კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავარიდოთ ცხოველებს გენეტიკური პრობლემები და რა ასაკში ვლინდება შთამომავლობით გადმოცემული დეფექტები

როგორც ჩანს, გენეტიკა იმდენად ძლიერია, რომ, არა მხოლოდ ადამიანებში ქმნის გარკვეულ პრობლემებს, არამედ – ძაღლებშიც. ამ პრობლემისგან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დაცული ნამდვილად არ არიან. თუმცა, შეიძლება, ჩვენ დავიცვათ ისინი და თავიდან ავარიდოთ მსგავსი პრობლემები. ამ საინტერესო თემის შესახებ ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი ისაუბრებს. კარგად ჩაიკითხეთ მისი რჩევები და აუცილებლად გაითვალისწინეთ რეკომენდაციები თქვენი ძაღლებისთვის გენეტიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

ზაქრო ბაჯიაშვილი: გენეტიკური პრობლემები მეტად აქტუალურია არა მარტო ადამიანებში, არამედ ცხოველებშიც.
– რაზეა დამოკიდებული ამის გამომწვევი მიზეზები ცხოველებში?
– მისი გამომწვევი მიზეზები ბევრია, მაგრამ, ძირითადად დამოკიდებულია გამრავლებაში დაშვებული შეცდომებით, მაგალითად: არასწორი სელექცია, ახლონათესაური მოშენება, ანუ ინბრიდინგი; ასევე, გარკვეული ჯიშების მიდრეკილება, გარკვეული დაავადებების მიმართ. გენეტიკური პრობლემებით გამოწვეული დაავადებები, შესაძლოა, მრავალგვარი იყოს. ესენია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადება და მანკები, ლეტალი გენები, ჯუჯას სინდრომი, ავტოიმუნური დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ დისპლაზიები. ასევე, არ არის გამორიცხული სხვადასხვა სიმახინჯეები, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და სხვა მრავალი.
– გენეტიკური პრობლემები თუ ახასიათებთ ზოგადად რომელიმე ჯიშის წარმომადგენლებს?
– გარკვეული სახის ჯიშებს ახასიათებთ გარკვეული სახის გენეტიკური პრობლემები, მაგალითად, დისპლაზიების მიმართ მიდრეკილები არიან: ლაბრადორები, ბოქსიორები, გერმანული ნაგაზები, კავკასიური ნაგაზები და როტვეილერები.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, ეს არის ანატომიური დეფექტი, რომელიც ვლინდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კერძოდ, უკანა კიდურების ფუნქციის დარღვევით, რის განვითარებასაც ხელს უწყობს ცხოველის სწრაფი ზრდა. ამ დროს ჩამოყალიბებას ვერ ასწრებს ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილი და, ნაწილობრივ – მენჯის ძვლის ტაბუხის ფოსო.
– რა ასაკში ვითარდება ეს ყველაფერი?
– მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ვითარდება 6 თვის ასაკამდე და ხდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩამოყალიბება.
– თუ არის რაიმე გამოსავალი დისპლაზიის ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად?
– დისპლაზიის ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკვებში კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დოზის შემცველობა. ასევე, ვიტამინ D-ეს საკმარისი რაოდენობა და აქტიური რაციონი.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს ეს პრობლემა აწუხებს? თუ, მხოლოდ ექიმს შეუძლია ამის დიაგნოზის დასმა?
– დიაგნოზს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიებზე სვამენ კლინიკურ-რენტგენოგრაფიული გამოკვლევებით. დიაგნოზი აუცილებლად ექიმმა უნდა დასვას, რადგან, არაპროფესიონალისთვის ის, შესაძლოა, შეუმჩნეველი იყოს. დიაგნოზის დასმა 4-6 თვის ასაკიდან შეიძლება, უფრო ზუსტად კი – 8-12 თვის ასაკიდან, ხოლო დიდი ჯიშის ძაღლებში ზუსტი დიაგნოზი 18 თვის ასაკშია შესაძლებელი.
– ანუ, ამაზე ადრეულ ასაკში ზუსტ დიაგნოზს ექიმი ვერ დასვამს?
– ადრეული დიაგნოსტიკის დროს, კვალიფიციური ვეტერინარის დახმარების შემთხვევაში, ძაღლის მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია.
– ანუ ეს ყველაფერი გენეტიკურად გადავა შთამომავალზე გამრავლების შემთხვევაში?
– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი ძაღლის გამრავლება, რომელიც განიცდის თანდაყოლილ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიასა და სხვადასხვა სახის გენეტიკურ დაავადებას. ცივილურ ქვეყნებში აღნიშნული სახის პრობლემების მქონე ცხოველებს უკეთებენ სტერილიზაციას და არ აძლევენ კინოლოგიურ საგვარეულო ნუსხას. შესაბამისად, ძაღლი, რომელსაც სტერილიზაცია აქვს გაკეთებული, ვეღარ გამრავლდება და შთამომავალსაც ვერ გადასცემს ამა თუ იმ გენეტიკურ პრობლემას.
– გასაგებია, რომ ასეთ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებენ, მაგრამ ეს, ალბათ, მაინც არ აგვარებს გენეტიკურ პრობლემებს. რა არის საჭირო აღნიშნული დაავადებების საწინააღმდეგოდ?
– აღნიშნული თანდაყოლილი დაავადებების აღმოსაფხვრელად აუცილებელია სწორი სელექცია და გამრავლების ზოოტექნიკური კონტროლი. ამიტომაც არსებობენ ამ საქმის პროფესიონალები, რომელთაც, შეგიძლიათ, მიანდოთ თქვენი ძაღლის გამრავლების საკითხი. იმ შემთხვევაში, როცა ეს ოჯახის პირობებში, არაპროფესიონალის ხელშეწყობით ხდება, ის მექანიკურად გაამრავლებს გენეტიკურად არამდგრად შთამომავალს. ასევე, გახსოვდეთ: მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მსხვერპლი რომ არ აღმოჩნდეთ და თავიდან აირიდოთ აღნიშნული სახის პრობლემები, აუცილებელია, ლეკვის აყვანისას გაამახვილოთ ამაზე ყურადღება. ლეკვი უნდა შეიძინოთ მომშენებლისგან ან კინოლოგიურ კლუბებში, სადაც სწორად წარმოებს სელექცია და შეჯვარებებზე მკაცრი ზოოტექნიკური კონტროლი.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ, გახსოვდეთ: არ შეიძლება ძაღლის თვითნებურად შეჯვარება კინოლოგიური კონტროლის გარეშე, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ მიიღოთ სავალალო შედეგი.

скачать dle 11.3