კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

5-დღიანი დიეტა ნებისყოფიანი ქალბატონებისთვის

ეს დიეტა ცოტა რთული დასაცავია, რადგან მხოლოდ ორი სახეობის კერძისგან შედგება და ისიც საკმაოდ მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ, თანაც, შუალედებისა და ულუფების ზუსტი დაცვით. ამიტომ, თუ თავიდანვე გრძნობთ, რომ ვერ „გაქაჩავთ“, ჯობია, არც კი დაიწყოთ. თუ მაინც გარისკეთ, ერთი პირობაც უნდა შეასრულოთ: მიაკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს და მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ შეუდექით საქმეს.
პირველი დღისთვის დილით ადრე მოამზადეთ წიწიბურას ფაფა, უმარილოდ, უცხიმოდ და უშაქროდ: 4 სადილის კოვზ წიწიბურას დაასხით 1 ლიტრამდე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, სანამ მასა ფაფის კონსისტენციას მიიღებს.
დილის 9 საათზე მიირთვით 1 ჩაის კოვზი ფაფა და ყოველ ნახევარ საათში თითო კოვზი უმატეთ საღამოს 17-18 საათამდე. საღამოს უფლება გეძლევათ, მხოლოდ სითხე მიიღოთ: ჩვეულებრივი სასმელი წყალი, მინერალური წყალი, ახალგამოწურული ხილის წვენი ან მწვანე ჩაი (უშაქროდ), ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად არა. საერთოდ, რეკომენდებულია დღეში 2-2,5 ლიტრამდე სითხე, რაც დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ.
მეორე დღეც პირველი დღის ანალოგიურია, არანაირი ცვლილება არ არის.
მესამე დღე სრულ განტვირთვას უნდა დაუთმოთ: მთელი დღის განმავლობაში (დროსა და შუალედებს მნიშვნელობა არ აქვს) უნდა დალიოთ 3 ლიტრამდე სითხე, ოღონდ, ერთი სახეობის, ანუ: ან მხოლოდ წყალი (უმჯობესია გაზგასული მინერალური ან გამოხდილი), ან მხოლოდ მწვანე ჩაი.
მეოთხე და მეხუთე დღეები პირველი ორი დღის ანალოგიურია, ოღონდ, წიწიბურის ნაცვლად „ჰერკულესი“ უნდა მიირთვათ (ისიც უმარილო, უცხიმო და უშაქრო), ცხადია, იმავე პრინციპით.
ეს საკმაოდ მკაცრი დიეტაა და, ამიტომ, სასურველია, ხშირად წამოწვეთ, ნაკლებად იმოძრაოთ და არავითარ შემთხვევაში ამ ხუთი დღის განმავლობაში არ მიუჯდეთ საჭეს.
მეექვსე დღიდან ნელ-ნელა და მცირე ულუფებით თუ არ მიირთვით მონატრებული კერძები (ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი და შემწვარი საკვები დიდი ხნით უნდა ამოიღოთ თქვენი რაციონიდან), ამ ტანჯვით დაკლებულ წონას გაცილებით უფრო მალე აღიდგენთ, ვიდრე დაკარგეთ და თქვენი ხუთდღიანი წამება წყალში ჩაიყრება.

скачать dle 11.3