კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაგავი – ახალ ამპლუაში

ანუ ვინც ბევრს ჭამს

ხიდის თავსა და ბოლოში ორი ქალი მზესუმზირას ყიდის (მოქმედება „პერესტროიკის“ დროს ხდება). ერთი მეორეს ეკითხება: რა არის დემოკრატია? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ეს უკანასკნელი გამვლელს აჩერებს, რომელიც პასუხობს: ხედავ, ერთი „ვოლგა“დგას, დემოკრატია კი იმას ნიშნავს, რომ მის მარჯვნივ და მარცხნივ ჩვენი „ვოლგებიც“ დადგებიან. მზესუმზირის ერთი გამყიდველი მეორეს უხსნის: ხიდის შუაშიც რომ კიდევ ერთი მემზესუმზირე დაჯდება, მაშინ იქნება დემოკრატია.
მართალია, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიას მიება, თუმცა ეს ხელს ვერ უშლის კომპანიებს, რომ მოსაკრებელი ცალ-ცალკე ახდევინოს აბონენტებს. ამის პარალელურად, დასუფთავების გადასახადის ახალ ამპლუას ოპოზიციაც აპროტესტებს. ყველაზე მეტად აქტიურად ამ ბოლო ხანს „თავისუფალი დემოკრატები“ გამოიყურებიან, განსაკუთრებით, მათი თბილისის საკრებულოს ფრთის წარმომადგენელი ბ-ნი აბაშიძე. შესაბამისად, მის აქტივობას საკრებულოელივე ბ-ნი იონათამიშვილი გამოეხმაურა (რა თქმა უნდა, თბილისის მთავრობის სახელით, თითქოს მთავრობას ენა არ ჰქონდეს). უმრავლესოელის მტკიცებით, ახალ სისტემაზე გადასვლით, თბილისში მცხოვრები 375 000 აბონენტიდან დასუფთავების გადასახადი ამ მადლიანი ერთიანი ადმინისტრირების სისტემით, დაახლოებით, 200 000-ს შეუმცირდა ან არ გაეზარდა. მეტიც, აზუსტებს, რომ: „ესენი არიან, უპირველესად, შედარებით უფრო რთულ პირობებში მყოფი ადამიანები (დავაზუსტებ: „შედარებით რთულ პირობებში“, ანუ ისეთები, რომლებიც ელექტროენერგიას მხოლოდ ნათურის ასანთებად მოიხმარენ, თორემ, მიუხედავად „რთული პირობებისა“, არ მგონია, არ იცოდნენ ცხელ დღეებში კონდიცირების გემო)“, რაც ხსენებულ ბატონს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ეს ცვლილებები სოციალურ სამართლიანობას ამყარებს (მე რომ მკითხოთ, სოციალური სამართლიანობა ის იქნებოდა, ზაფხულში კონდიცირების და ზამთარში სრულფასოვანი გათბობის საშუალება ყველას ჰქონოდა). ბ-ნ იონათამიშვილს არც ის დაუმალავს, რომ არიან ისეთებიც, რომელთაც დასუფთავების გადასახადი მნიშვნელოვნად გაუძვირდათ, ოღონდ, იქვე საკუთარი დაკვირვების შედეგიც გვამცნო: „ვისაც შემოსავალი სხვებზე მეტი აქვთ“.
ეჭვგარეშეა, რომ „ასეთებში“ თავისი კოლეგა ბ-ნი აბაშიძეც იგულისხმა (ამ ორივე ბატონს თვეში სამნულიანი ხელფასით უწევთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეჭიდება).
ბუნებრივია, სამწუხაროა, რომ, სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით, ბ-ნი იონათამიშვილისა და ანეკდოტის გმირი მემზესუმზირის აზრები დამთხვეულია, თუმცა, თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, უფრო სამართლიანი, ვფიქრობ, ის იქნებოდა, რომ მრავალნულიანხელფასიანი პატიოსანი გვამებისათვის გადასახადები, საერთოდაც, სხვა სისტემით დაგვეანგარიშებინა – ვითომ რატომ არ უნდა გადაიხადონ კილოვატში ლარი, თუკი 100-ლარიანი პენსიონერი 13 თეთრს იხდის?!).

скачать dle 11.3