კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა „დასაჯოთ“ სიკვდილით სახლში ნანახი ობობა და როდის ხდება ადამიანისთვის საბედისწერო გაბრაზებულ გულზე შეგინება

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ფაქტს ვაწყდებით – აბა, დაფიქრდით, რატომ შედიხართ სახლში გაუცნობიერებლად მარჯვენა ფეხით, ან რატომ არ დგამთ უნებურად საწოლიდან მარცხენა ფეხს, რატომ გიკრძალავენ ახლობლები სახლში ობობის მოკვლას და ოთახში სტვენას და ასე შემდეგ. ბევრს ეს ყოველივე ცრურწმენად მიაჩნია, მაგრამ ისე აქვს გამჯდარი, მაინც ითვალისწინებს.
როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ნინო ამბობს, ყველა ფაქტი და მოვლენა გარკვეული წინასწარმეტყველებაა. ასევე, გაუთვითცნობიერებლად და გაბრაზებულ გულზე წამოსროლილი გინებაც თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ნინო: ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს დაუწერელი კანონები და წესები, რომლებსაც ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, შეუცნობლად ითვალისწინებენ. ზოგს წინაპრებისგან თუ ახლობლებისგან გაუგია, რომ სახლში ობობის მოკვლა არ შეიძლება, რადგან სიღარიბის მომასწავებელია. არ შეიძლება ასევე, სახლში სტვენა, რადგან უფულობა იცის, მარცხენა ფეხით სახლის ზღურბლის გადაკვეთამ კი – უიღბლობა და კამათი. ბევრს ეს ყველაფერი ცრურწმენად მიაჩნია, მაგრამ დამიჯერეთ, თითქმის ყველა ითვალისწინებს. ვერ ვხვდები, რატომ რცხვენიათ ამის აღიარების? თუ დამიჯერებთ, ამ მითებსა თუ ცრურწმენებში, როგორც გინდათ ისე მიიღეთ, ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი და თუ კარგად დააკვირდებით, ეს ერთგვარი წინასწარმეტყველებაც კია და ადამიანის მომავალზე ნამდვილად აისახება.
– მაინც, რატომ არ შეიძლება სახლში აღმოჩენილი ობობის მოკვლა?
– იმიტომ, რომ მას ოჯახში ფული შემოაქვს და იმაზე მიგანიშნებთ, ახლო მომავალში რაღაც თანხა აუცილებლად რომ მოგივათ. სხვათა შორის, ის ბედნიერების და ბარაქის ნიშანია. ძველ ეზოთერულ ჩანაწერებში. თუ სახლში ობობა ნახეთ, ჩემი რჩევაა, მას კარგად დააკვირდეთ, ცოტა ხანს უყუროთ, შემდეგ, კი არ მოკლათ, გარეთ გაუშვით.
– თქვენ თქვით, ობობას სახლში ფული და ბარაქა შემოაქვსო. თუ მას გარეთ გავუშვებთ, ამით ბარაქაც გარეთ არ გაჰყვება?
– (იცინის). ლოგიკურად ასე უნდა იყოს, მაგრამ, თქვენ ხომ მას არ კლავთ? მართალია, ის ობობა ზოგს ზიზღს და შიშს ჰგვრის, მაგრამ მისი მოკვლა მაინც გეკრძალებათ. ის არც ისე საშიშია, როგორც თქვენ გგონიათ და თანაც, სახლში შემოსული გიწინასწარმეტყველებთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა ახლოსაა. ამის გამო ხომ არ უნდა დასაჯოთ ის სიკვდილით? უბრალოდ, მას რამდენიმე წუთით თუ დააკვირდებით, მადლობას გადაუხდით, ის ამას გრძნობს და როცა გარეთ გაუშვებთ, თან თქვენს ბარაქას არ გაიყოლებს. დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა, დიდი თუ პატარა გინებაზეა გადასული და ვერც კი ხვდებიან, ამით საკუთარი წარმატების კოდს როგორ კეტავენ და ბლოკავენ. სწორედ, გინებით იბინძურებს ადამიანი საკუთარ ენერგეტიკულ ველს და ეს მისი წარუმატებლობის, უბარაქობისა და უიღბლობის მიზეზი ხდება.
– ბევრი ამბობს, თუ ხელი არ გემართება, ეს შენი სიზარმაცის ბრალია, ან ასეთი ბედისწერის ხარო. თქვენ კი ამბობთ, შესაძლოა, წარუმატებლობის მიზეზი, ეს ჩამოთვლილი ფაქტები კი არა, გაბრაზებულ გულზე, მამაპაპური შეგინება აღმოჩნდესო. არ გიფიქრიათ, რომ ადამიანები არასერიოზულად აღიქვამენ ამას?
