კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ურიგებს დადუ ლომინაძე ლიკა ქორქიას და ვინ ვერ „გაასაზიზღრა“ მან

 ლიკა ქორქია და დადუ ლომინაძე „რუსთავი 2-ის” რეიტინგს კამერის სხვადასხვა მხრიდან ქმნიან. დასვენება, შემოდგომის დასაწყისშიც კი, მათთვის ყველაზე სასურველი თემაა, რადგან ცხელი თვეების დიდი ნაწილი ორივემ თბილისში გაატარა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლიკა ქორქია
– როგორ დაისვენე ამ ზაფხულს?
– ჯერ მინდა, გაგიცნო. სალომე (მე მომმართავს, – ავტორი). დიდი მადლობა, რომ ლიანას შემახვედრე ასე პირადად (იცინიან). რაც შეეხება ზაფხულს, ვერ დავისვენე. ჯერ იყო „ნიჭიერის” ქასთინგები, შემდეგ ჩამოვედი თბილისში და აქაც ბევრი საოჯახო საქმე მქონდა.
– სად იყავი ქასთინგებზე?
– მთელ საქართველოში: ყველგან, სადაც კი მანქანა მიდის და, თუ ვერ მიდის, ფეხით მაინც აღწევ – მთაში, ბარში, ზღვაზე... არსებობს პრე-ქასთინგი – ასეთი ტურია, როდესაც პროდიუსერების ჯგუფი ნახულობს ხალხს და ეკითხება, აქვს თუ არა ამა და ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი.
– და იქ გეუბნებიან: ჩემი მეზობელი ისეთ რაღაცეებს აკეთებს...
– მარტო მეზობელი არა. ქასთინგი კი ცხადდება კონკრეტულ ადგილას, მაგრამ, ხომ შეიძლება იქ ადამიანი ვერ მოვიდეს მარტივი მიზეზის გამო – ბავშვი ან მოხუცი დედა ვერავისთან დატოვა?!
– მე ვარ ძალიან ნიჭიერი, უბრალოდ, ქასთინგზე ვერ მოვედი. ნახე, გაუხსნელ ხელებს ზურგზე როგორ ვიტარებ (იცინიან).
– ვაიმე, რა მაგარია. ისევ იქ ცხოვრობ?! აუცილებლად მოგაკითხავთ.
– კატებს აკივლებენ. ის კატა ძალიან შემეცოდა... რაღაც ეგეთი ნომრები აქვთ და ეს არ ჯობია?!
– კი, როგორ არა. გარეგნობაც ხელს გიწყობს. შენს დას ვიცნობ, მგონი, ჩვენთან მუშაობს.
– კი და, იქნებ, ერთი-ორი სიტყვა ანიმაც შემაწიოს. კარგი, დავანებოთ, ჩემს ნიჭიერებას თავი. ვიცი, რომ პირად ცხოვრებაშიც ძალიან სასიამოვნო სიახლეები გაქვს.
– დიახ, მეორე შვილს ველოდებით. არ ვიცი, ბიჭია თუ გოგო, მაგრამ, მგონი გოგოა. ბიჭი მყავს, უკვე 6 წლისაა და ცოტა ხანში ორშვილიანი მამიკო ვიქნები.
– რამდენი წლის ხარ?
– რა მნიშვნელობა აქვს? გოგოებს ასაკს არ ეკითხებიან (იცინიან).
– სექტემბრის გეგმებზე მომიყევი.
– ჩემი გეგმები ზუსტად ისეთივეა, როგორიც წელს იყო: მთელი წელი ვიმუშავებ და ზაფხულში ორკვირიან შვებულებას ავიღებ. მაგრამ, სამაგიეროდ „რუსთავი 2-ს” აქვს ძალიან დიდი გეგმები და სერიოზული სიურპრიზები მაყურებლისთვის. რასაც ხალხი წლიდან წლამდე ელოდება. ახალი სეზონიდან „ჯეოსტარი” იწყება და იქნება ძალიან კარგი. „ნიჭიერი” დაახლოებით მარტში დაიწყება. „ჯეოსტარი” ახალი ჟიურით, ბევრად სახალისო და საინტერესო იქნება. გარდა ამისა, ამ სეზონზე იწყება ბევრი ახალი და ძალიან მაგარი პროექტი – ჩვენ ხომ გამეორებები არ გვაქვს, სულ ახალს ვაკეთებთ.
– დადუ, პროფესიით ვინ ხარ?
