დაკბენილი ბობო
იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად ბრაზილიის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის კლუბ „ბოავიშტას” მოთამაშე კრისტიან ვიერი ბულვარული პრესის ფურცლებზე ამჯერად სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარდგა. მექალთანეობით და გაუთავებელი რომანებით განთქმულ ფეხბურთის ვარსკვლავს ყოფილმა საქმიანმა პარტნიორმა ცხვირზე უკბინა, რის გამოც ბობო იძულებული იყო სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა. ინციდენტი კუნძულ იბიცაზე, რესტორანში მოხდა. როდესაც ვიერი სადილობდა და ნაცნობი მიუახლოვდა, ვიერი სალმის სათქმელად წამოდგა, ამ დროს კი მისმა ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა ცხვირზე ისე უკბინა, რომ სისხლი წასკდა. ბობომ იმავე დღესვე დაწერა განცხადება პოლიციაში და საქმეს იბიცის სამართალდამცავი სტრუქტურა იძიებს.