შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 30 ოქტომბერს, დილის 7 საათზე. რომელი პროფესია იქნება მომავალში მისთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: მისთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: პედაგოგიკა, პედიატრია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, დიზაინი, არქიტექტურა, ხელოვნებს ფართო სპექტრი, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო, დეკორატიული საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო საქმე, მშენებლობა. თუ ბარიერებსა და სირთულეებს დაძლევს და გადალახავს, ასევე კარგია მისთვის სასმელების ინდუსტრიაში მოღვაწეობა.
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 29 ოქტომბერს. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატებები ბარიერების გარეშე?
პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, ანუ, ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე; ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილო ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი და ბელორუსია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 6-7 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. რაც მეტად იქნებით აქტიური, ენერგიული, მიზანსწრაფული, მებრძოლი, უშიშარი, მით უკეთ შეძლებთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას; ამავდროულად, თუ იქნებით კეთილშობილი და ოპტიმისტი, დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მით მეტად შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და მიაღწევთ წარმატებას. ასევე, იყავით მაქსიმალისტი, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა, ხარჯეთ ფული ყაირათიანად და გახადეთ ურთიერთობები სტაბილური.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 13 ნოემბერს. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელ პროფესიებში ვიქნები წარმატებული?
პაñსუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საავიაციო ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, სასტუმროების ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 16 აპრილს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი იქნება ჩემთვის მისაღები სასიყვარულო კუთხით?
პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა ვერძთან, ქალწულთან, ტყუპებთან, ლომთან და მშვილდოსანთან. არ არის სასურველი სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მორიელთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან.