კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ხახანაშვილი – ხახაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხახანა.
1700-1719 წლებში თუმანიანთ ყმების განულების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე ხახანაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ხახანიკაშვილი, ხახაშვილი, ხახოშვილი, ხახოძე, ხახუა, ხახიაური.
საქართველოში 806 ხახანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 785, გორში – 12, ქუთაისში – 9.
80 ხახაშვილი: თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.
სომხიშვილი – სომხიაშვილი
გვარი მიღებულია სადაურობის სიტყვიდან – სომხითი. ისტორიის გარკვეულ პერიოდში, ასე ერქვა ყოფილ ბედრუჯს, დღევანდელ ქვემო ქართლს. ზოგჯერ ჩანაწერებში გვხვდება არა სომხიშვილი, არამედ სომეხიშვილი. ისტორიულ დოკუმენტებში სომხიშვილები არიან მართლმადიდებლები, ტომით და ეროვნებით ქართველები.
დათუნა სომხიშვილი მოიხსენიება ზაალ წინამძღვრიშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც 1697 წლის 21 მაისით არის დათარიღებული.
ბერუა სომხიშვილი მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მოხსენიებულია ამილღაბარ გოსტაშაბიშვილის ყმების ნუსხაში.
საქართველოში 1 329 სომხიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 500, გორში – 259, გარდაბანში – 130. არიან სხვაგანაც.
35 სომხიაშვილი.
ხარატი – ხარატიშვილი
გვარის ფუძეა ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან და ლითონისგან ჩარხავს სხვადასხვა ნაკეთობას.
ამავე ძირისაა გვარები: ხარატიძე, ხარატიშვილი.
1721 წელს გვარეთში მოიხსენიება ხარატიშვილი მელიქა.
საქართველოში 136 ხარატი ცხოვრობს,
82 – ხარატიძე;
1 904 ხარატიშვილი: თბილისში – 643, ქუთაისში – 186, ხარაგაულში – 139. არიან სხვაგანაც.
გოგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგა.
ამავე ძირისაა გვარები: გოგაშვილი, გოგიძე, გოგიშვილი, გოგია, გოგილავა, გოგილაშვილი, გოგინაშვილი, გოგისვანიძე, გოგიტაური, გოგიჩაიშვილი, გოგლიჩიძე, გოგლიძე, გოგმაჩიძე, გოგიბერიშვილი, გოგნელაშვილი და ასე შემდეგ.
ილია მაისურაძის ვარაუდით, გოგა, გოგი გიორგის შემოკლებულ სახელად ითვლება, მაგრამ, ირკვევა, რომ ის უძველეს ხანაში დამოუკიდებელი სახელი უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს ამ ძირეული სახელის ფართოდ გავრცელება და მისგან წარმოქმნილ ფორმათა სიუხვე. ის ეთნონიმური წარმოშობის ანთროპომად უნდა მივიჩნიოთ.
საქართველოში 1 025 გოგაძე ცხოვრობს: თბილისში – 205, ვანში – 168, ქობულეთში – 83. არიან სხვაგანაც.
სონღულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სონღულა.
ასლამაზ სონღულაშვილი ოჯახითურთ 1823 წლის აღწერაშია მოხსენიებული.
საქართველოში 794 სონღულაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 370, მცხეთაში – 205, თბილისში – 172. არიან სხვაგანაც.
ალხაზიშვილი – ალხაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალხაზი, რომელიც არაბული წარმოშობისაა და ქართულად რჩეულს ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარი ალხაზაშვილი.
ივანე ალხაზიშვილი 1873 წელს სოფელ ენაგეთში მოიხსენიება.
საქართველოში 232 ალხაზაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 107, გორში – 26, გურჯაანში – 25. არიან სხვაგანაც.
298 ალხაზიშვილი: თბილისში – 150, ხარაგაულში – 25, თელავში – 21. არიან სხვაგანაც.
ქეთელაური
ქეთელაურები ბისოში ცხოვრობენ. მათი წინაპარი ქეთელა ჭავჭავაძე ყოფილა, რომელიც ბისოში თიანეთის მხრიდან ასულა.
დოკუმენტში წერია: „ქეთელაურები ჭავჭავაძეების განაყარები ვართ. ერთი გუჯარი გვაქვს, თიანეთიდან ვართ. ჭავჭავაძეები და ქეთელაურები ძმების შთამომავლები არიან. თონეთში სახლებულან, ცხრაკარში ცხოვრობდნენ. ერთი ძმა კოჭლი ყოფილა. იქ დარჩენილა, მეორე ხევსურეთში გადასახლებულა და გამრავლებულა. განაყარი ძმა პირდაპირ ბისოში მისულა და იქ დასახლებულა. რუსები რომ ჩამოსულან, კოშკში გუჯარი დაუწვავთ“.
საქართველოში 227 ქეთელაური ცხოვრობს: თელავში – 66, ახმეტაში – 55, დუშეთში – 42. არიან სხვაგანაც.
გრიგორაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი.
აქედანაა ნაწარმოები გვარები: გრიგოლია, გრიგოლაია, გრიგოლავა.
1823 წელს პატარა ენაგეთში მოიხსენიებიან სოლომონ გრიგორაშვილი, მისი მეუღლე და შვილები.
საქართველოში 96 გრიგორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 61, ქუთაისში – 12, ბორჯომში – 4. არიან სხვაგანაც.
გურჯიშვილი – გურჯიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გურჯი.
გურჯი თურქული სიტყვაა და ქართულად დაუმორჩილებელს ნიშნავს.
„1819 წელს გურჯიშვილი სოფელ წინწყაროში მოიხსენიება“.
ეს სახელი თურქებმა ქართველებს შეარქვეს.
სოფელ წინწყაროში მცხოვრები გურჯიშვილები ბერძნებად აღიარეს და გვარი გურჯიევად გადაუკეთეს. ასევე, ზოგი ქართველიშვილი ჯერ გურჯიშვილებად, შემდეგ კი გურჯიევებად ჩაწერეს. თურქეთში გადასახლებული ბერძენიშვილებიც გურჯიევებად მონათლეს.
ამავე ძირისაა გვარი გურჯიძე.
საქართველოში 70 გურჯიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, ბოლნისში – 17, ხაშურში – 9. არიან სხვაგანაც.
355 – გურჯიძე.
დარსაველიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დარსა, რომელიც ძირითადად ქალებს ერქვათ.
1871 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში მოიხსენიებიან სოლომონ და იორდან დარსაველიძეები.
საქართველოში 888 დარსაველიძე ცხოვრობს: თბილისში – 258, სამტრედიაში – 219, ქუთაისში – 178. არიან სხვაგანაც.
გოგიჩაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგიჩა.
1843 წელს დიდ თონეთში მოიხსენიება ბერუა გოგიჩაშვილი.
საქართველოში 1 612 გოგიჩაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 467, თბილისში – 361, გორში – 270.
სიმონიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სიმონი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და შემსმენელს, გამგონს ნიშნავს. ეს სახელი ორ ქართველ მეფესაც ერქვა. ძველი ფორმაა სვიმონ, კნინობითი კი – სიკო, სოსო, სიმონიკა.
ამ სახელიდან წარმოქმნილია რამდენიმე გვარი: სიმონიძე და სიმონია.
1721 წელს თაფანში მოიხსენიება ნატურა სიმონიშვილი.
საქართველოში 2 433 სიმონიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 764, გურჯაანში – 493, გორში – 156. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3