კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ჟუჟუნა ნიჟარაძე მილიარდერთა კლუბში და რით ამარაგებდა მას ილიას მკვლელი

საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი და დამსახურებული მასწავლებელი, ჟუჟუნა ნიჟარაძე იმ წრის წარმომადგენელია ათეული წლების წინ თბილისური ბომონდი რომ იყო და მის თვალწინ უამრავი საინტერესო ამბავი ხდებოდა. ცნობილი ოჯახის წყალობით, მან ჯერ კიდევ მაშინ მოიარა მსოფლიოს დაკეტილი სივრცე, როცა ეს ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. გრეგორი პეკთან შეხვედრა ნიაგარაზე, ბერიას ოჯახთან დაკავშირებული ტრადიცია და აფრიკაში აღმოჩენილი გურულები – ამ და სხვა ძველი ისტორიებით ჟუჟუნა ნიჟარაძე ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

ჟუჟუნა ნიჟარაძე: ჩემი წინაპრები საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ. ბაბუაჩემის, დიმიტრი ნიჟარაძის ძმა, ხარიტონ ნიჟარაძე 1905 წელს ბაქოში დააპატიმრეს. მასთან ერთად საკანში მჯდარა იოსებ სტალინი. ბაბუაჩემს უთქვამს მისთვის: მე ცოლ-შვილი არ მყავს, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არ დამხვრეტენ, თქვენ კი აქედან ცოცხალს არ გაგიშვებენო. ხარიტონმა თავისი პასპორტი მისცა სტალინს, ის გადარჩა სიკვდილს, ხარიტონი კი ბაქოს ციხეში დახვრიტეს. როცა სტალინი ციხიდან გამოსულა, თურმე სულ ამბობდა: თავადი ნიჟარაძე ვარო. ეს ისტორია ამით არ დამთავრებულა, არც 1937 წლის და არც შემდგომი პერიოდების რეპრესიები ჩვენს გვარს არ შეხებია.
– რამდენადაც ცნობილია, მამათქვენი თბილისში ძალიან პოპულარული და გავლენიანი პიროვნება იყო. რას საქმიანობდა ის?
– მამაჩემი იყო ცნობილი მეღვინე, თბილისის პირველი ღვინის ქარხნის დირექტორი. 1937 წელს მან ხირსის ცნობილი ღვინის მეურნეობა დააარსა. ერთხანს მამა გოგოლის ქუჩაზე მდებარე ღვინის ქარხანაშიც მუშაობდა. მე მაშინ პატარა ვიყავი, მახსოვს, მასთან მუშაობდა ილიას მკვლელი გიორგი ბერბიჭაშვილი, დიდი შავი ულვაშები ჰქონდა იმ კაცს, ჯიბეში სულ კანფეტები ედო. მამასთან სამსახურში რომ მივიდოდი, კანფეტებით მიმასპინძლდებოდა ხოლმე.
მამაჩემის წყალობით, მეც და ჩემს დასაც ძალიან საინტერესო ბავშვობა გვქონდა. ჩვენს ოჯახში იკრიბებოდნენ თბილისური ინტელიგენციის წარმომადგენლები. თბილისში არ ჩამოვიდოდა საპატიო სტუმარი, მით უმეტეს ხელოვნების წარმომადგენელი, ჩვენთან რომ არ მოეყვანათ. ეს იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრების წესი. მამას მეგობრები იყვნენ: დათიკო გამრეკელი, გიორგი მდივანი, ცნობილი გენერლები და სამხედრო პირები. ოჯახში დღემდე გვაქვს შემონახული ბერიას სკამი. მამაჩემთან ეკონომისტად მუშაობდა ბერიას დის ანეტას ქმარი. ანეტა მუნჯი იყო. ბერიას ოჯახი – დედა მართა ივანოვნა მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა, მე და ჩემი და ყოველ შაბათს მივდიოდით ხოლმე სტუმრად მართა ბებიასთან სადილზე. ეს ჩვენი ტრადიცია იყო. ერთ წელს მართა ბებიამ სახლში ავეჯი შეცვალა და თავისი კარადა, ტახტი და სხვა ავეჯი ჩვენ გვაჩუქა. იქიდან შემორჩა ეს სკამიც. მე უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე, ჩემმა დამ კონსერვატორია. ჩვენ საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყეთ მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ის დრო იყო, როცა ჩაკეტილ საბჭოთა რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება. ირანში 1956 წელს ჩატარდა აზიის ქვეყნების ქალთა ყრილობა, სადაც მეც ვიყავი მიწვეული დელეგატად. მახსოვს, ჩემი პირველი ემოციები, როცა სიტყვით უნდა გამოვსულიყავი და დარბაზს გადავხედე, ჩადრიანი ქალებით იყო სავსე, ლამის ტირილი დავიწყე. 