კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავისუფალი სივრცე...

ორი ადამიანის თანაცხოვრება, მათ შორის ბევრი საერთოს გაჩენის აუცილებლობას გულისხმობს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ერთმა მთლიანად „გადაყლაპოს“ მეორე, შეზღუდოს მისი პიროვნული თავისუფლება. „თავისუფალი სივრცე“, სადაც თავს საკუთარ ამპლუაში იგრძნობს, ყველა ადამიანს სჭირდება. ზრდასრულ ადამიანს კი არა, პატარა ბავშვს ვერ მოახვევ თავს შენს აზრებს, ვერც ბოლომდე შეიჭრები მისი სულის სიღრმეებში და არც არის საჭირო. თქვენც ხომ არ მოგეწონებათ, სულში გიფათურონ ხელები?! არის მეორე მომენტიც: ასაკის მატება ხშირად ზრდასრულობას არ ნიშნავს. თუ თქვენი რჩეული ჯერ კიდევ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდის, უპირველესად, საკუთარი თავის წინააღმდეგია; ის ჯერაც არ გაზრდილა და ჩამოყალიბებულა. ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება ადვილი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ მას მეტი თავისუფალი სივრცე სჭირდება. თქვენ მარტო ის შეგიძლიათ, რომ არ შეაწუხოთ ზედმეტად, არ გამოიწვიოთ მასში ამბოხების სურვილი თქვენ მიმართ. არანაირი ზეწოლა და წნეხი! – ამით მხოლოდ გააუარესებთ სიტუაციას. თუ მის გვერდით დარჩენა გინდათ, მიუშვით დროებით ნებაზე. ამ დროს მან, შეიძლება, ისეთი შეცდომა დაუშვას, რომ გულიც კი გატკინოთ. მაგრამ, თუ გიყვართ, აპატიებთ. სამაგიეროდ, მიიღებთ მის მადლიერებასა და პატივისცემას. მოკლედ, თუ ეს ყველაფერი გაიგეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გაიზარდეთ და მზად ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის.

скачать dle 11.3