კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბავშვებში ახლომხედველობას კომპიუტერული თამაშები იწვევს

კომპიუტერი და ინტერნეტი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე. კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი თვალებს ჭუტავს, რათა შორს მყოფი საგნები გაარჩიოს, სწრაფად იღლება, კითხვის დროს წიგნი თვალებთან ახლოს მიაქვს, ტელევიზორს ახლო მანძილიდან უყურებს, უჩივის თვალისა და შუბლის არეში ტკივილს, ესე იგი, საქმე სერიოზულადაა.
ბოლო დროს ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მიოპია, ანუ ახლომხედველობა. როცა ბავშვი კითხვას იწყებს, დატვირთვა იზრდება და ავტომატურად საქმეში კუნთების ორი ჯგუფი ერთვება. თავის ტვინში მიდის სიგნალი, რომელიც მხედველობის კორექტირებას ახდენს, რათა ბროლის ენერგია დაზოგოს. ხდება გუგის გაფართოება, რაც შორს მხედველობას ამცირებს. ახლო მანძილიდან დიდი ხნის განმავლობაში კითხვის დროს, შეიძლება, საფეთქლებსა და შუბლის მიდამოებში ტკივილი განვითარდეს.
ახლომხედველობის განვითარება ადრეულ სასკოლო ასაკში ხდება და ის დაახლოებით 20 წლის ასაკამდე პროგრესირებს. აუცილებელია, ბავშვმა მხედველობაზე დატვირთვა შეამციროს და შეასრულოს თვალის ვარჯიშები. სავალდებულოა საკვების სწორი შერჩევაც – უნდა ჭამოს რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.

скачать dle 11.3