კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯაყოების ხიზნები


 „გულო, ჩადექ საგულესა“

მიუხედავად იმისა, რომ თავი მოგვწონს (მტრების გულის გასახეთქად, ქართული სახელმწიფო შედგაო), ფაქტები იმას მოწმობს, რომ არც ოკუპანტები და არც ჩვენი სეპარატისტები (თუ თავს არ მოვიტყუებთ, მაინცდამაინც, არც დასავლელი მეგობრები) პატივს არ გვცემენ (არცაა გასაკვირი, „იმედნაკრავები“ ცოტას თუ ეპიტნავება). შესაბამისად, ორი თვის წინათ ლამისყანიდან გატაცებულ ექვს ქართველს, „იუჟნაია ოსეტიელებმა“ ოთხი ქართველი არასრულწლოვანიც მიაყოლეს. ვიდრე სეპარატისტულმა ტელევიზიამ დაკავებულების შესახებ სიუჟეტი არ გადასცა, ქართველი ძალოვნები ბაიბურშიც არ იყვნენ დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ. მეტიც, ქართველ მოზარდებს „აღიარებითი ჩვენება“ პირდაპირ ეთერშივე მიაცემინეს (ძნელია, ვერ დაინახო მსგავსება ოს და ქართველ ძალოვანთა მუშაობის ტექნიკაში), მათ გასამართლებასაც უპირებენ (გარდა „საზღვრის უკანონო გადაკვეთისა“, ბრალს იარაღის შენახვასა და ქურდობაშიც სდებენ). ქართველმა კანონმდებლებმა, ბუნებრივია, დაგმეს, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა გატაცება (რუსული სცენარით ხდებაო) და, განსაკუთრებით, ხშირად ამბობდნენ: „ბავშვებიო“ (და მერე რა, რომ, თუ ჩვენი ბავშვები ოკუპანტ-სეპარატისტ გამტაცებლებს გადაურჩნენ, ქართულ კანონმდებლობას ვერ დაემალებიან, თუ 12 წელს გადააბიჯეს). თანაც დაგვპირდნენ, რომ ამ საქმეს ევროკომისრებსაც მოახსენებდნენ (შესაძლოა, იმ იმედით, რომ ამ უკანასკნელებს, იქნებ, ჭოგრიტები მაინც მოემარჯვებინათ). ისიცაა, რომ მასობრივი მღელვარება (თუნდაც, სეპარატისტებისა და ოკუპანტების მიმართულებით) არასრულწლოვანთა გატაცებას, მაინცდამაინც, არ გამოუწვევია (ენდი გარსიას გაცილებით ორგანიზებულად მივეგებეთ). თუმცა, როგორც უნდა იყოს, პრეზიდენტმა აგვიხსნა, რომ ამ პროვოკაციის მიზანი ჩვენი წყობილებიდან გამოყვანაა (შეგვიძახა, „გულო, ჩადექ საგულესაო“), თუმცა იქვე დაგვამშვიდა, რომ ჩვენ არ ავღელდებით და მტერს საბაბს არ მივცემთ (ან კი რატომ უნდა მივცეთ, როდესაც ჯერჯერობით ერთი ფილმის გადაღებაც არ დაგვიმთავრებია?!). ჩვენც მშვიდად ვართ, შესაძლოა, იმიტომაც, რომ

„საგულეს გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია. სასულეს სულის ნაცვლად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის ნაცვლად ჭაობის დურბელა ჩაგისხავს, ისე დაკნინდი და დაილიე, რომ ვაჟკაცობისა არაფერი არ გაცხია.“

მაშ, აგრე ვიცის ჯაყომა!..


скачать dle 11.3