კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის არ იკარებს ნოდარ მელაძე უცხოეთში და რატომ იტაცებდნენ მას ყირგიზეთში

„იმედის” ტელესახე ნოდარ მელაძე იმ ჟურნალისტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც არასდროს ღალატობს პროფესიული აზარტი და ამის გამო ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ხვდება. ალბათ, ამიტომაც ის „იმედის” „მძიმე არტილერიად“ ითვლება და არც იმ რისკებზე ამბობს უარს, რაზეც საკმაოდ ხშირად უწევს წასვლა. კადრს მიღმა მისი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია – ცდილობს, 26 წლის ასაკში მაქსიმალურად რაციონალური იყოს, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოს და ის სიურპრიზებიც მიიღოს, რასაც ხშირად სთავაზობს ცხოვრება.

ნოდარ მელაძე: თითქმის მთელი ზაფხული სამსახურში გავატარე. ორკვირიან შვებულებას ვეღირსე მხოლოდ და აქედან ერთი კვირა თურქეთში მოვახერხე გაძრომა, სადაც ფანტასტიკური დრო გავატარეთ „მოჟურნალისტო” წრე ვიყავით, ოღონდ, ყველანი გიჟები. ჩვენ შარშანაც ერთად ვისვენებდით და ნომერს, რომელშიც ვცხოვრობდით, „გიჟების ნომერს“ ეძახდნენ. წელს „გავფართოვდით“, რამდენიმე გიჟი კიდევ დავიმატეთ და სასტუმროში ისე გავერთეთ, რომ, მარტო ჩვენ კი არა, სასტუმროს ყველა ბინადარს არაჩვეულებრივი დრო გავატარებინეთ. სამწუხაროდ, ჩვენი გართობა დიდხანს ვერ გაგრძელდა – ჩამოვედი თუ არა თბილისში, სამსახურში გამოვცხადდი.
– „იმედში” ყველაზე „მძიმეწონიანი“ ჟურნალისტი ხარ, ვისაც ყველაზე რთულ დავალებებს ანდობენ. ეს შენი დამსახურებაა თუ, ძველი „ვარსკვლავთცვენა” დასრულდა და „ახლა შენი დროა”?
– არ ვიცი, აბა, რა გითხრათ. ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, ვინმეზე მაგარი გამოვჩენილიყავი, შეიძლება, არ ვიყო სხვაზე ჭკვიანი და ნიჭიერი, მაგრამ, სწრაფად ვუღებ ალღოს არსებულ ვითარებას და ადაპტაცია საერთოდ არ მიჭირს. ვფიქრობ, რომ ჩემ გვერდით ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს, რომლებსაც ისევე ანდობენ რთულ თემებს, როგორც მე. ალბათ, შემთხვევით ხდება ხოლმე, რომ მე უფრო ხშირად მიწევს ეპიცენტრებში ყოფნა. ვაღიარებ, თვითონაც ასეთი ხასიათი მაქვს – სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, იქ მინდება ხოლმე წასვლა. ასე მოვხვდი ყირგიზეთის ომში, მინსკში ტერაქტის დროს, ცხინვალის მოვლენებში. თუ სტუდიაში არ ვარ, ცაში ვარ – ქართული ავიაკომპანიების გარდა, უკვე უცხოური ავიაკომპანიების სტიუარდესებიც მცნობენ (იცინის). მე ვფიქრობ, იყო მოვლენების ეპიცენტრში – სწორედ ეს არის ჩემი პროფესიის ხიბლი. არც ერთ სამსახურში არ მიმუშავია ანაზღაურების გამო, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, პირველი იყო და არის პროფესიული ინტერესი.
– ცხელ ეპიცენტრებშიც ისეთი მოხერხებული ხარ, როგორიც სტუდიაში?