22 წლის ვიყავი და ამან დამაბნია. ჩემმა სიტყვამ იქ დამსწრე საზოგადოებაზე ისეთი გავლენა მოახდინა, დარბაზის დიდი ოვაციები დავიმსახურე. პატივისცემის ნიშნად აზიური კაბითა და ხალიჩა-ხურჯინით დამასაჩუქრეს. როცა თბილისში ჩამოვედი, მამაჩემმა მითხრა: ეს შენ არ გეკუთვნის, წაიღე და ცეკაში ჩააბარეო. მეც წავედი და ჩავაბარე, მარტო კაბა დავიტოვე. ირანს მოჰყვა ჩემი გასვლა როგორც ევროპულ, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებშიც. აფრიკაში გავიცანი ერთი ზანგი, რომელმაც მკითხა, საიდან ხართო? როცა ვუთხარი, რომ საქართველოდან ვიყავი, ძალიან შეიცხადა და მითხრა: მეც ქართველი ვარო. გადავირიე, დგას ჩემს წინ ზანგი და მეუბნება, გურული ჭანუყვაძე ვარ, აფრიკაში სოფელი ჭანუყვარი გვაქვსო. თურმე, ეს ჩვენი მოხერხებული გურულები აფრიკაში დადიოდნენ, რომ იქიდან მონები წამოეყვანათ, როგორც მუშახელი. ამ მიმოსვლაში თავადაც რჩებოდნენ აფრიკაში და მათი შთამომავლები, დღემდე ცხოვრობენ იქ. ცოტა მოგვიანებით, მოვხვდი ამერიკაშიც, სადაც ნიაგარას ჩანჩქერზე გრეგორი პეკს შევხვდი. მე ხელში მეჭირა იქვე, მინდორში დაკრეფილი ყვავილები, რომელიც გრეგორი პეკს თავზე გადავაყარე.
– როგორ გიშვებდათ ასე თავისუფლად უცხოეთში საბჭოთა უშიშროება?
– იცით, რატომ მიშვებდნენ ასე თავისუფლად? ერთხელ წავედი, ორჯერ და მოვიპოვე ნდობა, რომელიც იოლი მოსაპოვებელი ნამდვილად არ იყო. ჩემი მეუღლე მერაბ მაჭავარიანი ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. მას ხშირად უწევდა წასვლა სხვადასხვა ქვეყანაში ექიმთა კონგრესებზე. ერთხელ ინგლისში უნდა გაფრენილიყო, თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, ვერ გაგიშვებთ შენი ბიძა ნიცაში ცხოვრობსო. მართლაც, ჩემი მეუღლის ბიძა – პეტრე მაჭავარიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მეფე ალბერტის კარზე მიღებული იყო. პეტრე მაჭავარიანის წყალობით მეფესთან გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე მეც კი მოვხვდი. ჰოდა, მე ვიპოვე გამოსავალი, როგორ უნდა გაეღწია ჩემს მეუღლეს საქართველოდან ისე, რომ მისი ბიძის ევროპულ ისტორიას ხელი არ შეეშალა – ერთხელ მერაბი ჩინეთში მიიწვიეს საჩვენებელ ოპერაციებზე და როცა ანკეტას ავსებდა, ანკეტაში ბიძა აღარ ჩაწერა. ამას მოჰყვა სატელეფონო ზარი უშიშროებიდან, მაგრამ მაინც გადავრჩით. მე მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია, უფრო მეტიც, უცხოეთში ვიზიტის დროს, ჩვენი უშიშროების თანამშრომლებს ვეხუმრებოდი ხოლმე: მე უშიშროების გენერალი ვარ-მეთქი (იცინის). ისინი კვდებოდნენ სიცილით, ყველა მალავს ამ ამბავს, და თქვენ რატომ ამჟღავნებთო. სინამდვილეში იმას ვგულისხმობდი, რომ ჩემი ოჯახის გენერალი ვიყავი. ჩემი მეუღლის ჩინეთში წარმატებული საქმიანობის შემდეგ, მე და მერაბი ვიეტნამში გაგვგზავნეს დასასვენებლად. ეს იყო ჩინური მხარის დაპატიჟება მადლიერების ნიშნად. ჩვენ ვისვენებდით წყნარი ოკეანის ნაპირას, საოცარ ადგილზე. პრინცის სასახლეში ჩვენთან ერთად ისვენებდნენ მთელი მსოფლიოს ცნობილი დიპლომატები. საღამოობით ამ სტუმრებს, ვიეტნამელ მასპინძლებთან ერთად, დავსვამდი ხოლმე სანაპიროზე და „სულიკოს” ვასწავლიდი.
– ხანდახან „საბჭოთა დავალებებს” არ გაპარებდათ უშიშროება ამ თავისუფლებისთვის?
