კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სეზონზე დავდგათ ჯუჯა ანანასი წვიმაში და როგორ მოვუაროთ ზაფხულში ჰორტენზიას

 „ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, ორ განსხვავებულ მცენარეზე ისაუბრებს. თუ როგორ გავახაროთ ჯუჯა ანანასი გაზაფხულსა და ზაფხულში, სად დავდგათ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და შესაძლებელია თუ არა ჰორტენზიას ბაღში გახარება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო ამირან, მოგვიყევით ჯუჯა ანანასის შესახებ...
– ჯუჯა ანანასი ძალიან ძვირფასი და ლამაზი ტროპიკული მცენარეა. ნაყოფის გამო ძვირად ღირებული ხილია. ანანასის უთესლო, ნაყოფიანი ჯიში კულტურაში ფართოდ გამოიყენება. მას ხშირად აშენებენ, როგორც დეკორატიულ მცენარეს. მისი სამშობლო ბრაზილიაა.
– პრეტენზიული თუა ჯუჯა ანანასი და შესაძლებელია თუ არა საქართველოს პირობებში მისი გახარება?
– ეს მცენარე პრეტენზიული არ არის. ამიტომ, მას ყველგან შეხვდებით. კარგად ხარობს საქართველოს პირობებშიც, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. მხოლოდ უმნიშვნელო მოვლის პირობები მაინც უნდა ჰქონდეს, რომ მცენარემ გახარება შეძლოს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს მცენარე ტროპიკულია. ამიტომ, მისი გახარება რთული არ არის, ჩვეულებრივ იზრდება და ნაყოფიც გამოაქვს.
– რას გვირჩევთ, როგორ მოვუაროთ ახლა ამ მცენარეს და როგორ შევუწყოთ ხელი მის აყვავილებას?
– ჯუჯა ანანასი ბრომელიების ოჯახის წარმომადგენელია და უყვარს კარგი სითბო და მზიანი ადგილი. მთელი ზაფხულის განმავლობაში კარგი იქნება, თუ გარეთ, მზეზე გადგამთ. ასეთ პირობებში ჯუჯა ანანასი მალე აყვავდება და ნაყოფსაც გაიკეთებს.
– რა სიხშირით სჭირდება მას მორწყვა ახლა?
– ზაფხულში მცენარის მორწყვა საჭიროა კვირაში ერთხელ. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურაზე ნადგამი წყლით მორწყათ. ზამთრის სეზონზე კი, 10 დღეში ერთხელ მორწყეთ. მისთვის აუცილებელია, ჰქონდეს კარგი დრენაჟი, რათა წყალი კარგად გავიდეს.
– რა მოუვა მცენარეს ხშირი მორწყვის პირობებში და რა შემადგენლობის ნიადაგში ჩავრგათ ჯუჯა ანანასი?
– ხშირი მორწყვა ამ მცენარეს ვნებს, შესაძლებელია, ამ შემთხვევაში დაიღუპოს კიდეც. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ორ-ორი წილი ტორფი და მიწა, თითო წილი ნაკელი და ქვიშა.
– როგორ რეაგირებს მცენარე გადარგვა-გასხვლაზე და რით მრავლდება ის?
– ჯუჯა ანანასს არ უყვარს გადარგვა და არც გასხვლა სჭირდება. თუ მცენარემ დაიწყო ყვავილობა, არ შეეხოთ, რადგან მგრძნობიარეა და შესაძლებელია, მცენარე ყვავილთან ერთად დაიღუპოს. მრავლდება თავისივე „ქოჩრით”, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ კარგად გამოაშროთ. სხვა შემთხვევაში მიწაში დალპება.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და სად დავდგათ ის ზამთარში?
– ზაფხულში ჯუჯა ანანასს სჭირდება 30 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო ზამთარში – 25. ეცადეთ, ზამთარში მცენარეს თბილი ადგილი შეურჩიოთ, რადგან ყინვას ვერ უძლებს. ეს მცენარე კარგად ხარობს და მრავლდება ზაფხულში 19-22 გრადუსზეც.
– რომელი მავნებელი ემტერება ჯუჯა ანანასს და როგორ დავიცვათ ის მათგან?
– ეს მცენარე არ იზიდავს მწერებს, ის მავნებლებისგან თავს თავად იცავს. ამიტომ, არ გამოიყენოთ არანაირი შხამ-ქიმიკატები.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ გაზაფხულსა და ზაფხულში?
