ეტოოს კონტრაქტის პირობები
სამუელ ეტოოს ზღაპრული კონტრაქტის პირობების ზოგიერთი პუნქტი ცნობილი გახდა უცხოური პრესისთვის. მახაჩკალის „ანჟიში” გადასვლის შემთხვევაში, კამერუნელი ვარსკვლავი წლიურად 20-22 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. გარდა ამისა, კლუბის პრეზიდენტი – მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი არ ავალდებულებს ფეხბურთელს, რომ მან მახაჩკალაში იცხოვროს. აპირებს, კერძო თვითმფრინავი უქირაოს, რომელიც მას მხოლოდ საფეხბურთო მატჩებზე ჩაიყვანს დაღესტანში ან რუსეთის სხვა ქალაქში. გარდა ამისა, ეტოოს პირადი მწვრთნელი ეყოლება, რომელიც მას ინდივიდუალურად ავარჯიშებს, დაბოლოს, გადმოსვლის შემთხვევაში, ქერიმოვი ეტოოსთვის უკანასკნელი მოდელის „ფერარის” მარკის ავტომობილის ჩუქებას აპირებს.