პოლიტიკური კალეიდოსკოპიელიზაბეთ მეორე მებაღის ძიებაშია ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეთ მეორის შოტლანდიურ რეზიდენციაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში ვაკანსია გამოცხადდა უფროსი მებაღის შტატზე. სამსახური ითვალისწინებს ცხოვრებას ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, რომლის ფარ
ელიზაბეთ მეორე მებაღის ძიებაშია
ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეთ მეორის შოტლანდიურ რეზიდენციაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში ვაკანსია გამოცხადდა უფროსი მებაღის შტატზე. სამსახური ითვალისწინებს ცხოვრებას ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 200 კვადრატული კილომეტრია. ვაკანსიის ტექსტის თანახმად, ციხესიმაგრეს ესაჭიროება გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც აქვს მენეჯმენტის უნარი და არ საჭიროებს ხელმძღვანელის მითითებებს. ციხესიმაგრე მდინარის სანაპიროზე მდებარეობს აბერდინშირში და სამეფო ოჯახის საკუთრებაში 1848 წლიდან ირიცხება. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პერიოდში ციხესიმაგრის ჭიშკარი ტურისტებისთვის ღიაა.
ანგელა მერკელის
ახალი თვითმფრინავი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი უკმაყოფილოა ახალი სამთავრობო თვითმფრინავით „A340 კონრად ადენაუერით” რადგან მას, რამდენიმე ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა. პარიზში დაშვებისას კი საბურავი გაუსკდა. ამჟამად მერკელი ფედერაციული მთავრობისთვის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ წლების წინ გადაცემული ძველი „A310”-ით დაფრინავს. ახალი თვითმფრინავის ტესტირება 2011 წლის მაისში დასრულდა და გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ის გრძელი მარშრუტებისთვის ვარგისიანად ცნო. „A340 კონრად ადენაუერის” მთავარი ღირსება შორ მანძილზე საწვავის დამატების გარეშე ფრენაა, კერძოდ თვითმფრინავს შეუძლია ბერლინი – რიო-დე-ჟანეიროს მარშრუტი დაშვების გარეშე გაიაროს. ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალურად კანცლერისთვის თვითმფრინავის სალონში მოწყობილია საძინებელი და სათათბირო ოთახი.
ბარაკ ობამას არაფხიზელი ბიძა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბიძა, 67 წლის ონიანგო ობამა ბოსტონის პოლიციამ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე დააკავა. სასამართლოს წინასწარ მოსმენაზე პრეზიდენტის ბიძას უარი უთხრეს თავდებით გათავისუფლებაზე და პატიმრობა ძალაში დატოვეს. საქმე ისაა, რომ ავტომობილის მართვის კანონის დარღვევის გარდა, ონიანგო ობამას საემიგრაციო კანონიც აქვს დარღვეული – ამერიკის ტერიტორიაზე იგი უკანონოდ იმყოფება, რის გამოც კენიაში დეპორტაცია ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ონიანგო ობამას უფლებებს სასამართლოში ადვოკატი მარგარეტ ვონი იცავს, რომელმაც რამდენიმე ხნით ადრე, ობამას მამიდას, ზეიტუნი ონიანგოს დევნილის სტატუსის მიღებაში დაეხმარა.
იაპონიის ახალი პრემიერი
იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს იოსიჰიკო ნოდოს სახით, რომელმაც დაკავებულ თანამდებობაზე ნაოტო კანი შეცვალა. ნოდოს კანდიდატურას მხარდაჭერა პარლამენტის 308 დეპუტატმა გამოუცხადა. ნოდოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. გარდა პრემიერის თანამდებობისა, ნოდომ იაპონიის მმართველი პარტიის, დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავა. ნაოტო კანის შესაძლო გადადგომის თაობაზე ლაპარაკი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა მთავრობის მიერ მიწისძვრისა და ცუნამისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების გამო.
ბაიკერი პუტინი
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ბაიკერის ამპლუა მოირგო. რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ბაიკერების კლუბ „ღამის მგლების” მიერ მოწყობილ ღონისძიებაში. ბაიკერებისგან შემდგარ კოლონასთან ერთად პრემიერმა სამთვლიანი „ჰარლეი დევიდსონით” ნოვოროსიისკის ქუჩებში გაისეირნა. ბაიკერების აღნიშნული კლუბი ყველაზე მრავალრიცხოვანია რუსეთში და 50 ათასამდე წევრს ითვლის. ნოვოროსიისკში, ბაიკ-შოუს ფარგლებში, როკ-კონცერტები და ბაიკების გამოფენაა მოწყობილი. ღონისძიების პატრონაჟს ვლადიმირ პუტინის აპარატი ახორციელებს.