კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰგონია ხიზრი ალდამოვის შვილიშვილს არსენა ოძელაშვილი ამერიკაში და რას უპირებს ის კახა კუკავას


საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის შვილიშვილები, აბდულა და საბრინა, ჯერ საკმაოდ პატარები არიან, თუმცა ძალიან კარგად იციან, როგორ გამოდევნეს მათი მშობლები საკუთარი სამშობლოდან და რატომ ცხოვრობენ თბილისში. საბრინას ჯერ ყველაზე მეტად ცეკვა და სიმღერა მოსწონს, 6 წლის აბდულას კი, რომელიც ძალიან კეთილი და წყნარი ბიჭია, პოლიტიკოსობა ისე ხიბლავს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტობასაც კი აპირებს. ამისთვის მას პუტინის „გაქრობის“ საკუთარი გეგმაც აქვს შემუშავებული და გროზნოში ქართველ პოლიტიკოსებსაც ჰპირდება დასაქმებას.



– მე ვარ აბდულა ალდამოვი, ჯერ ექვსი წლის ვარ და ვსწავლობ პირველ კლასში. ჩემი სკოლა თბილისშია, ოღონდ ვაკეში კი არა, „ვასმოი პოლკში“. სკოლა ადრე სხვანაირი მეგონა, მაგრამ ეხლა მომწონს. კარგი მასწავლებლები გვყავს, მათემატიკას გვასწავლიან, სხვა საგნებსაც, მაგრამ მე ყველას მაინც მათემატიკა მირჩევნია. კარგად ვსწავლობ, რომ მერე ფული კარგად დავითვალო.

– მე ვარ საბრინა, ჯერ ხუთი წლის ვარ და სკოლაში არ დავდივარ, მარტო ცეკვაზე დავდივარ და სახლში ვერთობი პაპასთან ერთად. დედა და მამა მუშაობენ და ჩვენ სულ პაპასთან ვართ. ბავშვებს ქალები უვლიან, მაგრამ ჩვენი პაპა ყველაზე მაგარია და კარგად გვივლის.

– აბდულა, სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?

– დიახ, ოღონდ მარტო ბიჭები. ერთი ჩემი მეგობარი სულელია, ერთი ცელქი და ერთი ჭკვიანი. გოგოებთან არ ვმეგობრობ, იმიტომ რომ ისინი სხვანაირები არიან. ჩემს მეგობრებს უკვირთ, ყველას სხვანაირი სახელი რომ ჰქვიათ და მე სხვანაირი სახელი და გვარი მაქვს. ლუკამ მკითხა, ასეთი სახელი რატომ გქვიაო, მე ვუთხარი, იმიტომ რომ ქართველი კი არა, ჩეჩენი ვარ-მეთქი. აბდულა ერქვა პაპაჩემს და მეც იმიტომ მქვია. იმ ქვეყანაში, სადაც ჩეჩნები ცხოვრობენ, აბდულა ისეთი ჩვეულებრივი სახელია, როგორც ლუკა.

– შენ იმ ქვეყანაში რატომ არ ცხოვრობ?

– იმიტომ რომ, იქ ომი მოხდა და გამოგვყარეს. რუსებმა დაბომბეს ქალაქები და სოფლები, რომ ჩეჩნებისთვის სახლები წაერთმიათ. პუტინს სახლში ჰქონდა ერთი „კნოპკა“, რომელსაც როცა უნდოდა მაშინ დააჭერდა ხელს და ჩვენს სახლებს ბომბავდა. მერე ცოტა ხანი ის „კნოპკა“ გაუფუჭდა, მაგრამ მერე ისევ გააკეთა. ეგ პუტინი ძალიან ცუდი კაცია, როცა გავიზრდები, მაგის სახლში შევიპარები, ჯერ ძალიან ვცემ, მერე გავგუდავ და პუტინიც „გაქრება.“

– მის კაბინეტში როგორ შეიპარები, კართან ბევრი დაცვა დგას.