– იურისტი. ძალიან დიდი ხნის წინ, მხოლოდ ერთი თვე ვიმუშავე ჩემი პროფესიით და კინაღამ გავგიჟდი. სტაჟიორად დავიწყე ერთ-ერთ კომპანიაში და, სანამ შტატში ამიყვანეს, გამოვიქეცი. ამ ფურცლებში ქექვის ხომ ვერაფერი გავარკვიე. ვიღაცა ჩიოდა, პროცესი უნდა ყოფილიყო, ვერაფერი გავიგე და „მუუნ ვოქით” წამოვედი.
– და, ეგრევე ტელევიზიაში წახვედი?
– შორეულ ბავშვობაში რადიო „საქართველოს ხმაში” ვმუშაობდი – დილის გადაცემა მიმყავდა. პატარა ვიყავი, ჯეელი, ცინცხალი. შემდეგ გადავედი „იმედში”, ახალი გახსნილი იყო მაშინ, ნინო ზაუტაშვილთან ვმუშაობდი. მერე იყო სტუდია „დღე” და, მოკლედ, ასე მოვედი „რუსთავი 2-მდე“. იყო „ბარი”, „ბარი ორი“, სამი, ოთხი, მალაიზია და სხვა.
– რამდენი წლის იყავი, ცოლი რომ შეირთე?
– ძალიან პატარა ვიყავი. პირველად პურზე მარტო რომ გამიშვეს, ეგრევე ცოლი მოვიყვანე. 19-ის ვიყავი და ახლა მყავს 6 წლის შვილი.
– შენმა შვილმა ერთ ათ წელიწადში ცოლი რომ მოიყვანოს, იქნები ახალგაზრდა პერსპექტიული ბაბუა.
– მოიყვანოს. თუ უნდა, სკოლის დამთავრებამდე მოიყვანოს. თავისთვის მოჰყავს, ჩემთვის ხომ არა. პატარა ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე და თამთამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. რომ არა თამთა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩნდება, როდესაც ადამიანი შენზეა დამოკიდებული, დღეს სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი. დამოკიდებულებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურს, არა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ავსებს; ის ცუდად არის? – მეც ცუდად ვარ; მას უხარია? – მეც მიხარია... როდესაც თავიდან ბოლომდე იაზრებ ამ პასუხისმგებლობას, სულ სხვანაირად იწყებ ფიქრს.
– მთელი პრობლემა ის არის ხოლმე, რომ პატარა ასაკში ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებენ.
– რომ არ მყოლოდა ცოლი, ახლა აქ ნამდვილად არ ვიჯდებოდი, სულ სხვა რაღაცას გავაკეთებდი. საბოლოო ჯამში, ერთი ჩვეულებრივი არშემდგარი თბილისელი ბიჭი ვიქნებოდი. თამთა ოქროა, ოქროს საბადო. მოკლედ, ერთად გადავწყვიტეთ, გავრისკეთ, გადავდგით ეს ნაბიჯი და გაამართლა. მერვე წელი იწყება და ჯერჯერობით ამართლებს. კრიტიკული მეშვიდე წელი მთავრდება ახლა, სანამ ეს ჟურნალი გამოვა. მესამე, მეშვიდე და მეთორმეტე ცოლქმრობის კრიტიკული წლებიაო ამბობენ...
– მართლა?
– ჰო. ჯერჯერობით კარგად მივდივართ. იყო ძალიან ბევრი პრობლემა, ალბათ, ისე, როგორც ყველა ოჯახში. ეს მეშვიდე წელიც, ალბათ, იმიტომაა ტკბილი, რომ ცოტა მწარე დასაწყისი ჰქონდა. არ ვიცი, კონკრეტულად არ მახსენდება ცუდი, რამე სერიოზული კონფლიქტი, მაგრამ, ზოგადად ვამბობ, ასეთი კანონზომიერებაა. არც ერთი არ ვიყურებოდით კუნთებზე, არ დაგვჭირვებია „პალაჟენიის” დაყენება. კაცი ვარ და, როგორც მე მინდა, ისე იქნება-მეთქი, არასდროს მითქვამს. რასაც ვიტყვი – კეთდება, ქალი „კუხნაში” და ლოგინში ვიცი – ეს დამოკიდებულება არასდროს მქონია.
– როგორი მამა ხარ?
– ჯიგარი. ეს, ალბათ, მაინც ჩემს შვილს უნდა ჰკითხოთ. ყურადღებიანი ვერ ვარ – ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ მასთან ვიყო. ეს ბოლო პერიოდი ფეხბურთს ვთამაშობთ ერთად. სანდროს ძალიან უნდა, რომ სპორტსმენი იყოს, ოღონდ, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა – რა მიმართულებით. რასაც უყურებს, ის უნდა. თან, ჩემი და თამთას სამეგობროში ბევრი სპორტსმენია. ცოტა ხნის წინ ჩემმა ძმაკაცმა „გრაცის” ფორმა გამოუგზავნა და მორჩა, ფეხბურთელია, ფოფხაძეა. მანამდე მარკოიშვილმა კალათბურთის მაისური მოუტანა და – მორჩა, მარკოიშვილი იყო, მე-11 ნომერი. ჩემმა ძმამ ინგლისის რაგბის ნაკრების ფორმა ჩამოუტანა და გიჟს ჰგავდა. ჩემი ძმა მორაგბეა და იქით ექაჩება.
