რეკლამა: „მარიხუანა ლაითი“ – თუ‚ გინდათ გაიღიმოთ“.
***
ტიპი მრავალსართულიანი სახლის მე-6 სართულის ფანჯრის რაფაზე დგას და გადასახტომად ემზადება. შემთხვევით მილიციელმა დაინახა და ეძახის:
– არ გადმოხტე‚ დაფიქრდი‚ ცოლი გყავს!..
– ცოლის დედაც!..
– არ გინდა‚ შვილები გყავს‚ არ გეცოდება?
– შვილების დედაც!..
– მაინც არ ღირს სიკვდილი‚ ხედავ? ზაფხულია‚ ნათელი ფერები...
– ფუ‚ ყველაზე საშინელი დროა... აუტანელი სიცხე‚ მტვერი...
– ალბათ‚ ფეხბურთი დაგავიწყდა‚ ამ საღამოს „ბარსა“ თამაშობს‚ მაგარი მატჩი იქნება‚ ცივი ლუდი‚ რამე...
– „ბარსას“ დედაც!
– ხოდა, გადახტი‚ შე „რეალის“ ტრიაპკა!
***
– უკაცრავად‚ რატომაა კვერცხი ასეთი ჭუჭყიანი?
– ო‚ ქათმებს ისეთი გეგმა აქვთ‚ დასაბანი დრო აღარ რჩებათ...
***
„ეფესბეს“ თანამშრომელთა სტატუსები:
1. შტატიანი თანამშრომელი – მან იცის‚ რომ „ეფესბეზე“ მუშაობს‚ „ეფესბემაც“ იცის‚ რომ ის მასზე მუშაობს.
2. უშტატო – მან არ იცის‚ რომ „ეფესბეზე“ მუშაობს‚ „ეფესბემ“ იცის‚ რომ მასზე მუშაობს.
3. საიდუმლო თანამშრომელი – მან იცის‚ რომ „ეფესბეზე“ მუშაობს‚ მაგრამ „ეფესბემ“ არ იცის‚ რომ მასზე მუშაობს.
4. სუპერაგენტი – არც მან და არც „ეფესბემ“ არ იციან‚ რომ ის „ეფესბეზე“ მუშაობს...
***
– ექიმო‚ როცა სარკეში ჩემს თავს ვუყურებ‚ ჩემში გულისრევის რეფლექსი იღვიძებს. რას უნდა ნიშნავდეს ეს?
– ეს იმაზე მეტყველებს‚ რომ თქვენ შესანიშნავი მხედველობა გაქვთ.
***
ტყეში შეჯიბრება იმართება შორ დისტანციაზე სირბილში ცხოველებს შორის. ყველა დაიღალა და გამოეთიშა‚ მხოლოდ სპილო და ჭიანჭველა მიემართებიან ფინიშისკენ – ცდილობენ, ერთმანეთს გაუსწრონ. უცბად სპილომ ჭიანჭველას ფეხი დააბიჯა და გაჭყლიტა.
– მკვლელო! მკვლელო! – აყვირდა მაყურებელი.
– რატომ ასე მკაცრად? მე მხოლოდ ფეხის დადება მინდოდა...
***
მიხომ ძმაკაცს საზამთრო გაატანა თბილისში გასაყიდად‚ სახლში დაბრუნდა და ტახტზე წამოწვა.
– მარო! – გასძახა ცოლს‚ – მორჩა შრომა‚ ხვალ დილასა მიტუასთან თითო ჭიქას გადავკრამთ‚ მოსავალს დავლოცამთ; შუადღისას გამაკში წავიძინებ; საღამოს კიდენა... „თავი მტკივა‚ წელი მტკივა არ გამაგონო“ – მაცივარში ცივი პივა იდგეს...
***
გენერლის ცოლმა სერჟანტს კეკლუცად უთხრა‚ რაღაცაში დახმარება მჭირდება და, იქნებ, ჩემთან შემოიაროო. ბინაში შესვლა არ აცადა და დაიწყო:
– თითქმის ყველა ჩინი გავიარე – რიგითიდან გენერლამდე‚ მაგრამ სერჟანტს არავინ შეედრება: ყველაზე ლამაზები‚ ყველაზე ძლიერები‚ ყველაზე ჭკვიანები...
