კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსმა” დაასახელა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა” გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების თავისი ყოველწლიური რეიტინგი. პირველ ადგილს, მცირე შესვენების შემდეგ, დაუბრუნდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
მერკელი გერმანიის ერთადერთი წარმომადგენელია ასეულობით გავლენიან ქალბატონთა შორის. გასულ წელს მან პირველობა დაუთმო პირველ ლედის მიშელ ობამას, მაგრამ მანამდე იგი 4 წელი ზედიზედ იყო სიის სათავეში.
მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი (გასულ წელს იგი მეხუთე იყო); მას მოსდევს დილმა რუსეფი – პირველი პრეზიდენტი ქალი ბრაზილიის ისტორიაში.
მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ ბიზნესის ორი წარმომადგენელი – „პეპსი კოს“ ხელმძღვანელი ინდრა ნუიი (მე-4 ადგილი) და შერილ სანდბერგი – „ფეისბუქის“ ოპერაციული დირექტორი.
მეექვსე პოზიციაზეა მელინდა გეიტსი – ბილ გეიტსის მეუღლე.
47 წლის მიშელ ობამა აღმოჩნდა მე-8 ადგილზე. მან „წინ გაუშვა“ სონია განდი. ობამას შემდეგ მოდის კრისტინ ლაგარდი, რომელიც ამას წინათ მსოფლიოს სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი გახდა. პირველ ათეული დააბოლოვა ირენ როზენფელდმა „კრაფტ ფუდსიდან“.
ოპრა უინფრი, ყოფილი მე-3 ნომერი, თავისი პროგრამის დახურვის შემდეგ, მე-14 პოზიციაზე აღმოჩნდა.
სიაში სულ 65 ამერიკელი, სამი ჩინელი და ამდენივე ინდოელია.
სიაში მოხვედრილთაგან 49 მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელია, 10 მუშაობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ხოლო 20 პოლიტიკითაა დაკავებული.
„გონების მბრძანებელთაგან“ ყველაზე ახალგაზრდა ძველებურად ლედი გაგაა – იგი 25 წლისაა.
ყველაზე ხანდაზმული კი სიაში 85 წლის ელიზაბეთ მეორეა.

скачать dle 11.3