ახლა აღარ სჭირდება ზღაპრების წაკითხვა, თორემ, მანამდე ჩემი წაკითხული ზღაპრის გარეშე არ იძინებდა. დამირეკავდა – მოდი რაა, წამიკითხე ზღაპარიო.
– კიდევ რა გკითხო?
– შენზე რას ვფიქრობ. ძალიან მაგრად მომწონხარ, ლიანა (იცინიან).
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია დადუ ლომინაძე
– ბევრი მსმენია ლიანაზე. ხშირად ანის მოჰყვება ხოლმე ჩაწერებზე და უხასიათო ჩანს. გამარჯობაც კი არ იცის.
– დიდი მადლობა.
– კარგი, მოყევი, რას შვრები? ვიცი, რომ გუშინ ჩამოხვედი.
– ბათუმში ვიყავით, ოღონდ, ერთი კვირაც არ გამოგვივიდა დასვენება. ეს ბათუმი უკვე წყნეთი მგონია, ისე ხშირად ჩადის-ჩამოდის ხალხი. მოკლედ, ჩავედი წყნეთში ანუ ბათუმში, მერე ანიც ჩამოვიდა და, რასაც ჰქვია, დავისვენეთ. დილით ადრე გავდიოდით ზღვაზე, პენსიონერებივით, ვცურავდით, ხაჭოს ვჭამდით... აღარ ვსვამ „კოკა-კოლას“ და არც ერთ გაზიან სასმელს – ჯანმრთელობისთვის ცუდიაო და ამოვიღეთ მოხმარებიდან. ვსეირნობდით ველოსიპედებით, დავრბოდით... ბათუმში არის წითელი ბილიკი, ძალიან კარგი ამორტიზაციით და ბათუმიდან სადგურამდე, მახინჯაურამდე ჩავრბოდი. მერე იქიდან ტაქსით ვბრუნდებოდი – ძალიან ვიღლებოდი.
– კიდევ კარგი, ფრენა დაინიშნა ხალხი ისეთი სიხშირით ჩადი-ჩამოდის...
– ფრენა კი დაინიშნა, მაგრამ, შარშან წავედი და, ჩვეულებრივად, ყვითელ ავტობუსში ვიჯექი, ლამის წყალი ჩამოდიოდა (იცინიან). მაგას ჯობია, „სამაკატკით” წახვიდე. მოკლედ, მთელ დღეს ასე სპორტულად ვატარებდით და არც კლუბებში დავდიოდით. ერთხელ ვიყავით და იმის მერე გადავწყვიტე, აღარ უნდა მევლო, რადგან მინიმუმ, შეიძლებოდა, ვინმეს დავეჭერი.
– რატომ უნდა დაეჭერი?
– სულ ბავშვები დადიოდნენ, 17-18 წლის, ყველა რომ კაცობას ცდილობს. და ამ დროს სრულიად შემთხვევით შეიძლება, დაგჭრან. ასე ბედნიერად დავსეირნობდით, ცივილურ ადგილებში დავდიოდით, სადაც შეიძლებოდა, წყნარად დავმსხდარიყავით.
– შენ სხვაგან ხომ არ იყავი დასასვენებლად? გვირაბი გაიარე და მერე ნახე ტრაფარეტი „ბათუმი“?
– კი, გვირაბის თავზე გულიანი კაციც იყო.
– ბათუმში უნდა წავიდეთ ერთად. კარგი, მითხარი როდის იწყებ საქმიანობას?
– 10 სექტემბრიდან. დაიწყება ისევ დილით ადრე ადგომა. 6 საათზე უკვე კარგად გამოფხიზლებული ვარ. წყალს გადავივლებ, ცოტას ვიმღერებ, ტელევიზორს ჩავრთავ... ამასობაში მოდის მძღოლი და მივდივარ სამსახურში. მერე ვერ ვიძინებ. დილით ადრე თუ ვდგები არაადამიანური ენერგია მაქვს ხოლმე, შემიძლია, კორპუსები ავაშენო. მთელი დღე მიმყვება ეს ენერგია.
– შენი და შენი დის ურთიერთობაზე მოყევი.
– მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირა ვიყავით ცალ-ცალკე. ყველგან ერთად დავდივართ, ერთი სამეგობრო გვყავს. საჭმელსაც კი არ ვჭამთ ერთმანეთის გარეშე. ტყუპებივით ვართ. ერთმანეთის ხასიათიც გვედება... ახლა ანი თხოვდება.