სერჟანტი დაბნეული დგას. ქალმა ხელი მოხვია და საძინებელში შეათრია. აქ კი გამოფხიზლდა სერჟანტი.
– რას ჰგავს ეს‚ საწოლი რატომ არ არის გასწორებული? აბა, სწრაფად‚ დაწექი! ადექი! დაწექი! ადექი!
***
მარო ეუბნება ქმარს:
– მიხო‚ იქნებ მაგ შარვალზე ზმეიკა არ შაგეკრა?..
– რათა‚ კაცო?
– გახსოვს ზამთარში კისერგაღეღილი რომ გახვედი სახლიდანა‚ შარფიც არ მაიხურე და მერე მთელი ერთი კვირა კისერ ვერა ხრიდი?..
***
პალატის ექიმმა პაციენტი გასინჯა:
– თქვენი საათები დათვლილია... ბიულეტენს მეტს ვეღარ გაგიგრძელებთ‚ ხვალიდან სამსახურში უნდა გამოცხადდეთ...
***
ყოველთვის მიჭირდა, პირველი ნაბიჯი მე გადამედგა. გუშინ კი ბარში გოგო მომიჯდა – დავლიოთო... დავლიეთ. მერე შინ მიმიწვია. ამ წუთში მოვალო და აბაზანაში შევიდა. იქიდან სულ შიშველი გამოვიდა‚ მხოლოდ გამჭვირვალე პენუარი ჰქონდა მოსხმული‚ მუხლებზე ჩამომიჯდა და მეფერება. აი‚ მაშინ კი გავბედე‚ ამოვიღე მობილური და ტელეფონის ნომერი ვთხოვე...
***
ცნობილი გახდა კალიფორნიის გუბერნატორის მომავალ არჩევნებზე არნოლდ შვარცენეგერის დევიზი: „ალ ბი ბექ“.
***
ახალწვეული მედესანტეები პირველად წაიყვანეს პარაშუტით ხტომაში სავარჯიშოდ. თვითმფრინავი გარკვეულ სიმაღლეზე რომ ავიდა‚ ინსტრუქტორი აცხადებს:
– ჩვენ ვიმყოფებით 5 000 მეტრ სიმაღლეზე‚ მოემზადეთ გადასახტომად!
– ეს ხომ ძალიან დიდი სიმაღლეა?! – მოისმა სალონიდან.
ინსტრუქტორი ჩაფიქრდა:
– მართალია‚ პირველი ხტომისთვის საკმაოდ მაღალია.
პილოტმა თვითმფრინავი დაბლა დაუშვა.
– ჩვენ ვიმყოფებით 4 000 მეტრ სიმაღლეზე‚ მოემზადეთ‚ ვხტებით!
– მაინც ძალიან მაღალია! – დაიძახა ისევ იმ ხმამ.
– კარგი‚ ცოტა კიდევ დავეშვათ.... ახლა ჩვენ 2 500 მეტრის სიმაღლეზე ვართ‚ – სწრაფად ალაპარაკდა წყობიდან გამოსული ინსტრუქტორი‚ – ჩაიცვით პარაშუტები‚ ვხტებით!.. – ეს ბრძანებაა!
– ა‚ პარაშუტებით?! – მოისმა იგივე ხმა.
***
ბიჭი სათამაშოების მაღაზიაში შევიდა‚ გამყიდველს „მონოპოლიის“ ფულის კუპიურა გაუწოდა და ეუბნება:
– მომეცით ის დათუნია...
– კი მაგრამ‚ ფული ნამდვილი რომ არ არის?!
– დათვი რა‚ ნამდვილია?
***
ძვირფასო სიდედრო‚ გილოცავთ ჰელოუინს – თქვენს პროფესიულ დღესასწაულს!
***
– მამი‚ მთვარე უფრო ახლოსაა თუ პარიზი?
– არა გრცხვენია‚ ამხელა მუტრუკი გახდი და ასეთ სულელურ კითხვას მისვამ? გაიხედე ფანჯარაში‚ მთვარეს ხედავ?
– კი, ვხედავ...
– ეიფელის კოშკი ჩანს სადმე?
– არა.
– ხოდა ამაშია საქმე... რომელი უფრო ახლოს ყოფილა?