კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ფიქრობს ის...

როცა ურთიერთობა ახლად იწყება, როცა ორივე პირველ ნაბიჯებს დგამთ და ჯერ კიდევ არ იცით, რამდენად სერიოზული იქნება ეს ურთიერთობა, განსაკუთრებით გაინტერესებთ, რას ფიქრობს „ის“ და ჩნდება უამრავი კითხვა, რომლებზე პასუხის მოძებნაც ადვილი არ არის. შესაძლოა, დაიბნეთ და ამის გამო ორჯერ მეტი შეცდომა დაუშვათ. ზოგიერთ შეკითხვას, უბრალოდ, ვერც დასვამთ, მით უფრო, როცა არ იცით, როგორი რეაქცია ექნება მამაკაცს თქვენს სიტყვებზე. შეიძლება, ყველაფერი იმითაც დამთავრდეს, რომ ვერც კი გაიგოთ, რა ხდება. გაურკვევლობაში ცხოვრება კი საშინელებაზე უარესია. ჯობია, გაურკვეველი „არაფერი“ დატოვოთ. არადა, თავიდან გეგონათ, რომ აშკარად ბედნიერი ხართ; როგორც იქნა, იპოვეთ მამაკაცი, რომელსაც შეგიძლიათ, ენდოთ... მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, არანაირად არ ღირს, მამაკაცის გამო საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვათ, დაანგრიოთ თქვენი მომავალი და თავდაყირა დააყენოთ დიდი ხნის განმავლობაში, ბევრი ფიქრის შემდეგ დაწყობილი გეგმები. ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ, ისინი ისეთი არ უნდა იყოს, რომ, ბედნიერების ნაცვლად, ტკივილი და იმედგაცრუება მოგიტანოთ.
თუ თქვენ გიყვართ, როცა მთლიანად აკონტროლებთ სიტუაციას, მაშინ, ბუნებრივია, არ მოგასვენებთ იმაზე ფიქრი, რა იქნება ხვალ, როგორ განვითარდება ურთიერთობა და რა ზრახვები აქვს მას თქვენ მიმართ. დიახ, გაურკვევლობა ძალიან შემაწუხებელია და დამთრგუნველი, მაგრამ, თუ მამაკაცი თქვენთვის ძვირფასია, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ამ გაურკვევლობასთან შეგუებაც მოგიწევთ. თუ დუმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა მისთვის უბრალო ინტრიგაა. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს ხელოვნურად, უმჯობესია, მოუსმინოთ შინაგან ხმას, რა გსურთ, თვითონ რამდენად ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. მამაკაცი ქალზე გაცილებით გვიან ყალიბდება თავის გადაწყვეტილებებში, მით უმეტეს, როცა ეს ქალთან ურთიერთობას ეხება. ძალიან ხშირად მამაკაცმა ბოლომდე არ იცის, რა უნდა ამ ურთიერთობიდან და ინტუიციურად მოქმედებს. თუ მიზიდულობა დიდია, სასწორი ქალის სასარგებლოდ იხრება – მამაკაცი ფარ-ხმალს ყრის და ნებდება.

скачать dle 11.3