კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის პათოლოგიური ჰიპერტონიის მიზეზი

არტერიული ჰიპერტონია ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს ის მდგომარეობაა, როცა არტერიული წნევა ნორმასთან შედარებით დაქვეითებულია, ანუ მისი მაჩვენებელი 100/70-ზე ნაკლებია. ხშირად წნევის ასეთი მაჩვენებელი ნორმად ითვლება, მაგრამ ზოგჯერ, შესაძლოა, ის სერიოზული დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება იყოს.
პათოლოგიური ჰიპერტონიის მიზეზი ხშირად სხვადასხვა დაავადებაა. თუ ადამიანს აწუხებს პათოლოგიური ჰიპერტონია:
* უჩივის სისუსტეს, დაქვეითებული აქვს შრომისუნარიანობა, მოთენთილია, გუნება-განწყობა უუარესდება.
* აწუხებს ჰაერის უკმარისობა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეწყება ქოშინი.
* პათოლოგიურმა ჰიპერტონიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გონების გადაღლა, მეხსიერების დაქვეითება, აგზნებადობა, ფსიქოემოციური დაღლა.
* აწუხებს უმადობა, ყაბზობა.
* ხშირად ასეთ ადამიანებს აწუხებთ გულის ან თავის ტკივილი.
* სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსზე დაბალია, კანი კი – ფერმკრთალი.
ქრონიკული ჰიპერტონიის სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს სხვა დაავადებების არსებობა. თუ დაავადებები არ აღინიშნება, მაშინ, ჰიპერტონიის სამკურნალოდ აუცილებელია სრულფასოვანი ძილი; გამამხნევებელი ვარჯიში ყოველ დილით; დღეში ორჯერ გრილი შხაპი; სუფთა ჰაერზე სეირნობა. ასევე, უნდა მოერიდოთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
არტერიული წნევის მომატებას ხელს უწყობს, ასევე, მაგარი ჩაი, ყავა, კოფეინის აბები და ჟენ-შენის ნაყენი.

скачать dle 11.3