კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანთებულ-განათებულები

„ღმერთო, ლობისტი მიცოცხლე“

ის, რომ ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს, კაცობრიობამ დღიდან გაჩენისა იცის, თუმცა ჭეშმარიტება, რომ ფული არჩევნებში გამარჯვების ჩირაღდანსაც ანთებს, ბუნებრივია, მას შემდეგ შეიტყო, რაც ამ ცოდვილ მიწაზე არჩევნების პრეცედენტი შეიქმნა. თანაც (არჩევნების შემთხვევაში) ირიბადაც ანთებს და პირდაპირი მნიშვნელობითაც. ხოლო, თუკი ამ ჭეშმარიტებას ჩვენს სამშობლოში საკუთარ თავზე მხოლოდ ერთი პარტია გამოცდიდა (როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით), თანამედროვე პოლიტტექნოლოგიების გამოყენებას სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები“ ლობისტი კომპანიის დაქირავებას აპირებენ. კანდიდატიც შერჩეულა: პარტია მოლაპარაკებას მართავს ვაშინგტონში მდებარე BGR Government Affairs LLC-სა და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფ BGR Group-თან. თუმცა შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, „თავისუფალი დემოკრატები“ ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მეორე მხრივ, მართალია, ლობისტი კომპანიის დაქირავება იმას ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული პარტია (როგორც სახელისუფლო, რომელიც არაერთი წელია, სარგებლობს ლობისტების მხარდაჭერით) საგარეო პარტნიორებისთვის ცდილობს თავის მოწონებას, მაგრამ, იმედია, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ ბაზარზე მომწიფდება ჩვენი ამომრჩეველი საიმისოდ, რომ არჩევნებისას პირადი გრძნობები გვერდზე გადადოს, საარჩევნო პროგრამები გულდასმით წაიკითხოს და, როცა არჩეული დანაპირებს არ შეუსრულებს, მომავალ არჩევნებში კუდით ქვაც ასროლინოს.

скачать dle 11.3