კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის იყო მამუკა ლორია მთვრალი ინდაური და რა საერთო აქვს მას ავანტიურისტ ძმებ ლორიებთან

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, მამუკა ლორია, როგორც წესი, ძალიან ხშირად ვარდება უხერხულ სიტუაციებში. ის ყოველთვის სახალისო რესპონდენტია, მოკლედ რომ ვთქვათ, მასთან ადამიანი არ მოიწყენს. გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მისთვის თავი, რომ ახალ-ახალი ისტორიები მოეთხრო ჩვენთვის.

– დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სახალისო ისტორია გექნებათ ჩვენთვის მოსაყოლი, რადგან ხშირად ებმებით ასეთ სიტუაციებში.
– რომ დავიბადე, ეს უკვე სახალისო ისტორია არ არის?! ჩემმა დამ სამშობიაროში რომ მნახა, დედაჩემს უთხრა, დედა, არ შეიძლება, შენ წამოხვიდე სახლში და ეს რაღაც აქ დატოვოო? ის რაღაც, რა თქმა უნდა, მე ვიყავი. დღემდე რაღაც ვარ და რა, ვერ გავიგე. სკოლიდან ორჯერ გამომაგდეს, ბოლოს კი მე-60 პროფტექნიკუმში გადამიყვანეს, რომელიც ორმა გენიოსმა დავამთავრეთ – მე და ტრისტან სარალიძემ. ის მშენებელი იყო, მე – მონტიორი.
– თეატრშიც თუ გადაგხდენიათ ხშირად სახალისო ისტორიები?
– ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ახალი წლის წინა პერიოდში. ამ დროს ზღაპრები გვაქვს, პატარებისთვის. ერთ პიესაში ფილოსოფოს, ჭკვიან ლოკოკინას ვთამაშობდი. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ნამეტანი მთვრალი ლოკოკინა ვიყავი, რომ შევძვერი იმ ნიჟარაში, უკან ვეღარც გამოვძვერი. მეორე კურიოზსაც მოგიყვებით ამავე სპექტაკლზე. მეორე მოქმედება რომ იწყებოდა, ნელ-ნელა მოვძვრებოდი სცენაზე და ბავშვებს ვეკითხებოდი, ბავშვებო, დავიწყოთ მეორე მოქმედება? ამ დროს მთელი დარბაზი იძახის „დიახ“! პირველ რიგში იჯდა პატარა გოგო, რომელიც გამწარებული ყვიროდა – „არას“. კიდევ ერთხელ ვიკითხე, დავიწყოთ მეორე მოქმედება-მეთქი და ეს ბავშვი ისეთ დღეში ჩავარდა, თმა ყალყზე დაუდგა და არაო, – გაჰყვიროდა. ისე დამღალა მისმა კივილმა, გამწარებული მივუბრუნდი და ვკითხე, რატომ არა-მეთქი! ჩემი ძმა ფისის შვრებაო. მე მგონი, ის ბავშვი დღესაც გაბრაზებულია ჩემზე. აბა, რა მექნა, 800 კაცს ხომ ვერ გავაჩერებდი ფისის გამო?!
ერთი სპექტაკლი იყო კიდევ „მერი პოპინსი.” სცენაზე ჰაერი არასწორად შევისუნთქე და ისეთი ხმა ამომივიდა ყელიდან, სულ ყიყლიყოები გავუშვი. მთვრალი ინდაურივით დავამთავრე ტექსტი და ბიჭებმა გამომაგდეს.
ახლა კიდევ ერთ სახალისო ამბავს მოგიყვები. ელენე (მამუკა ლორიას ქალიშვილი – ავტორი) კბილის ექიმთან წავიყვანე, თან მაგარ პახმელიაზე ვიყავი. ისეთ დღეში ვარ, ცხოვრება მეჯავრება. წინა კბილები მქონდა გაფუჭებული და ვიფიქრე, რადგან აქ ვარ, ბარემ საქმეს მივხედავ-მეთქი. მზიას (მეუღლე – ავტორი) დავურეკე და ვუთხარი, კბილები უნდა ამოვიღო და არ შეგეშინდეს-მეთქი. არ დამიჯერა და დამცინა. დავჯექი და პახმელიაზე 5 კბილი ერთად ამოვიღე.
– წინა კბილები?
– ჰო, აბა, უკანა კბილები სად მაქვს. ისეთ დღეში ჩავვარდი, ვერ გადმოგცემ. ტუჩებდაბერილი ქალები პირს რომ ვერ აღებენ, ზუსტად ისე ვიყავი. მოკლედ, გაბრუებული წამოვედით იქიდან, ელენე ვერაზე ავიდა სახლში, მე საბურთალოზე (მეორე სახლში) წავედი. ძალიან ცუდად ვიყავი, ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი, ხმა რომ ამომეღო, ყბა და ტუჩი სად წავიდოდა, არ ვიცი. მივედი სახლში და უცებ რას მეუბნება ჩემი ჩერჩეტი ცოლი, მამუკა სიურპრიზი მოგიმზადეო. იმის ფიქრის თავიც არ მქონდა, რა შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო. მჭადები გამოგიცხვეო. კინაღამ გავგიჟდი, მჭადები რითი უნდა ვჭამო, კბილები აღარ მაქვს, პიურე გამიკეთე-მეთქი.
