კინო-და ტელეოპერატორების ფესტივალი “ოქროს თვალი„ იწყება!
ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი იწყებს ფესტივალ „ოქროს თვალისთვის” კინო-და ტელეოპერატორების საკონკურსო ნამუშევრების მიღებას. ნამუშევრების გამოგზავნა შეიძლება 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.goldeneye.ge. ფესტივალის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ კომპანიების: „სონის”, „პანასონიკის”, „ფუჯინონის”, „ქენონის”, „ჯივისის”, „ჰარისის”, „გრასველის”, „ვაიტეკ გრუპის” და „ტელექსის” წარმომადგენლები.
ფესტივალის თანაორგანიზატორია ბათუმის მერია. პარტნიორები არიან: „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან: ტელეკომპანია „პიკი”, ჟურნალი „თბილისელები”, გაზეთი „პრაიმტაიმი”. საინფორმაციო მხარდამჭერები კი: „რეალ ტივი”, „მზე”, „იმედი”, „მიუზიკ ბოქსი”, რადიო „საქართველოს ხმა”.