კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“მის საქართველო„ ცირა სუქნიძე დედა გახდა


ულამაზეს, ცისფერთვალება „მის საქართველოს“, ცირა სუქნიძეს, პირველი შვილი 20 აგვისტოს შეეძინა. დროზე ადრე დაეწყო მშობიარობა და, რადგან პატარა ქალბატონი ჯდომით იყო დედის მუცელში, საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. „მის საქართველო“ ჩაჩავას სამშობიარო სახლში ექიმმა მეან-გინეკოლოგმა ნუკრი ქსნელაშვილმა ამშობიარა. ცირასავით ულამაზესი გოგონა 3 კილოგრამი და 500 გრამი წონის და, 50 სანტიმეტრი სიგრძის დაიბადა. პირველ ქალიშვილს ნატალი დაარქვეს – ეს სახელი დედიკომ და მამიკომ ერთად შეარჩიეს.
ცირა სუქნიძე: ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა და უკვე სახლში ვართ. ნატალი თავს მშვენივრად გრძნობს, ღორმუცელა გოგოა და ერთადერთი პრობლემა ეგ გვაქვს.
ჩვენ ვულოცავთ ცირასა და მის მეუღლეს ამქვეყნად ყველაზე დიდ სიხარულს – შვილის დაბადებას და, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ პატარა ქალბატონს მშობლებთან ერთად!

скачать dle 11.3