რა მოხდა ამ დღეს
5 სექტემბერი
1905 – ამერიკაში დაიდო პორტსმუთის ხელშეკრულება – რუსეთ-იაპონიის ომის დასასრული.
1970 – ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე ძალების წარმომადგენელი სალვადორ ალიენდე.
1972 – პალესტინელმა ტერორისტებმა ოლიმპიურ მიუნხენში დახოცეს 11 ებრაელი სპორტსმენი, დაიღუპა კიდევ 6 ადამიანი.
6 სექტემბერი
1991 – ლენინგრადს დაუბრუნდა ძველი სახელი – სანკტ-პეტერბურგი.
1991 – დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა.
7 სექტემბერი
1822 – პორტუგალიის ტახტის მემკვიდრემ, დონ პედრუმ, გამოაცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა პორტუგალიისგან.
1859 – მთიან აულ გუნიბში ალყაშემორტყმული შამილი ტყვედ ჩაბარდა რუსებს.
8 სექტემბერი
1903 – ბულგარელთა გენოციდი თურქების მიერ. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.
1905 – მიწისძვრა სამხრეთ იტალიაში. დაიღუპა 5 ათასი ადამიანი, 20 ათასი უსახლკაროდ დარჩა.
1914 – მფრინავმა ნესტეროვმა პირველმა გამოიყენა „ტარანი“. უფრო ადრე, პირველად მანვე შეასრულა „მკვდარი მარყუჟი“.
1921 – გამოვლინდა პირველი „მის ამერიკა“ – მარგარეტ გორმანი.
1987 – ბარენცის ზღვაში მოხდა ატომური წყალქვეშა ნავის – „კომსომოლეცის“ ავარია. დაიღუპა 39 ადამიანი. ატომური კატასტროფის საშიშროების წინაშე დადგა მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.
9 სექტემბერი
1850 – კალიფორნია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 31-ე შტატი.
1886 – შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერა კონვენციას ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ – პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვაზე.
1956 – ელვის პრესლი პირველად გამოჩნდა ნაციონალურ ტელევიზიაში.
1991 – ტაჯიკეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
10 სექტემბერი
1835 – გაიხსნა პირველი რკინიგზა გერმანიაში – ნიურნბერგი-ფიურტი, რომლის სიგრძე 10 კილომეტრი იყო.
1977 – ტუნისის იმპერატორი ხამიდა ჯანდუბი გაასამართლეს, როგორც მკვლელი. ის გახდა საფრანგეთში გილიოტინის უკანასკნელი მსხვერპლი. 4 წლის შემდეგ გილიოტინა, როგორც დასჯის იარაღი, აიკრძალა.
1981 – პაბლო პიკასოს „გერნიკა“ დააბრუნეს ესპანეთში და მადრიდის მუზეუმში – „პრადოში“ მოათავსეს.
11 სექტემბერი
1795 – კრწანისის ბრძოლა.
1881 – მწვერვალ პლატენბერგკოპფის ჩამოშლით წარმოშობილმა მეწყერმა შვეიცარიაში დაანგრია სოფელი ელმი, დაიღუპა 150 და სერიოზულად დაშავდა 200 ადამიანი.
1904 – ლივერპულში შენიშნეს უცნაური ფიგურა. ის ხტოდა სახლიდან სახლზე, რომელთა შორის მანძილი 10 მეტრი იყო.
1973 – პუტჩის დროს მოკლეს ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე.
2001 – ტერორისტული აქტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. თვითმფრინავები შეეჯახნენ სავაჭრო პალატის „ტყუპებსა“ და პენტაგონის შენობას.