კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაფუჭებული ტელეფონი

 
ბედნიერების ნამცეცები

ყაზბეგის რაიონში დღე-დღეზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას ელიან. ამ ინფორმაციას ქართული მედია შედარებით მოკრძალებულად ავრცელებს, სამაგიეროდ, სიტყვაუხვია სომხური მედია, რომელიც არ მალავს, რომ ახლახან ერევანში რუსულ-ქართულ-სომხური მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა ქ-ნი კალანდაძე (საქართველოს თუ მეორე არა, მესამე დიპლომატი) გვარწმუნებს, რომ არანაირი რუსულ-ქართული მოლაპარაკება არ გამართულა, ერევანში ერთმანეთს მხოლოდ სომეხი და ქართველი ექსპერტები გაესაუბრნენო. მისი უფროსი (აწ უკვე რფ-ის მოქალაქეობადაკარგული ბ-ნი ვაშაძე) კი დარდიმანდულად შენიშნავს, რომ ზემო ლარსი მეგობარი სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით იხსნება. მიუხედავად ქართველი დიპლომატების ცივი უარისა, სომხური წყარო იუწყება, რომ რუსულ-ქართულ-სომხური მოლაპარაკებები დანამდვილებით გაიმართა, ოღონდ „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპით. კერძოდ, მოლაპარაკების მაგიდაზე ერთმანეთს თვალებში მხოლოდ ქართველი და სომეხი დიპლომატები უცქერდნენ, ხოლო შიგადაშიგ ეს უკანასკნელები რუს კოლეგებს ინფორმაციას აწვდიდნენ და ისევ ქართველ კოლეგებს უბრუნდებოდნენ. სომხურივე წყაროს ცნობით, ერევანს თბილისი „გაფუჭებულ ტელეფონში“ ვაშინგტონური კავშირების გამოყენებაც აუყოლიებია.

ვაშინგტონის ზეწოლით თუ სომხეთის პრეზიდენტის მიერ ნასახსოვრალი ორი ორდენის ეშხით, ქართული მხარე ირწმუნება, რომ ზემო ლარსს გახსნის, თუ ქართულ პროდუქციაზე ემბარგო მოიხსნება; თავის მხრივ, არც რუსული მალავს, რომ ლარსის გახსნას ემბარგოს მოხსნასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, გვაიმედებენ, რომ სომხური ტვირთებისთვის გზის გახსნა ქართულ ტვირთებსაც შეაპარებს რუსულ ბაზარზე. აქედან (გნებავთ, ამ იმედნაკრავობიდან) გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, ქორწილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აი, ნამცეცობას კი, უეჭველი, არ გამოგვაპარებენ.


скачать dle 11.3