საუკუნის პროექტს „მწვანე შუქი“ მისცეს
დიდ პროექტს – ბერინგის სრუტის ქვეშ 100-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას, რომელიც ევრაზიისა და ამერიკის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს, „მწვანე შუქი“ მიეცა.
99 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული, ამ გრანდიოზული გეგმის განსახორციელებლად რუსეთის მხარემ 2013 წლისთვის რკინიგზის 800-კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაამთავროს, რომელიც ტრანსციმბირულ მაგისტრალს იაკუტსკისთან აკავშირებს. 2030 წლისთვის კი დამატებით უნდა გაიყვანოს 4 ათასი კილომეტრი რკინიგზის ხაზი უელენამდე.
ამერიკელებმა ვალდებულება აიღეს, საუკუნის პროექტის – გვირაბის დასრულებამდე, სადაც გათვალისწინებულია ჩქაროსნული ელექტრიფიცირებული რკინიგზა, ავტოგზები, ელექტროგადამცემი ხაზები, ორი ათასკილომეტრიანი გზა გაიყვანონ.
გვირაბის მშენებლობის გზაზე ტექნიკური წინააღმდეგობა არ არსებობს. მიწისქვეშა ნაგებობების მშენებელთა შეხვედრა ბერინგის სრუტის ქვეშ, ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ხაზის ზემოთ უნდა მოხდეს, რომელიც დიომიდეს კუნძულების რაიონშია.
ტვირთების გადატანა ევრაზია-ამერიკის შეერთებული შტატების მაგისტრალით, რომელიც შეაერთებს რესურსებით მდიდარ, მაგრამ პლანეტის ნაკლებად დასახლებულ რაიონების საკვანძო მაგისტრალებთან, შედარებით იაფი, სწრაფი და უსაფრთხო გახდება, ვიდრე ზღვით. ექსპერტების აზრით, რკინიგზის ჩრდილოეთის ხაზით ტვირთების გადატანის მოცულობამ შეიძლება, მსოფლიო გადაზიდვების 3 პროცენტი შეადგინოს. პროექტის ინვესტიციების ამოღება მისი მწყობრში ჩადგომიდან 15 წლის შემდეგ მოხდება.