კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ აღიქვამს დღემდე ლევან დობაძიშვილი ანი სუბელიანს მეუღლედ


„ვარსკვლავების აკადემიის“ წევრების ლევან დობაძიშვილისა და ანი სუბელიანის ირგვლივ უხვად იყო ჭორები, თუმცა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მათ შორის მხოლოდ მეგობრობა იყო. დღეისათვის კი ყველაფერი სახეზეა – ლევანი და ანი შეუღლდნენ და უკვე უსაყვარლესი დადაც ჰყავთ.
თუ როგორ განვითარდა მოვლენები „აკადემიის“ შემდეგ, ამაზე თავად წყვილი ისაუბრეს.
ლევანი: როცა პროექტიდან წამოვედი, ძალიან ცუდად ვიყავი. ეტყობა, იქ ვერ ვაანალიზებდით, რა ხდებოდა, საერთოდ, როცა ადამიანს შორდები, მაშინ ხვდები, გიყვარს თუ, უბრალოდ, გიზიდავს. მე კი თავიდანვე მივხვდი, რომ ანი მიყვარდა და, პროექტის დატოვებაზე მეტად ანის დატოვება გამიჭირდა. იმ მომენტში, მართალი გითხრათ, პროექტზე არც კი მიფიქრია. სიყვარული კი მაშინ ავუხსენი, როცა ანი უკვე პროექტში იყო და საფინალოს კონცერტისთვის ვემზადებოდით. სწორედ, მაშინ ვუთხარი: ანი, მე შენ მიყვარხარ-მეთქი” (იცინიან). იცით, რა?! დღესაც არ მჯერა, რომ ჩემი ცოლია, ყველას ისევ ისე ვაცნობ – ჩემი შეყვარებულია.
ანი: სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, მეც იმავეს ვგრძნობდი და ვაპირებდი, მეთქვა, მაგრამ, ამან დამასწრო.
– რატომ მალავდით თქვენს ურთიერთობას, რა იყო ასეთი გასაიდუმლოების მიზეზი?
ლევანი: მიზეზი ვიყავი მე, რადგან ეგ „რეალითი შოუების“ წყვილები არარეალურად მეჩვენებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მე დამემართებოდა. როცა შედიხარ შოუში და იქმნება წყვილი, ერთგვარი ფიარია იმ არხისთვის.
– როგორ შეეგუეთ ოჯახურ ცხოვრებას, დადას გაზრდა არ გიჭირთ?
ანი: ვცხოვრობთ ჩემთან სახლში, სადაც ვართ ძალიან ბევრნი ერთად და, სიმართლე გითხრათ, ბავშვის გაზრდა არც მიგრძნია. დედა ძალიან მეხმარება. სადილების მომზადება ვერა და ვერ ვისწავლე, მაგრამ, თუ ვისწავლე, არაჩვეულებრივი გამომდის, არა, ლევან? ლევანზე უნდა ვთქვა, კულინარია ეხერხება – ფანტასტიკური ხელი აქვს.
– დაქორწინების შემდეგ მაინც ვერ ასცდით შოუს გაფიარებას, რომელსაც ასე გაურბოდი?
ლევანი: სიმართლე გითხრათ, ახლა ეს „მკიდია” – აი, ასე დაწერეთ. ეს იყო შეყვარებულობის პერიოდში. ვიცოდი, რამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, ათასი სისულელე დაიწერებოდა და ითქმებოდა და, ამიტომ, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა, თავი მარიონეტის ამპლუაში მეგრძნო და ამის ხარჯზე რაღაცისათვის მარკა ამეწია. შეყვარებულობის პერიოდში ეს იცოდა ძალიან ვიწრო წრემ: „აკადემიის“ მეგობრებმა, ისიც ერთი ორმა და, ასევე, უახლოესმა ადამიანებმა.
– სიახლეებზე მოგვიყევით, რას გეგმავთ მომავალში?
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მუსიკა ჩემთვის არის პროფესიაა, ანისთვის კი, უბრალოდ – ჰობი. სამომავლოდ მე მას მუსიკაში არ ვხედავ.
ანი: მართალია, მე ძალიან სერიოზული პროფესია მაქვს – ვარ სოციალური მუშაკი და ვმუშაობ არასრულწლოვნებთან. ვაპირებ, ამ მხრივ წავიდე. უახლოეს მომავალში უცხოეთში ვგეგმავთ წასვლას სასწავლებლად, სადაც ლევანი თავის მუსიკალურ განათლებას აიმაღლებს და აქტიურად ჩაერთვება ქართულ შოუ-ბიზნესში.

скачать dle 11.3