– ვითომ გაზის ან შუქის კაცი ვარ, ვინ მიხვდება სინამდვილეში რა მენდომება? ეხლა საქართველოშიც ხომ მოაწყო პუტინმა ომი? აქაც ჩეჩნები ხომ არ ცხოვრობდნენ, თბილისისგან რაღა უნდოდა? ალბათ, საქართველოში მიშა არ მოსწონს და უნდა, რომ დაიპყროს. იცის, ერთმანეთს რომ ეჭიდაონ, მიშა აჯობებს, თვითონ დაბალია, მიშა კი – დიდი, მაგიტომ აქვს მიშას ჯავრი.

– შენ მოგწონს მიშა?

– მომწონს, იმიტომ რომ კარგი ფეხბურთის მოედნები გააკეთა და ხალხს ფულს ურიგებს. მე კიდევ ბურჯანაძე მომწონს და კახა კუკავა. კუკავა პაპაჩემს იცნობს და მეც იმიტომ მომწონს. პოლიტიკა ძალიან მაინტერესებს, ყველაზე მეტად ის მინდა ვიცოდე, რომელ პოლიტიკოსს რამდენი შვილი ჰყავს.

– ბურჯანაძე რატომ მოგწონს?

– იმიტომ რომ ქალია, მაგრამ მე დიდი ქალები არ მომწონს. პაპა ამბობს, ბიჭი გარეთ რომ გავა, კარგად უნდა ჩაიცვას, თმები დავარცხნილი ჰქონდეს, რომ გოგოებს მოეწონოთო. მე ჯერ არ მოვწონვარ გოგოებს, არც მე მომწონს არავინ. პაპას დავპირდი, რომ, როცა შემიყვარდება გოგო ჩუმად გავაცნობ, მერე ის გაიგებს როგორი გოგოა და მეტყვის ცოლად უნდა მოვიყვანო თუ არა. თუ გოგო ოროსანი იქნება და მათემატიკა არ ეცოდინება ცოლად არ მოვიყვან.

– ჩეჩნებს ბევრი ცოლები ჰყავთ, შენ რამდენი ცოლი უნდა მოიყვანო?

– მარტო ერთი. პაპას ბევრი ცოლები ჰყავდა, იმის პაპასაც ძალიან ბევრი, მამიკოს – ორი, მაგრამ მე ამისი მტერი ვარ და არ მომწონს. მე მარტო ერთი ცოლი მეყოლება, ორ ცოლს ორი სახლი, ბევრი კაბები და ბევრი საჭმელი უნდა. რაში მჭირდებიან ორნი?

– ბავშვებო, როცა გაიზრდებით ვინ უნდა გამოხვიდეთ?

საბრინა: მე უნდა გამოვიდე მომღერალი და მოცეკვავე. ისეთი მომღერალი ვიქნები, როგორიც მადონაა, მაგრამ მარტო ქართულად და ჩეჩნურად ვიმღერებ.

აბდულა: ფეხბურთელი, მათემატიკოსი და პრეზიდენტი.

– ამდენი საქმე ერთად როგორ უნდა გააკეთო?

– ჯერ ფეხბურთელი და მათემატიკოსი ვიქნები, მიშასხელა რომ გავხდები – პრეზიდენტი, ოღონდ საქართველოსი კი არა, ჩეჩნეთის. პრეზიდენტობა კარგია, სადაც გინდა იქ გაფრინდები, თან მდიდარიც იქნები, სულ ტელევიზორში გაჩვენებენ. პრეზიდენტი რომ გავხდე, ჯერ კარგად უნდა ვისწავლო. პაპა ან მამა რომ პრეზიდენტები იყვნენ, მეც ეგრევე მომცემდნენ პრეზიდენტობას, მაგრამ არც ერთი არ იყო პრეზიდენტი. პაპა პარლამენტში მუშაობდა, მამა – მაღაზიაში და ლომბარდში, ოღონდ მისი არაა, მისი მეგობრებისაა. იქ მაღაზიაში დედა ტელეფონებს და ბარათებს ყიდის. როცა პრეზიდენტი გავხდები, დედას და მამას ასი ლომბარდი უნდა გავუხსნა. ლომბარდში მუშაობა კარგია, იქ ჩვეულებრივ ხალხს მიაქვს ტელეფონები, მიშა სააკაშვილი არ მიდის, მაგას ისეთი ტელეფონი აქვს, არ ფუჭდება. მე ძალიან მინდა, რომ მიშა გავიცნო, წერილი დაწერილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, მაგასთან რომელი ფოსტალიონი დადის, რომ გავატანო. კიდევ ძალიან მინდა, რომ პაპამ ფეხბურთზე მიმიყვანოს. მე კარგად ვთამაშობ ფეხბურთს, მეკარე ვარ, დიდებიც კი მაყენებენ კარში, მაგრამ ნამდვილ ფეხბურთზე მინდა სიარული.

