კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გულვერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულვერდა. გულვერდა სპარსული სიტყვაა და ვარდის მბოძებელს ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარები გულვერდაძე და გულვერდი.
„1818 წელს სოფელ მარაბდაში გულვერდაშვილის ქალიშვილი ბარბარე სოსია ბერაშვილს მოუნათლავს“.
„ტბისში მცხოვრები გიორგი გულვერდაშვილი ნათლავს შვილს, თევდორეს. მისი მიმრქმელი ყოფილა თავად შერმაზან ჩერქეზიშვილის ასული დარია“.
საქართველოში 190 გულვერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 91, თეთრი წყაროში – 31, გარდაბანში – 22. არიან სხვაგანაც.
გოდერძიშვილი-გოდერძაული
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოდერძი, რომელიც ირანული წარმოშობისაა და ძლიერ მმართველს ნიშნავს.
„1721 წელს თუმანიშვილების საკომლოების ნუსხაში მოიხსენიება გივი, მდივნის ყმა, გოდერძიშვილი“.
გიორგი გოდერძიშვილი მოიხსენიება ქაიხოსრო ციციშვილის მიერ მებურ მებურიშვილისთვის გაცემული ყმების ნასყიდობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარი გოდერძაული.
საქართველოში 1 594 გოდერძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 648, ახმეტაში – 254, სიღნაღში – 124. არიან სხვაგანაც.
26 – გოდერძაული.
ოსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსია.
1721 წელს სამშვილდეში მოიხსენიება დავით ოსიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები – ოსიძე, ოსიაური.
საქართველოში 878 ოსიაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 249, თბილისში – 200, გურჯაანში – 169. არიან სხვაგანაც.
ჭამელაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ჭამელა.
თიანეთში მცხოვრებ გიორგი ჭამელაშვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ და სახელად მარიამი უწოდა. ნათლია იყო გულუა ჩივაძე.
საქართველოში 69 ჭამელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 53, გარდაბანში – 10, დმანისში – 2. არიან სხვაგანაც.
ხოსროშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხოსრო, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად სახელგანთქმულს, დიდებულს ნიშნავს. მისი კნინობითი ფორმებია: ხოსია, ხოსიტა, ხოსროა, ხოსროვა, ხოსროველა, ხოსრუა, ხოსუა.
1818 წელს ეგნატე ხოსროშვილი ნათლავს ქალიშვილს ქეთევანს.
ამავე ძირისაა გვარები: ხოსიაშვილი, ხოსიეიშვილი, ხოსრიაშვილი, ხოსრაშვილი, ხოსრუაშვილი.
საქართველოში 531 ხოსროშვილი ცხოვრობს: თბილისში – 174, დუშეთში – 84, რუსთავში – 60. არიან სხვაგანაც.
საყევარაშვილი-საყევრიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საყევარა.
ოთარ საყევარაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მოიხსენიება 1823 წლის აღწერაში სოფელ ერტისში.
ამავე ძირისაა გვარები საყევარიშვილი და საყვრიშვილი.
საქართველოში 96 საყევარაშვილი ცხოვრობს.
28 – საყევარიშვილი.
69 – საყევრიშვილი.
გოგინაშვილი-გოგიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. მისი კნინობითი ფორმაა გოგინა.
1704 წელს პაპუა გოგინაშვილი მოიხსენიება პაპუნა გოსტაბაშვილის ყმის ნასყიდობის წიგნში.
1781 წელს კოდაში მოიხსენიება დავით ბარათაშვილის ყმა ივანე გოგინაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი გოგიშვილი.
საქართველოში 2 608 გოგინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 744, გურჯაანში – 444, გორში – 399. არიან სხვაგანაც.
2 317 გოგიშვილი.
მამუჩიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა მამა. მისგან ნაწარმოები საკუთარი სახელებია მამაგელი, მამაგული, მამადა, მამი, მამია, მამიჩა, მამუკა, მამუჩა, მამუჩი. ამ საკუთარი სახელებიდან კი ნაწარმოებია გვარები: მამიაშვილი, მამისაშვილი, მამუჩიშვილი.
მამუჩიშვილი ჭავჭავაძეთა განაყოფი გვარია და ის მამუჩი ჭავჭავაძისგან წარმოიშვა.
„თავადი ჭავჭავაძე – გარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და მათ ემსახურეს ერეკლე მეფესა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ერეკლე პირველსა წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა. შემდგომად მსახურებისთვის დაასახლნა ადგილსა წინანდალსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემ თეიმურაზმან აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელი უფრო მეფემ მეორემან ერეკლემ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდნენ მამუჩიშვილებად და რომელიც ახლაც იწოდებიან მამუჩისშვილებად“.
საქართველოში 378 მამუჩიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 218, საგარეჯოში – 124, გურჯაანში – 12. არიან სხვაგანაც.
მუჯირიშვილი – მუჯირი
მუჯირიშვილის ფუძეა თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა მუჯირი, რაც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით, „ხვარბლის მნეს“ ნიშნავს.
იგივე წარმომავლობა აქვს გვარს მუჯირი.
მუჯირები ცხოვრობენ ოზურგეთის რაიონის სოფლებში და თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში.
მუჯირიშვილები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, გომარეთში, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში, ასევე – თბილისში.
მუჯირიშვილი დაწინაურებული საგვარეულოა.
ქვემო ქართლში, კოდაში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონში სადავო ყმა-მამულის ნუსხაში, მოიხსენიებიან ხუბია მუჯირიშვილი, ზაზა და ქაიხოსრო ციციშვილები.
1666 წელს სამწევრისელ უმიკა მუჯირიშვილს ზაზა ციციშვილის ყმისთვის კარაპნის ადგილი წაურთმევია და თვითონ აუშენებია.
საქართველოში 1 133 მუჯირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 298, დმანისში – 60, ბოლნისში – 43. არიან სხვაგანაც.
გოგიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. ამავე სახელის კნინობითი ფორმაა გიო, რომელიც დამოუკიდებელ სახელადაც გვხვდება.
1817 წელს ყმის ნასყიდობის წინში, რომელიც პავლე ნემსაძეს ბეჟან წერეთლისთვის მიუცია, კაღელა გოგიძე მოიხსენიება.
ბორბალოში მცხოვრებმა გლეხმა ივანე გოგიძემ 1829 წელს იქორწინა ვინმე დავითის ასულ მარიამზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.
გოგიძეები ცხოვრობენ ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში.
საქართველოში 1 782 გოგიძე ცხოვრობს: გორში – 474, თბილისში – 375, წყალტუბოში – 297. არიან სხვაგანაც.
სოსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოსია.
მისი კნინობითი ფორმებია: სოსე, სოსება, სოსელა, სოსიკა, სოსიკო, სოსიტა.
სოსიაშვილი თევდორე ოჯახითურთ 1843 წლის აღწერით ღოუბანში მოიხსენიება.
საქართველოში 295 სოსიაშვილი ცხოვრობს: გორში – 145, თბილისში – 91, ქარელში – 27.
არიან სხვაგანაც.
გულიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულია, გულიტა.
ამავე ძირისაა გვარები: გულაძე, გულია, გულიაშვილი, გულისაშვილი, გულუა, გულუხია.
1721 წელს აგვადანეთში მოიხსენიება ევნეზა გულიტაშვილი.
საქართველოში 417 გულიტაშვილი ცხოვრობს: საჩხერეში – 191, თბილისში – 67, ოზურგეთში – 36. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3