ვის გაჰყვა ცოლად ლალი მოროშკინას დედა და რატომ ვერ დაასწრო შვილმა მამინაცვალს ქორწილი
თბილისი პატარა ქალაქია და ამიტომ, ახალი ამბებიც მალე ვრცელდება. მართალია, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, ლალი მოროშკინამ ხმამაღლა განაცხადა, სულ მალე ჩემს ქორწილში გეპატიჟებითო, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა, უფრო სწორად ფიარის ნაწილი. სამაგიეროდ, მისმა დედამ, ქალბატონმა მანანა ყარყარაშვილმა გადაწყვიტა ოჯახის შექმნა და ცოლად გაჰყვა, „სუხიშვილების” ყოფილ მოცეკვავეს, ზაზა ცერცვაძეს. მათ 23 აგვისტოს მოაწერეს ხელი და როგორც ლალიმ გაგვიმხილა, ქორწილსაც უახლოეს მომავალში გეგმავენ.
თუ რატომ ცხოვრობს ნამდვილ „საგიჟეთში” ლალი მოროშკინა, როგორ დაეხმარა მისი რჩევები დედას გათხოვებაში, ვინ არის ის მამაკაცი, ვისთანაც ერთად აწყობს მომავალს და რატომ აღარ აპირებს ის გათხოვებას, ამაზე თავად გიამბობთ.