შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 5 ივლისს. მინდა, ახალი სამსახურის შექმნა და რა ფერად უნდა შევღებო კედლები ინტერიერში?
პასუხი: უკეთესი იქნება, თუ არჩევანს გააკეთებთ თეთრ, ღია მწვანე, კრემისფერ ან ღია ნაცრისფერ ტონებზე. თქვენთვის ღია ტონები გაცილებით მომგებიანი და წარმატების მომტანია.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 31 ივლისს. არის თუ არა წელს დაოჯახება ჩემთვის სასურველი და კერძოდ, რომელ თვეში?
პასუხი: თქვენი ქორწინებისთვის კარგი პერიოდია 23 სექტემბრის შემდგომ, 23 ოქტომბრამდე. ამიტომ, უმჯობესია, ცვლილებები პირად ცხოვრებაში სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიოთ.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1992 წლის 11 მაისს. რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის წარმატებების მომტანი და ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ექნება საუკეთესო ქორწინება?
პასუხი: მისთვის კარგია სასიყვარულო ურთიერთობა კუროს, ქალწულის, თხის რქის, თევზებისა ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. რაც შეეხება კარმულ მისიას, ის უნდა დაეყრდნოს საუკეთესო თვისებების გამოვლენას. უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. ასევე, უნდა იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, შრომისუნარიანი. უნდა დაიცვას იერარქიული სისტემა, ანუ იცოდეს, ვინ არის უფროსი და ვინ – უმცროსი. პატივი სცეს ტრადიციებს და ადათებს. უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, საქმისადმი ჰქონდეს სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყოს მიზანსწრაფული, პატიოსანი მუშაკი. ეს მისი კარმული მისიაა და წარმატებებს მოუტანს. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საქმიანობის ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობის სისტემა, სატრანსპორტო სფერო, ლინგვისტიკა, პოლიტიკა, საათების ბიზნესი ან დიზაინი, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმე, მშენებლობის ფართო სპექტრი და საინჟინრო სფერო. ყველა ამ სამსახურში მას წარმატებების დიდი შანსი აქვს.