ერთი ამბავი რომ არ მოგიყვე მოვკვდები. საბურთალოს სახლი პირველ სართულზე, მაღალ ბელეტაჟზეა. სახლში მთვრალი რომ მივდიოდი, სადარბაზოდან შესვლა მეზარებოდა, ხეზე ავდიოდი და პირდაპირ ფანჯარაში გადავდიოდი. ახლა გეტყვი, ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა. ზამთარ-ზაფხულ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ დავთვრებოდი, ღამის 4 საათზე ავიდოდი ხეზე, დავიწყებდი სიმღერას – „კუკუ რუკუ კუ,” მზია აღებდა ფანჯარას და ხიდან პირდაპირ ვხტებოდი. მეზობლები ჩემი სიმღერით უკვე შეწუხებულნი იყვნენ. ერთხელაც ღამე მივედი, ვიმღერე ჩემი ლამაზი ხმით „კუკუ რუკუ კუ,” მზიამ ფანჯარა გააღო და გადავხტი. ფანჯრის მაგივრად პირდაპირ კედელს შევასკდი და უკან გადმოვვარდი. რამდენი ხნის მერე გავახილე თვალები, არ მახსოვს. ამით დამთავრდა ჩემი „კუკუ რუკუ კუ.” თურმე, ამ ჩემს კეთილ სიმამრს ის ხე მოუხერხავს, ორიენტაცია ამერია და სხვა ხეზე ავედი.
ჩემს გვარზეც მინდა, მოგიყვეთ: დაახლოებით 400 წლის წინ, იტალიიდან ვიღაც ორი ავანტიურისტი ძმა ჩამოსულა საქართველოში, რომლებიც გვარად ლორიები იყვნენ. ერთმა ცოლად მეგრელი ქალი მოიყვანა, მეორემ – გურული. მეგრელს, ალბათ, შუქი ჰქონდა და სამი შვილი ეყოლა, გურულს კი – 9, აქედან 6 ბიჭი. ამ ექვსიდან რომლის შთამომავალი ვარ, არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ლორიები არც ძაღლებზე, სპილოებზე, აქლემებზე და ასე შემდეგ, არ ვართ გაცვლილი.
თეატრში გვყავდა ტექრეჟისორი ვალიკო გაბისიანი. რაღაცაზე უმტკიცებდა მიშა თუმანიშვილს ასე არ არის, ისეაო. მოკლედ, იმ დღეს იჩხუბეს. ორშაბათი დადგა. ბატონი მიშა მოდის თეატრში და ვალიკომ გვერდი უხმოდ აუარა. ბატონმა მიშამ გახედა და დაუძახა, ვალიკო, რატომ არ მესალმებიო? ორშაბათია დღეს, დასვენების დღე მაქვს და მინდა, მოგესალმებით, მინდა – არაო.
– ანეკდოტების მარაგი თუ გაქვთ?
– რამდენიმეს მოგიყვები. ტიპი ყვება, ძროხა მოვიყვანე სახლში და, იმდენად დაღლილი იყო, ვედრო რომ შევუდგი, ზედ დაჯდაო.
მიხო სახლში მთვრალი მივა და ცოლი გამოაგდებს. იფიქრებს წავალ ძროხას მაინც მოვწველიო. ბოსელში შევიდა და ძროხა ეკითხება – მიხო, კიდევ მთვრალი ხარ? მაშინ შენ მომკიდე ძუძუებში ხელი და მე ვიხტუნავებო. ძალიან ბევრი ანეკდოტი ვიცოდი, მაგრამ, მგონი, დავბერდი, რომ მიყვებიან, მავიწყდება. ერთხელ ზურა შარია იჯდა თეატრის ფოიეში და კროსვორდს ავსებდა. ერთი სიტყვაც ვერ ჩაწერა. მგონი, თენგო გიორგაძემ უთხრა – ბიჭო, სვანური ქუდი რომ გახურავს, მოიხადე და ისე წაიკითხე კითხვებიო. ჰო, ალბათ, ტვინი გამიშეშდაო, მოიხადა და მართლა შეავსო კროსვორდი. ამაზე მეტი რაღა მოგიყვე? ჰო მართლა, იმ დღეს ვიღაც უცნობი ადამიანი მეუბნება ქუჩაში, რეკლამებს რატომ აღარ აკეთებო? „ჰედენ შოლდერსის” რეკლამას მე ვერ გავაკეთებ – თმა არ მაქვს თავზე, „ოლვეის ულტრას” რეკლამირება კი ჩემი საქმე არ არის და რა ვქნა?! სამაგიეროდ, თეატრში ვარ, ფილმებშიც ვთამაშობ, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგი კი მეჩხუბება. ერთს მოსწონს და ლოყაზე მკოცნის, მეორე კი ტაფას მირტყამს – ვეღარ გავიგე რა გავაკეთო. კინო უკვე ცალკე თემაა.
თვითმფრინავის ისე მეშინია, მაგაზე საშინელი ტრანსპორტი ჩემთვის არ არსებობს. პარიზში მივფრინავდით რუსთაველის თეატრიდან, „მტრის ნიღაბი” მიგვქონდა. რა უნდა მექნა, მე, ზანგურმა და ბიჭებმა მაგრა დავლიეთ. თვალი რომ გავახილე, უკვე პარიზში ვიყავით. სამაგიეროდ, სპექტაკლი ძალიან კარგად ვითამაშეთ. ქალბატონი ლიანა ისაკაძე ისეთი ემოციებით სავსე შემოვიდა, იტირა. უკან ოთხ დღეში წამოვედით, ფრენა ანალოგიურად არ გამიგია, რადგან ბევრი დავლიეთ.

скачать dle 11.3