ეს შესაძლებელია
დიახ, ნამდვილად შესაძლებელია, მოასწრო ყველაფერი. გაგიკვირდებათ, მაგრამ, როცა მოინდომებ, შეუძლებელი, ფაქტობრივად, აღარაფერია. წუწუნი და იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაც თქვენზე მაგარია, საჭირო არ არის. თქვენც ბევრი რამე შეგიძლიათ, უბრალოდ, არ გჯერათ ამის და, ამიტომ, ცოტას დაგეხმარებით:
1. თუ მოსასწრები საქმეების სიმრავლემ ლამის დეპრესიაში ჩაგაგდოთ და თავში სრული ქაოსი გაქვთ, დამშვიდდით და დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანით – თქვენ ხომ ზუსტად იცით, რა არის გადაუდებელი.
2. იდეები უფრო მეტი გაქვთ, ვიდრე მათი განხორციელების სურვილია? ესეც არ არის პრობლემა, უბრალოდ, თქვენი იდეების გადარჩევა და დახარისხება უნდა ისწავლოთ, „გამოწურეთ“ მათგან ყველაზე რაციონალური და შეუდექით საქმეს.
3. ჩამოწერეთ მთელი დღის განმავლობაში შესრულებული აუცილებელი საქმეების სია და დრო თანაბრად გადაანაწილეთ. დააკვირდით საკუთარ თავს, როდის უფრო კარგად და სწრაფად გამოგდით საქმე – თუ დილით, მაშინ ადრიანად ადექით და ყველაფერს მოასწრებთ...
4. არასოდეს თქვათ უარი გართობასა და დასვენებაზე, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. რელაქსაცია აუცილებელია, უბრალოდ, თავად უნდა შეარჩიოთ, რა გირჩევნიათ – გასეირნება, კინო და ახალი სპექტაკლი თეატრში, მეგობრებთან შეხვედრა, თუ ტელევიზორის წინ, ფინჯანი ყავით გატარებული საღამო...