კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრანტჩამობერტყილის „მისტერია“

ანუ „პრიჩინა“

შესაძლოა, იმიტომ, რომ გულიც ამას ეუბნება ან, სულაც, იმის გამო, რომ გრანტები უხვად დაებერტყოს, „მრავალეროვან საქართველოს“ საქმეც გამოუჩნდა და თავზესაყრელად სალაპარაკოც (თანაც, ისეთი სალაპარაკო, რომლითაც ახალ-ახალი გრანტების მოზიდვის პერსპექტივები მწვანე დოლარიანივით ხელშესახებია). მოკლედ, ასეა თუ ისე, ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის თავკაცი ბ-ნი სტეპანიანი საქართველოში „ანტისომხური ისტერიის კიდევ ორ პიკს ელის“. ზედაც, დროსაც აზუსტებს: „სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში“. თანაც, ეს წინასწარმეტყველური ინფორმაცია სულ პირველად სომხეთის „პირველი საინფორმაციოს“ ეთერში ამცნო ფართო საზოგადოებას. „ისტერიის“ აგორების მიზეზად კი, სრულიად სომეხთა პატრიარქის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიწერილ საიდუმლო წერილს ასახელებს, რომლის შინაარსიც იმავე ფართო საზოგადოებისთვის დალოცვილი WikiLeaks-ის წყალობით გახდა ცნობილი.
კერძოდ, სომეხთა პატრიარქი ჩვენს სულზე უტკბეს პარტნიორს შესჩივის და „საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიუღებელ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებასაც“ სთხოვს. მეტიც, „როგორც სომხური ეკლესიის ლიდერი“ აღნიშნავს, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში რელიგიის სფეროში სიტუაცია უცვლელი დარჩა. პირიქით, რელიგიური ცხოვრება საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, გაცილებით უფრო შეზღუდულია, რელიგიური და ეროვნული უმცირესობები კი ზეწოლას განიცდიან და შეუწყნარებლობის მსხვერპლნი ხდებიან. სომხური ეკლესიის ყოველგვარი მცდელობა სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა, ამაო იყო“.
ჯერჯერობით ამ წერილზე არც საქართველოს ხელისუფლებას მიუცია რეაქცია (თუ არ ჩავთვლით ორიოდე თვის წინათ რელიგიური კონფესიებისთვის სტატუსის ნაჩქარევად მინიჭებას) და არც სომხური მხარე გატოკებულა (ერიან-ბერიანად). თუმცა, თუ ბ-ნი სტეპანიანის ლოგიკას მივყვებით, ცხადზე უცხადესია, თუ ისტერიას უფრთხი, არც უნდა შექმნა საისტერიო საფუძველი. მააშ!

скачать dle 11.3