– მიფიქრია კი არა და, ასეცაა. არასერიოზულად იღებენ და იგინებიან „სართულებიანს“. აბა, თავად დააკვირდით იმ ადამიანების ბედს და ცხოვრებას, ვინც ხშირად იგინება. დამისახელეთ, რომელია მათ შორის ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი. ამით ენერგეტიკულ ველს იზიანებენ და ამ დარგის სპეციალისტისთვისაც კი რთულია, მისი გამოსწორება-კორექტირება. მინახავს მამაკაცები, რომლებიც გამუდმებით ჩივიან, საკმაოდ გამოცდილებიც ვართ, ჭკვიანები, წინდახედულები, მაგრამ კაზინოში, ბიზნესში, ფულსა თუ საქმიან პარტნიორებში არ გვიმართლებსო. მათ საერთოდ არ იციან, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ წარუმატებლობას გინებასთან და ამით კი საკუთარი ენერგეტიკული ველის დაბინძურებასთან.
– ხომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზოგ ადამიანს მეტად უმართლებს აზარტში, ზოგიც ნაკლებად იღბლიანია და ამასთან გინებას თუ რაიმე სხვა საქციელს, კავშირი არ აქვს?
– მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ და ამის საბაბიც მაქვს, რადგან ამის შესახებ გარკვეული, კომპეტენტური აზრი გამაჩნია. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ გგონიათ? აბა, გადაშალეთ ნებისმიერი ეზოთერული ლიტერატურა და გადაიკითხეთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია, ადამიანისთვის მისსავე სიტყვას, მით უმეტეს, გაბრაზებულ გულზე შეკურთხებას. ასე რომ, ადამიანის უიღბლობას, თუნდაც კაზინოში, ტოტალიზატორსა თუ ნებისმიერ აზარტულ თამაშში, ასევე პირად ცხოვრებაში, ზეციური სასჯელით ვხსნით. თუმცა, რასაკვირველია, ვაღიარებ, რომ შემთხვევითობა ყველა ადამიანის ცხოვრებაშია და ერთ დღესაც, შეიძლება, ყველაფერი დავკარგოთ, ან პირიქით, ერთი იღბლიანი ლატარიის ბილეთის შეძენით, მილიონერები გავხდეთ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ყველას ცხოვრებაში, უფრო სწორად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, არის ერთი კონკრეტული, ძალიან იღბლიანი და ასევე, ძალიან უიღბლო დღე, და თუ თქვენ ამ დღეს დაამთხვევთ, კაზინოში წასვლას, ლატარიის ან ტოტალიზატორის ბილეთის ყიდვას, შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ან სასიკეთოდ შეიცვალოს, ან სულაც თავზე დაგემხოთ სამყარო და სრულიად უქონელი დარჩეთ. ისე კი, შემთხვევითობა სხვა არაფერია, თუ არა, ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება, რომლის „მსხვერპლიც”, როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ, აბსოლუტურად ყველა ვხდებით. თავს დატეხილი უბედურების ან ბედნიერების დროს, ყველაფერი შემთხვევითობას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ, სამყაროს კანონზომიერებას, რომელიც კონკრეტულად, ჩვენზეა გათვლილი. მესმის, ისეთი დროა, რთულია, ადამიანმა გაბრაზება, აგრესია თუ გინების სურვილი მოთოკო, მაგრამ არ შეიძლება, ამის გამო საკუთარი თავი დათარსო. გინებას, ისევე როგორც წყევლას, გარკვეულ დღეებში, დროსა და მომენტში, მაგიური ძალა აქვს. თუ ამ მომენტში სხვას აგინებთ ან უმისამართოდ იგინებით, ის ასმაგად და ათასმაგად გიბრუნდებათ. კაცი თუ მთელი გულით და ემოციით იგინება, ეს ძლიერმოქმედი მაგიური ფაქტორია და ამით საკუთარი ჯიშს, გენს და მომავალს დათარსავს. ასეთ ადამიანს კი ხელიც ეცარება, პირადულ ცხოვრებაშიც უიღბლოა და კარიერაში ხომ ნამდვილ კრახს განიცდის.
– დღეს, საჭესთან ბევრი ქალი ზის და თითქმის ყველა მათგანი ირწმუნება, რომ მანქანის მართვის დახვეწასთან ერთად, გინებაც ისწავლეს. ეს მათაც უქმნის საფრთხეს?
– რასაკვირველია, უდავოდ. ისე, მერწმუნეთ, არც ერთ ქალს არ უხდება კაცივით გინება. მაგრამ, ეს სხვა თემაა. ყველაზე საშიშია ქალის გინება, რადგან მამაკაცის შეგინება არ არის იმდენად უბედურების მომტანი, როგორც ქალის. მერწმუნეთ, მას „გემრიელ” დაწყევლაზე დიდი ძალა აქვს და უფრო მეტი, ძლიერი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. როგორც ადრესატის, ისე შემგინებლის მისამართით. ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაიბინძურებთ, ქალბატონებო, საკუთარი მომავლის ენერგეტიკას და ამით ბედ-იღბალს ნუ შეუქმნით საფრთხეს. ასევე, აზარტული თამაშების მოყვარულ მამაკაცებსაც ვურჩევ, საკუთარი ემოციები აკონტროლონ. რაც მეტს შეიგინებიან გაბრაზებულ გულზე, მით მეტს წააგებენ და მოგებაზე არც კი უნდა იფიქრონ. გაუმართლებლობის მიზეზი გინება და მასში ჩადებული ის ემოციაა, რასაც ადამიანი, გაბრაზებულ გულზე, სამყაროში გზავნის.

скачать dle 11.3