– ამ პირობების გათვალისწინებით გაზარდეთ თქვენი მცენარე და შუა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, მცენარე 2-3 საათის განმავლობაში დადგით წვიმიან ამინდში.
– რას გვეტყვით ჰორტენზიას შესახებ?
– ჰორტენზია ფოთოლმცვენი მცენარეა, რომლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. ეს იმ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ყვავილობაც საკმაოდ რთული პროცესია. ამ მცენარის განვითარება ყვავილობამდე მოიცავს ორ წელიწადს. პირველ წელს ვითარდება ვეგეტაციური 20-40 სანტიმეტრის ტოტები და შემდეგ იწყება ყვავილის ბუტონების ჩამოყალიბება, შემოდგომის ბოლოს კი იწყება მეორე ამონაყრის განვითარება და იწყება მცენარის ყვავილობა. იმისთვის, რომ მეორე წელსაც უხვად იყვავილოს, ზამთრის პერიოდში აუცილებელია დასვენება. ახლა უკვე მას გადავლილი აქვს ეს პერიოდი და იწყებს განვითარებას. თუმცა თუ ჰორტენზია ბინაში გაქვთ, აუცილებლად გახსოვდეთ, როგორ დაასვენოთ გაზაფხულამდე. მცენარე ისვენებს და იზამთრებს ორ გრადუს ტემპერატურაზე და კარგი განათების პირობებში. პირველი თვე აუცილებელია მცენარის დასვენებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ დროს მცენარეს არ დაასვენებთ, ჰორტენზია შეწყვეტს ზრდას და გაართულებს ყვავილობას. ამ დროს შეიძლება საყვავილე ბუტონებიც დაიღუპოს და ფოთლების მასიური ცვენა დაიწყოს. გახსოვდეთ, სითბოს მომატების დროს, მცენარეს სინესტე უყვარს. განათების მომატების შემთხვევაში კი, მცენარის წვეროზე კვირტები დაიწყებს ზრდას. სწორედ ამ სეზონზე ტემპერატურის მომატებისას არ დაგავიწყდეთ მისთვის სინესტის შენარჩუნება.
– რით მრავლდება ჰორტენზია?
– მისი გამრავლება ხდება კალმით, რომელსაც ჰორტენზიას სხვადასხვა ჯიშის ჯანმრთელი მცენარიდან ჭრიან. ყველაზე კარგი დრო ჰორტენზიას გამრავლებისთვის არის აპრილი. თუ გსურთ მცენარის გამრავლება, ახლაც შესაფერი დროა და იჩქარეთ. მცენარიდან აჭრილ კალამს უნდა ჰქონდეს 2-3 საკვირტე მუხლი, რომელიც უნდა დააფესვიანოთ ქოთანში ან ხის ყუთში. დაკალმებამდე ჭურჭელს აუცილებლად დეზინფექცია გაუკეთეთ და ჩარგეთ ტორფისა და ქვიშის ნაზავიან ნიადაგში. კალმის სწრაფი და სრულყოფილი ზრდისთვის, ასევე, იხმარება სხვადასხვა სტიმულატორები. იდეალური ტემპერატურა ამ დროს მისი ზრდისა და განვითარებისთვის არის 18-20 გრადუსი. ტემპერატურის ცვალებადობა არ შეიძლება, ეს მცენარეზე უარყოფითად იმოქმედებს. მოსწონს წყლის ხშირი პკურება. ჰორტენზიას არ უყვარს ნიადაგი კირის შემცველობით. ის კარგად ხარობს მჟავე მიწაში და მოსწონს რბილი წყალი.
თუ თქვენმა მცენარემ ზრდა შეწყვიტა და ფოთლები გაუყვითლდა, შეიძლება დაავადებული იყოს ქლოროზით. ეს დაავადება გამოწვეულია მცენარეში რკინის ნაკლებობით, მის წინააღმდეგ იხმარება პრეპარატი „ანტიქლოროზი“.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გაზრდა ბაღში?
– ძალიან იოლად შეგიძლიათ გაზარდოთ ღია გრუნტშიც, რადგან გარე პირობებსაც კარგად იტანს. მას ხშირად იყენებენ ბაღებისა და სკვერების გასალამაზებლად. ამ შემთხევაშიც გაითვალისწინეთ ნიადაგი, წყლის რაოდენობა და გადარგვის პირობები. ჰორტენზია იოლად უძლებს და ეგუება გარე პირობებს.

скачать dle 11.3