კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ნიკოლშოუმ„ გრიგოლეთში “შეუბერა„


28 აგვისტოს გრიგოლეთის ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ კომპლექს „ანდამატში” მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მუსიკალური საღამო მოეწყო, რომლის მთავარი მონაწილე „ნიკოლშოუ” და სოლისტი გია ნიკოლაძე იყვნენ. გიას ზღვისპირეთში არც ისე ხშირად აქვს კონცერტები და, ამიტომ, გრიგოლეთში, ზღვასთან ახლოს აშენებული ულამაზესი კომპლექსის სცენაზე გამართულმა კონცერტმა „ნიკოლშოუს” თაყვანისმცემლების დიდი ინტერესი გამოწვია.
გიასთან ერთად ცნობილი ჰიტები მასთან დუეტში შავკანიანმა „ქართველმა“ ბრაიანმა შეასრულა. თავისი ცნობილი სიმღერები და სკეტჩები შეასრულეს ეთერ კაკულიამ, გურამ ჯაშმა და იუმორისტმა მერაბ გეგეჭკორმა. საღამო გვიან ღამით დასრულდა. კომპლექსის დირექტორმა დათო სარიშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ზღვის პირას გაკეთებული სცენა და კომპლექსის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მალე აქ მუსიკალური ფესტივალი გაიმართოს, რაზეც უკვე დაიწყო მოლაპარაკება.

скачать dle 11.3