კატის პარაზიტი ადამიანებს იმონებს
ახალმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ პარაზიტ Toxoplasma gondii-ს, რომელიც პრაქტიკულად, ყველა ძუძუმწოვრის ორგანიზმში ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ კატისმაგვართა ორგანიზმში მრავლდება, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შეუძლია გავლენა იქონიოს პიროვნების თვისებებზე. ადრე ლაპარაკი იყო თაგვებსა და ვირთხებზე, რომლებსაც ეს პარაზიტი უბიძგებდა კატის კბილებისკენ. მაგრამ, ახლა არსებობს ეჭვი, რომ გიჟური სიყვარული, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი თავისი ოთხფეხა მეგობრების მიმართ განიცდის, შეიძლება, პარაზიტული ინფექციით აიხსნას.
ტოქსოპლაზმოზის აღმგზნები ეს ერთუჯრედიანი პარაზიტი, ჩვეულებრივ, სერიოზულ გავლენას არ ავლენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი ადვილად ითვისებს მისგან გამოწვეულ დაავადებას.
სტატისტიკის მიხედვით, ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირებულია მსოფლიოს ნახევარზე მეტი.