– უთხარი პაპას, რომ ფეხბურთზე გატაროს. ფული არ აქვს?

– ფული აქვს ხოლმე ჯიბეში და უჯრაში, მაგრამ ცოტა ფულია და არ ეყოფა. მეც მაძლევს ხოლმე პაპა ფულს, მაგრამ მარტო იმდენს, რომ კამფეტები ვიყიდო.

– ჩეჩნეთში არ გინდა წასვლა?

– უკვე ვიყავი ერთხელ. ჩუმად გადავიპარეთ საზღვარზე, რომ რუსებს არ დავეჭირეთ. 6 თვე ვიყავით გროზნოში, მერე, როცა თბილისში ომი დაიწყო, ვეღარ მოვდიოდით, მაგრამ მერე მაინც ჩამოვედით. გროზნო თბილისივით ლამაზი არაა, ორმოებია ამოთხრილი, სახლებიც დანგრეულია, მაგრამ რაღაცეებს აშენებდნენ. პაპამ მითხრა: მანდ ადრე კარგი სახლები იყოო, ჩეჩნები, როცა დავბრუნდებით და იქ ვიცხოვრებთ, მეც ავაშენებ თბილისისნაირ სახლებს, მერე იქ ჩამოვიყვან ჩეჩნებს, ქართველებსაც დავპატიჟებ.

– რატომ ეპატიჟები ქართველებს იქ?

– ქართველები ჩეჩნებივით ვაჟკაცები არიან. ასეთი იყო არსენა ოძელაშვილი, პატარა რომ ვიყავი, პაპამ მაგაზე დაწერილი ლექსი მასწავლა. ახლა არსენა ოძელაშვილი ამერიკაში ცხოვრობს. ქართველები უნდა ჩამოვიდნენ გროზნოში და იქ იცხოვრონ. კახა კუკავასაც დავპატიჟებ, იქაც შეიძლება, რომ პოლიტიკოსად იმუშაოს. კიდევ ვაჟკაცებს წავიყვან იქ. პაპა მეუბნება, კაცი აუცილებლად ვაჟკაცი უნდა იყოსო. მე ვაჟკაცი ვიქნები და მთელი ქვეყანა გამიცნობს, ეხლა მარტო თბილისში და პანკისში მიცნობენ, მერე ყველა გაიგებს ჩემზე.

– პანკისში დადიხარ ხოლმე?

– დიახ, ზაფხულობით. იქ ჩვენი ნათესავები არიან, ძროხები ჰყავთ, ქათმები. იქ ბევრი ტყეებია, მაგრამ მე იქაურობას თბილისი მირჩევნია. აქ უფრო კარგი ფეხბურთის სტადიონები გვაქვს, თან თბილისში უფრო ლამაზი ადგილებია, მაგრამ ეს ქალაქი იმიტომ არის ლამაზი, რომ რუსების დაბომბვას გადაურჩა. კიდევ კარგი, პუტინს შეეშინდა ჩვენი, თორემ ამ ქუჩებსაც ორმოებით ამოთხრიდა.

– როცა ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდები პაპა სად უნდა ამუშაო?

– იმ სასახლეში, სადაც პრეზიდენტები მუშაობენ. პაპა იქნება ჩემი თანაშემწე და როცა მე ამერიკაში წავალ ხოლმე, ის უთვალთვალებს ყველაფერს, რომ პუტინი არ შემოიპაროს.


скачать dle 11.3