„ხეტაფეს” უჩვეულო მოწოდება
ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ხეტაფემ”, რომლის თამაშებს გასული სეზონის სტატისტიკური მონაცემების შეჯამებით, ყველაზე ცოტა მაყურებელი ესწრებოდა, ქომაგთა მოსაზიდად სტადიონზე ახალი კამპანია წამოიწყო. ვიდეორგოლში, რომელიც ანხელ ტორესმა გადაიღო და რომელიც კლუბის მარკეტინგის დირექტორს, ხოსე ანტონიო კუვეტოს დიდად არ მოეწონა, ქომაგებს მოუწოდებენ მუნიციპალურ კლინიკებს მიაკითხონ და სპერმის დონორები გახდნენ, რათა ამით გაიზარდოს მაყურებლის რაოდენობა ადგილობრივ სტადიონზე.