კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

იოანე ოქროპირი: როგორც კი ბავშვს ეძლეოდა აზრი და გაგება, მშობლები ასწავლიდნენ მას წმიდა მამათა ცხოვრებას, ლოცვას, გალობას და ზოგ საეკლესიო რიტუალს. ასწავლეთ, დედებო, თქვენს ჩვილებს პირჯვრის გადაწერა მანამდე, სანამ ისინი ამას თავად შეძლებენ. წმიდა იერონიმე ერთ ქვრივს სწერდა: „ქრისტიანი დედის დიდი სიხარული იქნება, ასწავლოს თავის შვილს ქრისტეს სახელის წარმოთქმა მაშინ, როცა ბავშვის ხმა ჯერ კიდევ სუსტია და ლაპარაკი არ იცის“.
გაბრიელ ეპისკოპოსი: აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არ არის. უმთავრესი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის, ანუ, იმ მიზეზების გამოძიებაა, რომელმაც ცოდვა გამოიწვია. თითოეულ ცოდვას ხომ ჩვენს გულში თავისი წყარო და ფესვი აქვს და რომელიმე ცუდი თვისების ან ბოროტი მიდრეკილებისგან ჩნდება: ერთნი გულფიცხობის გამო ვარდებიან ცოდვაში, მეორენი – ამპარტავნებისა, სხვანი კი – ანგარებისა და ასე შემდეგ.
პაისი მთაწმიდელი: ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის შემდეგ რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისთვის ადგილი არ რჩება; და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრებას ეწევა, არათუ ეშმაკთა განდევნას ვერ შეძლებს, ყვავები რომ დააფრთხოს, ესეც კი დიდი მიღწევა იქნება მისთვის. როდესაც ადამიანი ამ ცხოვრებაში მხურვალე მოღვაწეობას შეუდგება, მაშინ საღვთო ცეცხლი ანთია მასში. თუკი ეს საღვთო ცეცხლი არ არის, ის არაფრის მაქნისია.
თეოფანე ნოვოზერელი: ყოველი მანკიერება ბოროტებაა და სულისთვის მავნებელი, მაგრამ, განსაკუთრებით დამღუპველია თვითგამართლება და კამათის სიყვარული. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეშმაკი გაიძულებს, წინ აღუდგე, შეეკამათო თავის გასამართლებლად, ვინაიდან, იცის, რომ, თუ დაითმენ და არ იმართლებ თავს, გამართლებული იქნები უფლისგან.
წმიდა სვიმონი: მრავალი დრო და შრომა – უფრო გონებისმიერი, ვიდრე სხეულებრივი – არის საჭირო იმისთვის, რომ ჯერ ვისწავლოთ ჯეროვანი ლოცვა უფლის წინაშე, შემდეგ კი ჯეროვნადვე განვაგრძოთ ლოცვა-ვედრებანი. ამიტომაც ღვთაებრივი პავლე მოციქული გვიანდერძებს ჩვენ, ყოველთვის გულით და არა მხოლოდ ბაგეებით ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთს.
წმიდა სილუანი: ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ, ღვთისმოსაურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ, ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: „მამაო წმიდაო, დამლოცე, რომ ვიხილო უფალი ზეციურ სამეუფოში“, ხოლო მოძღვარი ეტყვის: „წადი, შვილო, უცქირე უფალს“, – აუხდება მას მოძღვრის კურთხევა, იმიტომ, რომ სულიწმიდა ცაში და დედამიწაზე ერთი და იგივეა.
კლიმეíნტი ალექსანდრიელი: ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა, მაგრამ, ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი – ადამიანი.
მარკოზ განშორებული: ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც ჩვენი ბუნებრივი ძალით აღვასრულებთ, მის საწინააღმდეგო მანკიერებას განგვაშორებს, მაგრამ, მადლის გარეშე ჩვენი განწმენდა არ შეუძლია.

скачать dle 11.3