქვა – ესენი ერთად იქნებიანო, მაგრამ უცებ გამოხედვაში, ისეთ რამეს დავიჭერდი, ახლა ესენი მე რამეს გამომაპარებდნენ? დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ საკუთარ თავს ჯერ კიდევ არ უტყდებოდნენ თუ რა ხდებოდა – ეს აღარ ვიცი, მათი საქმეა.
მარიტა: არავისთვის გვითქვამს – ჩვენ ერთად ვართო. ყველაფერი თავისით განვითარდა.
ნათია: რაც მე და მარიტა ერთად ვართ, შეყვარებული არ მყოლია და მგონი, ვინმეზე ძალიან არ „ჩამიციკლავს“. ბოლო დროს კი მაქვს ამოჩემებები, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ზედაპირულია. ზოგჯერ ყველაფერი ისე იწყება, რომ ვერც წარმოიდგენ. მაგრამ, ჯობია, ამოჩემებით დაიწყოს და ნელ-ნელა განვითარდეს, ვიდრე ჰოპ და მერე დამთავრდეს ყველაფერი.
– როგორები არიან შეყვარებულობის დროს მარიტა და ნათია?
– ჩემს მეგობრებსა და სულ იმ ადამიანზე ვლაპარაკობ, ყველა ფრაზა, გარემო – სულ ის მახსენდება, ტვინს ვჭამ. ზოგჯერ მეუბნებიან, ვიცით, რომ გიყვარს, თავი დაგვანებეო. ისედაც კეთილი ვარ, მაგრამ ამ დროს ორმაგად კეთილი ვხდები, დავფრინავ.
მარიტა: არაფერზე არ ეჩხუბები შეყვარებულს?
ნათია: უყურადღებობას ვერ ვიტან. მესიჯის მოწერას, დარეკვას, მოკითხვას, არაფერი უნდა. თუ ვგრძნობ, რომ ყურადღება მაკლდება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დაკავებულია, უბრალოდ არ უნდა, რომ მოგწეროს, ამ დროს ვფიქრობ, რომ მომენტალურად უნდა გავწყვიტო ურთიერთობა, რადგან ამის გასამართლებელი საბუთი არ არსებობს.
მარიტა: არც მე მიყვარს უყურადღებობა. შეიძლება მოგწეროს კიდეც მესიჯი, მაგრამ უგულოდ გააკეთოს ეს, ჯობდა საერთოდ არ მოეწერა. ბიჭი, რომელთან ერთადაც გინდა, რომ იყო, უნდა ნახო როგორია, როცა გიბრაზდება და გეჩხუბება, განსაკუთრებით კი სიმთვრალეში. შეიძლება, ისეთი გიჟი და გადარეულია, მასთან ურთიერთობა საერთოდ არ მოგინდეს.
– ამ მიზნით გაგიბრაზებია ლაშა?
– როგორ არა, მაგრამ მინდა, გითხრა, საერთოდ არ ბრაზდება. ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს ეს და ისიც ჯაჯღანი დაგიწყოს.
– შენ როგორი ხარ შეყვარებული?
– 24 საათი ტელეფონი მიჭირავს ხელში. სულ მესიჯებს ვწერ და იმ ადამიანზე ვფიქრობ.

скачать dle 11.3