– დიახ, როცა სიუჟეტზე ვმუშაობ, ყველაფერი მავიწყდება – უსაფრთხოებაც, ისიც, ესეც, ყველაფერზე შეიძლება წავიდე იმისთვის, რომ კარგი რეპორტაჟი გავაკეთო. უკან წამოსვლისას, როცა უკვე ყველაფერი ჩავლილია და თვითმფრინავში ვზივარ, მე და ჩემი ოპერატორი გოგიჩა ერთმანეთს ვეუბნებით ხოლმე: დებილები არ ვართ? ეს რატომ გავაკეთეთო, მაგრამ, იქ ფიქრობ კადრზე, მასალაზე, სინქრონზე და არა იმაზე, რომ სიტუაციიდან უსაფრთხოდ გამოძვრე. ბელორუსში, არჩევნების დროს, როდესაც ძალიან დაიძაბა სიტუაცია, დაიწყო დარბევები და შეტაკებები, ყველა სატელევიზიო არხი იდგა მშვიდად, მათთვის განკუთვნილ ადგილზე და პატიოსნად იქიდან იღებდნენ კადრებს, მე და ჩემი ოპერატორი კი ვიდექით სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის და ამიტომაც, ჩემს ოპერატორს თავში ბოთლი მოხვდა, მე კი ჩამოლეწილი შუშით გადამეჭრა ხელი. 48 საათის განმავლობაში ერთი წუთი არ მძინებია: ვიღებდი, ვამონტაჟებდი, ვგზავნიდი... ბოლოს, როცა ყველაფერი დასრულდა, მივხვდი, არაფრის თავი აღარ მქონდა. როცა მასალას ვაგზავნიდი და ამას ჩემი კოლეგები უყურებდნენ, მითხრეს, რა მაგარი კადრები გაქვთო. მე ვუპასუხე: თქვენ რომ ძეგლებიდან იღებდით, მე თავში მიბრახუნებდნენ და, იქნება მაგარი, აბა არ იქნება-მეთქი?
– ასეთ ექსტრემალურ პირობებში ხიფათიან ისტორიებში არ ყვები?
– ასეთი უკვე საკმაოდ ბევრი იყო ჩემს ბიოგრაფიაში: ყირგიზეთის ომის დროს მე და ჩემი ოპერატორი მოვხვდით ისეთ რაიონში, რომელსაც ვერც ერთი მხარე ვერ აკონტროლებდა, მაგრამ ამ წერტილს თუ არ გაივლიდი, დანიშნულების ადგილას ვერ მოხვდებოდი. ჩვენ დავიქირავეთ მანქანა, რომლითაც ის რაიონი უნდა გაგვევლო. როგორც გვიან მივხვდით, მძღოლი თურმე ჩვენს გატაცებას აპირებდა. გზაში საკმაოდ დაწვრილებით კი გამოგვკითხა, რა ღირდა ჩვენი კამერა (იცინის). უკვე მის მანქანაში ვისხედით, როდესაც მოვიფიქრე, ავიღე ტელეფონი, დავურეკე იქაურ კომენდანტს და ვუთხარი, რომ ვმოძრაობდით ამა და ამ ფერის მანქანით, ამა და ამ მიმართულებით. ამისი თქმა იყო და, იმ ტიპმა მანქანა 180 გრადუსით მოატრიალა და დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანა. მე ასეთი ექსტრემალური ვარ საქმეში, თავს არასდროს ვზოგავ და ბოლომდე ვიხარჯები.
– „აკრძალულ ილეთებს” არ იყენებ?
– ხანდახან (იცინის). როცა უცხოეთში კოლეგებთან ერთად მუშაობ ჯგუფურად, ვიღაც ყოველთვის რჩება ნაწყენი, ამიტომაც, მირჩევნია, რომ მარტომ ვიმუშაო – ეს არის ჩემი ოქროს წესი. არიან ჟურნალისტები, რომლებთანაც, გარდა პროფესიული ურთიერთობისა, დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ასეთებთან ცოტა უხერხულად ვარ ხოლმე, როცა მე ვიცი რაღაც ამბავი და მათგან ვმალავ – ასეთ შემთხვევაში გავდივარ ბეწვის ხიდზე მეგობრობასა და პროფესიონალიზმს შორის, მაგრამ, რა ვქნა, დროდადრო სინდისს ვკარგავ (იცინის) სხვათა შორის, რაც უფრო დრო გადის, ვხვდები, რომ ჩემში რაღაც ღირებულებები იცვლება და უფრო ხშირად ვფიქრობ ხოლმე: მიღირს ეს ერთი ინტერვიუ ჩემი მეგობრის წყენად?! თუმცა, ჩემი პროფესია ჩემთვის იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვის გამოც ასეთ მსხვერპლზე წავალ.
– შენს ასეთ რეჟიმს შენი პირადი ცხოვრებაც ეწირება?
