კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერჟანტი ვანუა და ჭრელ აბანოებთან დაკავებული ვახტანგ გორგასალი

გასული საუკუნის სამოციანი წლების თბილისს სულ სხვა კოლორიტი ჰქონდა და იმ პერიოდის გახსენებისას, თვალებზე ყოველთვის ცრემლი მადგება ხოლმე.
შინაგან საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე რომ დანიშნეს, მაშინ ამ უწყებას სულ სხვა სახელი ჰქონდა – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა. თბილისი კი წესრიგისა და სიფხიზლის ქალაქად „გამოაცხადა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ დებოშიორებსა და ისეთ ფეხარეულ მთვრალებს, რომლებსაც სიარული უჭირდათ, მილიციის მორიგე პატრული იჭერდა. თუმცა, უფროსობის წინაშე თავის გამოჩენის სურვილი ზოგჯერ რეალობას აჭარბებდა და რიგითი მილიციელები ხმამაღლა მოლაპარაკე და ოდნავ ნასვამებსაც აკავებდნენ. ხშირად ამ „ბადეში“ ძალიან ცნობილი ადამიანებიც ხვდებოდნენ და შემდეგ მათ უპრობლემოდ ვათავისუფლებდით ხოლმე, რაზეც მხოლოდ ეღიმებოდათ. ამ კუთხით რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანუა ზანდუკელაშვილი. ის კახეთის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან იყო, მილიციაში კი ჯარის შემდეგ, კომკავშირული საგზურით მოვიდა. ვანუა რომ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც სიურპრიზს ველოდი, მაგრამ, არა ისეთს, რასაც ახლა მოგიყვებით.
ერთხელ, ჩვეულებრივად, სამსახურში მოვედი და, მორიგე რომ მოვიკითხე, ვანუა მეახლა.
– როგორაა საქმე, სერჟანტო ზანდუკელაშვილო? – ვკითხე ვანუას, წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?
– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – მომიგო ვანუამ და თაბახის ფურცელზე დაწერილი „პროტოკოლები“ დამიდო.
ვანუა გავუშვი და კითხვას შევუდექი. ორი წავიკითხე, მესამეზე გადავედი და კინაღამ რქები ამომივიდა.
„პროტოკოლი“ დაკითხვის ფორმით დგებოდა და მასში კითხვა-პასუხი იწერებოდა. ეს „პროტოკოლი“ კი, რა თქმა უნდა, ვანუას შედგენილი იყო და ეწერა:
„სახელი და გვარი: ვახტანგ გორგასალი.
დაკავების ადგილი: ჭრელი აბანოს მიმდებარე ტერიტორია.
დაკავების მიზეზი: მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ...“
ხომ წარმოგიდგენიათ, ვანუამ ჭრელ აბანოებთან ხოხბებზე მონადირე ვახტანგ გორგასალი დააკავა... მოკლედ, ვანუას ვუხმე და ვუთხარი: ერთი, გორგასალი ამომიყვანე-მეთქი.
ცოტა ხანში ვანუამ ახალგამოღვიძებული „ვახტანგ გორგასალი“ ამომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა...
პოლკოვნიკ გივი დოლიძის
ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3