– ასე ტკბილად რომ დახატე ყველაფერი, იმაზე რატომ არაფერი თქვი, საშინლად რომ აკომპლექსებ?
– კი არ ვაკომპლექსებ, ბიჭის მანერები აქვს და, ვცდილობ, გოგოსკენ გადმოვიყვანო. შენ და გიგის რომ გიყურებთ, ზუსტად ეგ მანერები აქვს. გიგისავით ცოტა კაცურად მოიხრება, შეიძლება ჩაიცუცქოს კიდეც. რომ მოვდივარ, ვეუბნები: ანი, ფეხს ასე ნუ დგამ, ნუ იხრები...
– ჩაწერამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი, ფაციფუცია, ანი იგრიმება, გიგი რაღაცას ყვირის და, უცებ, ლიკა გამოანათებს, დააბრიალებს თავის ჟუჟუნა თვალებს და – მორჩა, ანის თავბრუ ეხვევა, იბნევა, აზრს ვეღარ ალაგებს... მოკლედ, აკომპლექსებს (მე მომმართავს, – ავტორი).
– ზუსტად ასევე იქცევა ანიც, როცა რაღაცას ვაკეთებ და ის მიყურებს.
– სხვათა შორის, მე და ანი მეზობლები ვიქნებით, როცა გათხოვდება.
– მართლა? რა კარგია!
– თუ სულ ერთად ხართ, ანი რომ გათხოვდება, რა გეშველება?
– არ ვიცი. ანის გათხოვების ფაქტზე ყოველთვის ვეჭვიანობდი და მისი თაყვანისმცემლების მიმართ საშინელი აგრესიით ვიყავი. როგორ რაღაცეებს ვუგონებდი, იცი?! – „მაგის ფეხსაცმელს რაღაც კანტი დაყვებოდა; მგონი, ბანძია; აუ, იმ დღეს ლაპარაკში რბილი „ლ“ „ჩაარტყა“... სულ რაღაცას ვიგონებდი, რომ მისთვის უარყოფითი ფონი შემექმნა და მთელი ოჯახი ცუდად განმეწყო. გაუნათლებელია-მეთქი და რას აღარ ვამბობდი. ანის ათასი წელი რომ არ აინტერესებდა, იმათზეც რაღაცეებს ვიგონებდი, რომ ვხედავდი, კარგი იყო, მეშინოდა, არ მოეწონოს-მეთქი – წინასწარ „ვაბანძებდი”. კახას შემთხვევაში სხვანაირად მოხდა – ჩვენ ვმეგობრობდით. თან, კახას ვერაფერს მოუგონებ, ჩემი აზრით, იდეალურია. მოკლედ, კუთხეში მიმამწყვდიეს.
– ძმა არ ჰყავს კახას?
– კი.
– მერე, გაჰყევი ცოლად და ეგ არის.
– ნუ „ჩაგვისერიალე” ახლა (იცინიან)! მოინდომა „სანტა-ბარბარა”...
– შენც რომ გადახვიდე ანისთან?
– დავრჩები ხოლმე – ასე მაქვს გადაწყვეტილი. მარტო ძილი... (იცინიან) არა, ძილი რა, სახლში მარტო ყოფნა არ შემიძლია...
– არა, შევთანხმდეთ, რომ, ანისთანაც რომ დარჩე, მაინც მარტო მოგიწევს ძილი (იცინიან).
– ვიცი, მაგრამ, რა ვქნა, არ მიყვარს მარტო ყოფნა, მეშინია.
– შუქი აანთე (იცინიან), ან – გათხოვდი. ვინმე კარგი ბიჭი უნდა გაგირიგო, სხვა გზა არ არის.
– გათხოვებას არ ვაპირებ მინიმუმ კიდევ ორი წელი. სერიოზული გეგმები მაქვს: მაგისტრატურაში უნდა ჩავაბარო, – ტყუილად ხომ არ ვისწავლე შვიდი წელი. ყბა-სახის ქირურგი ვიქნები..
– ბოტოქსიც შევა შენს პროფესიაში? აუ, ზედა ტუჩის გადიდება მინდა!
– გაგიკეთებ. თან, ახლა ვფიქრობ, იქნებ, ჯობია სადმე სხვაგან წავიდე სასწავლებლად. ამავდროულად, მინდა, რომ ცოტა ტელევიზიის მიმართულებასაც მივხედო და, რადგან ამ სფეროში ვარ, ცოდნის დონე გავიღრმავო. მოკლედ, სექტემბრიდან აქტიურად ვიწყებ მომზადებას თითქმის ყველაფერში.

скачать dle 11.3