– ჩემი პირადი ცხოვრება ეწირება ჩემს საქმეს. ძალიან ხშირად ვიღებ საყვედურებს: სამსახურის გარდა არაფერი გადარდებსო, მე კი ვამბობ, რომ ეს ასე არაა, მაგრამ, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ისინი მართალს ამბობენ. სამსახურის გარდა თითქმის ვერაფრისთვის ვიცლი, თუმცა, ყოველ საღამოს აუცილებლად ვხვდები ჩემს მეგობრებს, რომ ერთი ორი საათი მათთან ერთად გონზე მოვიდე. პირად ცხოვრებას სჭირდება უფრო ღრმა ურთიერთობები, რისი დროც მე არ მაქვს, ამას ჯერჯერობით მპატიობენ ახლობლები, მერე კი, ვნახოთ, როგორ იქნება (იცინის). ჩემი პირადი ცხოვრება ამ ეტაპზე არის ჩემი მეგობრები, მაგრამ, პირადი ცხოვრების იმ მეორე და მნიშვნელოვან მხარეს, ჯერ ვერ მივხედე.
– ადრე გქონდა მიხედული?
– ბუნებრივია, იყო ასეთი გაელვებებიც, მაგრამ, ეს გაელვებები მალე მთავრდება – ამ ბოლო დროს ხშირად აღარ მიყვარდება. ადრე ორი-სამი მომწონდა ხოლმე ერთდროულად, ახლა სხვანაირადაა, თუმცა, ერთი „სამიზნე” ყოველთვის არსებობს (იცინის). როგორც ჩანს, სერიოზული ურთიერთობებისა და პასუხისმგებლობის ასაღებად ჯერ მზად არ ვარ – ამაზე ჯერ ვერც ერთმა გოგონამ ვერ დამიყოლია.
– მაჭანკლები არ გიტევენ?
– მიტევენ, მაგრამ, ვიგერიებ. ამას წინათ ამ საქმეში ერთი ჩემთვის უცნობი ქალბატონიც კი ჩაერთო სოციალური ქსელით, რომელმაც „დღის შოუს“ წამყვანთან: სალომე კასრაძესთან „დამაწყვილა”, რაზეც მე და სალომემ კარგად ვიხალისეთ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პრეტენზიული ადამიანი ვარ. ჩემთვის გოგონას შესაფასებლად გარეგნული ფორმულა და მისი პარამეტრები გადამწყვეტი არაა, თუმცა, ხუთი წლის წინ რომ გეკითხათ, მაშინ მთავარი სწორედ ეს იყო. რაც უფრო დრო გადის, ვხვდები, რომ, როცა კაცისა და ქალის შინაგანი ღირებულებები ემთხვევა ერთმანეთს, მათ შორის ღრმა და ხანგრძლივი ურთიერთობა იოლად გამოდის. გოგონას, რომელიც მომეწონება, კარგი ხასიათი უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს ხალისიანი, გართობის მოყვარული, მარტივად უყურებდეს ბევრ რამეს, რადგან ცხოვრება ისედაც ხშირად გვიმზადებს არასასიამოვნო სიურპრიზებს და ზედმეტი „დაგრუზვა“ საჭირო აღარაა. ადრე მეც სხვაგვარად აღვიქვამდი ყველაფერს, ახლა ვისწავლე, რომ რაღაცეები უნდა გაატარო და ცხოვრებაც უფრო ლამაზად გეჩვენება (იცინის).
– მეგობრებთან ერთად გართობის გარდა კიდევ რა არის შენი სისუსტე?
– შოპინგი. სერიოზული „მოშოპინგე“ ვარ, როცა უცხოეთში მაღაზიების ქუჩაზე ავივლი, გულგრილი ვერ ვრჩები. სახლში დედაჩემი მეუბნება, კარადების რაოდენობა აღარ მყოფნისო; თუმცა, არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც შოპინგისთვის ვალებს იღებს. მე არ მიყვარს ვალები, ძალიან რაციონალური ადამიანი ვარ, ვიცი, რისი უფლება შეიძლება მივცე საკუთარ თავს და რისი – არა და ეს მხოლოდ ფულს არ ეხება, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. შეიძლება, ძალიან მინდოდეს რაიმეს გაკეთება, მაგრამ, თუ ის არ მჭირდება, არ გავაკეთებ. ვიცი, როგორ უნდა შევუთავსო სასურველი სასარგებლოს, საკუთარი თავის კონტროლი კარგად გამომდის (იცინის). წინასწარ მაქვს დაგეგმილი, ჩემი ხელფასი რას უნდა გასწვდეს, შესაბამისად, მოვახერხე ის, რომ თითქმის ჩემი ხელფასით შევიძინე სახლი, ახლა ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობენ, მე – ცალკე. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მეზარება, ხან ისინი რჩებიან ჩემთან, ხან მე ვიბარგები მათთან, ძირითადად მაშინ, როცა დედის ხელი მჭირდება ხოლმე. (იცინის).

скачать dle 11.3