– არა, ერთხელ იგივე შეკითხვა დამისვა ჩემმა ქმარმა, მითხრა: ახლა, ხომ მარტო ჩვენ ვართ სახლში, არავინ გვისმენს, დროც გავიდა და იქნებ ახლა მაინც მითხრა, უშიშროებისთვის მუშაობდი თუ არაო? ქმარსაც კი ეჭვი შეეპარა (იცინის), ერთხელ წავედით ტურში ევროპის ქვეყნებში, ჩვენთან ერთად იყო ჯგუფი ბელორუსიიდან. მათ ახლდათ წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი, ჩვენი და ბელორუსიის ჯგუფის ხელმძღვანელები სიტყვას არ ამბობდნენ ისე, იმ კაცისთვის რომ არ შეეხედათ. მე ამ მამაკაცს ძია კოლიას ვეძახდი და ჩემს ორ მეგობარ გოგონასთან ერთად, სულ მის გვერდით ვიყავი. ერთ დღესაც ისე მოვაბეზრე თავი, ძია კოლიამ გვითხრა, სადაც გინდათ, იქ გაისეირნეთ, მე გაძლევთ ამის ნებასო. მე შევიცხადე და ვუთხარი: მართალი გითხრათ, თქვენზე დაკვირვება მაქვს დავალებული-მეთქი, გაიცინა. თურმე ძია კოლია ბელორუსიის უშიშროების მინისტრის მოადგილე ყოფილა. ჩემს ტყუილზე ყველამ ბევრი იცინა, მერე სადაც კი მიიწვევდნენ, ყველგან მე დავყავდი „პარუჩიკივით”. როცა მოსკოვში ჩამოვედით, ძია კოლიამ მესაზღვრეები გააფრთხილა: ქართული ჯგუფი შემოწმების გარეშე გაუშვითო. მე კი გადმომცა ყუთი, რომელიც საღეჭი რეზინებით იყო სავსე და მითხრა: მთელი შენი ფული მოცარტის სახლ-მუზეუმში მისატან ყვავილებსა და ოპერის ბილეთებში დახარჯე, საღეჭი რეზინებიც კი არ გიყიდიაო. მე არც არაფერს ვყიდულობდი უცხოეთში ყოფნის დროს, ერთი მოხერხებული ხრიკი მოვიფიქრე, თბილისიდან წასვლამდე აქ ვყიდულობდი ხოლმე სუვენირებს, შევინახავდი და უცხოეთში ნაყიდად ვასაღებდი (იცინის). ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური და ხალისიანი კომპანიონი ვიყავი. ამერიკიდან მოვფინავდით ბოინგით, უკვე გრენობლს ვუახლოვდებოდით, როცა ჩვენი ერთი თანამგზავრი ცუდად გახდა. მე სასწრაფოდ გავხსენი კანფეტის ყუთი, იქიდან ტიკტაკის ერთი აბი ამოვიღე და იმ კაცს მივაწოდე: ენის ქვეშ დაიდეთ, უებარი წამალია და აუცილებლად გიშველით-მეთქი. ცოტა ხანში იმ მამაკაცმა მადლობა გადამიხადა, უკეთ ვარო. ასე მოვარჩინე კანფეტით ჩემი თანამგზავრი. დუნაიზე მოგზაურობის დროს იუგოსლავიაში ძალიან დიდ საფრთხეს გადავურჩით. ისეთი შტორმი ამოვარდა, მდინარე ისე ღელავდა, ნებისმიერი ზღვის ღელვაზე უფრო საშიში იყო. გემზე პანიკა ატყდა, რაღაც მინდოდა, მომეფიქრებინა და გემის კაპიტანთან მივედი, ვუთხარი: ნეპტუნი შესაწირს ითხოვს, მე შემიძლია, მდინარე დავაწყნარო-მეთქი. კაიუტიდან ხუთვარსკვლავიანი კონიაკი ამოვიტანე, კაპიტნის თანდასწრებით მოვიქნიე და მდინარეში გადავაგდე. კაპიტანი ისე შეწუხდა, რომ კინაღამ იმ ბოთლს გაჰყვა. არ გავიდა ორი-სამი საათი, რომ ქარიშხალი ნელ-ნელა დაწყნარდა. საშიშროებას გადავურჩით. მეორე დღეს ყველა მე მეხვეოდა და მადლობას მიხდიდა, კაპიტანმა ხელი ჩამომართვა და გულთბილი მადლობა გადამიხადა, ოღონდ ის მკითხა: მარტო ის გამაგებინეთ, ნეპტუნის სურვილი როგორ გაიგეთო (იცინის).
– თქვენ ხართ მილიარდერთა კლუბის წევრი, როგორ მოხვდით ამ ორგანიზაციაში?
– მე ვარ ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი. ორგანიზაციაში ჯერ 20 ადამიანია გაერთიანებული, კლუბი მოიცავს ახლო აღმოსავლეთის ათ ქვეყანას. კლუბის წევრები ვიხდით საწევროს, წელიწადში ორასი დოლარის ოდენობით. ამ ფულით ვეწევით საქველმოქმედო საქმიანობას. ახლახან სამი ათასი დოლარი გამოგვიგზავნეს კანადიდან, რომლითაც ვიყიდეთ მედიკამენტები იმ ბავშვებისთვის, ვისაც სისხლის გათეთრება აქვს. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს კლუბის წევრთა რაოდენობა და კლუბში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც გავაწევრიანოთ.

скачать dle 11.3