დე როსი სარას დაუბრუნდა
იტალიური საზღვაო კურორტის, პონცას სანაპიროზე პაპარაცებმა „რომას” ლიდერი, დანიელე დე როსი თავის ძველ ნაცნობთან, მოდელ სარა ფელბერბაუმთან ერთად დააფიქსირეს. ადგილობრივი დამსვენებლების თქმით, ისინი მთელ დროს ერთად ატარებენ და ერთი შეხედვით, ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. დე როსი და სარა 2009 წლიდან პერიოდულად, ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში, თუმცა, მათ ურთიერთობას რთულია, ეწოდოს სტაბილური, რადგან დროთა განმავლობაში დანიელი სხვა ლამაზმანებთან ფლირტსაც არ იკლებს. იტალიური ბულვარული პრესა არ გამორიცხავს, რომ სარას და დანიელეს რომანი აქვთ, თუმცა საგულდაგულოდ მალავენ ამ ფაქტს.