ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა “მუნდენსის„ ფესტივალი მოიგო
ტელეკომპანია „პიკის“ მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „მუღამმა” ამერიკის შეერთებული შტატების „მუნდენსის” საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო. ფილმი აზერბაიჯანული მუსიკის უნიკალურ ჟანრს ეძღვნება და მისი რეჟისორის, ალექსანდრე გაბუნიას ხედვით, უსიტყვოდ ასახავს კაცობრიობის ისტორიას. ფილმმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფესტივალის ჟიურიში. ჩვენებამ საოცარი ემოციითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით ჩაიარა. „მუღამმა” გამარჯვება უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში მოიპოვა, სადაც უამრავი ქვეყნის საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
„მუღამის” პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ დენვერში, 16 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 18 სექტემბერს კოლორადოს შტატის დედაქალაქში გამარჯვებულთა გალა დაჯილდოება ჩატარდება.