კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მსურს შევიძინო „სუბარუ ბაჯა პიკაპი“ და იქნებ დამიხასიათოთ ეს ავტომობილი – მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორი ტექნიკური მახასიათებლები აქვს მას და რა ფასად იყიდება საქართველოში მეორადი მანქანები?
პასუხი: მსგავსი ავტომობილი თითქმის არ დადის საქართველოში, ერთ ან ორ მოდელს თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად, მისი ყიდვაც ადგილზე რთულია და არც ფასებია დარეგულირებული. ამ ტიპის ავტომობილი შეიძლება მოიძიოთ ქვეყნის გარეთ და ფასის დასადგენად უნდა დაუკავშირდეთ უცხოეთიდან მანქანების ჩამომყვან ფირმებს. რაც შეეხება მახასიათებლებს, ის იგივე ბაზაზე დგას, რაზეც სხვა, ჩვენს ქვეყანაში კარგად ცნობილი მოდელები, მაგალითად, როგორებიცაა – „იმპრეზა” და „ფორესტერი”. შესაბამისად, აქვს ძლიერი სავალი ნაწილი, მაგრამ სუსტი გადაცემათა კოლოფი და მოიხმარს საშუალოზე მეტ საწვავს, ანუ ას კილომეტრზე ათ ლიტრს ზემოთ.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, გამოსადეგი მანქანაა თუ არა „ლენდროვერ ფრილენდერი”. რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორ მოიხმარს ის საწვავს? თუ მირჩევთ მის შეძენას? ამბობენ, ხშირად აქვს ძრავას პრობლემაო და მართალია ეს?
პასუხი: არ გირჩევდით ამ ავტომობილის შეძენას, რადგან ის, რასაც მის ძრავასთან დაკავშირებით ამბობენ, რეალობას შეესაბამება. ის ხშირად გამოდის მწყობრიდან სხვადასხვა წვრილმანი მიზეზის გამო. შესაბამისად, გამოსადეგია თუ არა, ამ კითხვასაც გაეცა პასუხი, ძრავადან გამომდინარე. რაც შეეხება წვას და მის დადებით თვისებებს, „ფრილენდერი” საწვავს მოიხმარს ისე, როგორც საშუალო ტიპის მსუბუქი ავტომობილი, ძალიან კომფორტული სამართავია. ასევე, გამოირჩევა იმ მხრივაც, რომ მძღოლს აქვს ხედვის იდეალური პირობები სამოცი გრადუსის რადიუსით. მისი მართვისას არ გაქვს შეგრძნება, რომ „ჯიპის“ ტიპის ავტომობილია.

скачать dle 11.3