კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოეწონა?!

ძლიერი სქესი, ანუ, სამყაროს ძლიერი მეორე ნახევარი, ქალებს აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებით აფასებს, ვიდრე ზოგჯერ ჩვენ წარმოგვიდგენია.
1. მამაკაცების უმრავლესობა გააღმერთებს ქალს, რომელსაც ექნება უნარი, მძიმე წუთებში მხარი დაუჭიროს მას; გამოიჩინოს დიდსულოვნება და აპატიოს შეცდომები. გადაალახვინოს ის რთული პერიოდები, რაც მამაკაცს ცხოვრებაში ხშირად აქვს და, თან, არ იწუწუნოს.
2. ქალი, რომელმაც იცის თითოეული დღის ფასი, რომელსაც შეუძლია, იყოს ბედნიერი უმნიშვნელო წვრილმანით, მამაკაცს შეუმჩნეველი არ დარჩება. მამაკაცი, თავისი ნატურით, გულგატეხილობისკენ არის მიდრეკილი. ამიტომ მას გვერდით ისეთი ქალი უნდა, რომლის ოპტიმიზმიც გადაედება – ეს ისეთი სექსუალურია!..
3. მამაკაცები ხშირად აკვირდებიან ქალის სიარულის მანერას. შეიძლება, ძალიან ლამაზი ქალი ვერც შენიშნონ, თუ ის ვერ ფლობს საკუთარ სხეულს. თავაწეული, წელში გამართული, მსუბუქი, გამომწვევი და ამოუცნობი ღიმილი – აი, მამაკაცის ოცნების ქალი.
4. იცით, რომ მამაკაცს ძალიან აღაგზნებს ქალის ფეხზე „გახსნილი“ ფეხსაცმელი, საიდანაც მოვლილი, სათუთად „პედიკიურებული“ ფეხები ჩანს?! თუ ასეთ ფეხსაცმელს მაღალი ქუსლიც აქვს – მამაკაცი თქვენია!
5. რა თქმა უნდა, სიცილი – გულიანი, გადამდები... სხვათა შორის, მამაკაცების 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ თუ ქალს იუმორის გრძნობა არ აქვს, ჯობია, მასთან ურთიერთობა არც დაიწყო. ასე რომ, გაითვალისწინეთ...

скачать dle 11.3