კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სილამაზის მინერალი

გინდათ, რომ მოიხსნათ დაღლილობა და სტრესები, დაივიწყოთ ყოველდღიური ერთფეროვნება, დაემშვიდობოთ ცელულიტებს... ამ ყველაფრის წამალი კი ზღვაა, მაგრამ, საქმე ისე აეწყო, რომ ნანატრი შვებულება არ მოგცეს, არადა, მალე ზაფხულის სეზონიც წარსულს ჩაბარდება. ეჰ, ზოგს როგორ არ უმართლებს...
თუ სამსახურში ან ოჯახში შექმნილი რაიმე პრობლემის გამო ზღვაზე ვერ წახვედით, ძალიანაც ნუ ინერვიულებთ, რადგან, თუ მოინდომებთ, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, შეიქმნათ ზღვისა და პლაჟის იმიტაცია, სხეულიც გაიკაჟოთ და მშვენიერი ნამზეურიც მიიღოთ. ამისთვის კი სასურველია, გქონდეთ: პატარა ეზო, გასაბერი აუზი (იმ ზომის მაინც, თქვენ რომ ჩაეტიოთ), ზღვის მარილი და დიდი პირსახოცი, რომელიც შეზლონგის მაგივრობას გაგიწევთ. თუ ეზო და გასაბერი აუზი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი აბაზანა და აივანი გამოიყენოთ ამავე დანიშნულებით.
მაშ, ასე, მოაწყვეთ „საშინაო ზღვა“, თავისი პლაჟით: გახსენით თბილ, 27 გრადუს წყალში ზღვის მარილი (300 გრამი მარილი გახსენით 1 ლიტრ ცხელ წყალში და ჩაასხით აბაზანაში) და იჭყუმპალავეთ შიგ 15-20 წუთის განმავლობაში. სრული რელაქსაციისთვის წყალში ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ან პიტნის ნატურალური ეთერზეთი. აბაზანის მიღების შემდეგ, აუცილებლად დაისვენეთ – წამოწექით (ეზოში – პირსახოცზე ან აივანზე – სავარძელში) და დალიეთ გვირილის ან მწვანე ჩაი.
აბაზანის მიღების შემდეგ შეგიძლიათ, გაიკეთოთ ტერფების პილინგი: 2 სადილის კოვზი ზღვის მარილი შეურიეთ 4 სადილის კოვზ თაფლს, წაისვით ტერფებზე და მსუბუქად დაიმასაჟეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ასევე, კარგი იქნება, თუ მოამზადებთ სკრაბს სხეულისთვის: 100 გრამი ზღვის მარილი შეურიეთ 100 მილილიტრ ზეითუნის ზეთში, წაისვით სხეულის წინასწარ დატენიანებულ მონაკვეთებზე (მუცელზე, თეძოებსა და დუნდულებზე) და რბილად დაიმასაჟეთ. სკრაბი სხეულზე გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და მერე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

скачать dle 11.3