კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: უპირველესად რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემი ძაღლი დაკბინა სხვამ, მით უფრო – ქუჩის ძაღლმა?
პასუხი: ცხოველის დაკბენის შემთხვევაში, ძაღლი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან, რადგან, ერთი დღე-ღამის შემდეგ უკვე ჩირქოვანი პროცესი ძალიან ღრმად მიდის და ძაღლის მდგომარეობა უარესდება. იწყება ჩირქოვან რეზორბციული ცხელება, რაც რთულდება სეფსისით და, შეიძლება, ცხოველის სიკვდილით დამთავრდეს ან მიიღოს ქრონიკული სახე. ვეტერინარი შეაფასებს მის ზოგად მდგომარეობას, ტრავმის ხარისხსა და ნაკბენების რაოდენობას. ჩაატარებს ნაკბენი ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას, შეაჩერებს სისხლდენას და სიცოცხლისთვის საშიში ორგანოების დაზიანების შემთხვევაში, დაუნიშნავს, ქირურგიულ ოპერაციასა და პოსტოპერაციულ მკურნალობას.
კითხვა: მინდა, ჩემს ძაღლს სტერილიზაცია გავუკეთო, მაგრამ, მითხრეს, რომ ამის შემდეგ შესაძლოა, ის გაავდეს. მართალია?
პასუხი: ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, თითქმის ყოველთვის, სტერილიზაციის შემდეგ, აგრესიული ცხოველები უფრო წყნარები და მშვიდები ხდებიან. ცხოველის ხასიათი დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე, იმაზე, თუ როგორი იყო ის სტერილიზაციამდე. თუ ცხოველი იყო ძალიან აქტიური და მოძრავი, ის, როგორც წესი, ისეთივე დარჩება. ზოგიერთ ცხოველს სტერილიზაციის შემდეგ ემატება სხეულის მასა, რაც უნდა ჩაითვალოს სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვებით, საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება ვაკონტროლოთ ცხოველის სხეულის მასა და შევუნარჩუნოთ მას ნორმალური წონა.
კითხვა: ძალიან აქტიური ძაღლი მყავს და მაინტერესებს, რამდენჯერ შეიძლება წელიწადში მისი დართვა?
პასუხი: უკეთესი იქნებოდა მოგეწერათ ძუ გყავთ თუ ხვადი. ზოგადად გეტყვით, რომ, თუ ძაღლი სექსუალურად აქტიურია, რაც ხშირ შემთხვევაში ძირითადად ხვადებს სჭირთ, ორ-სამ თვეში ან ნახევარ წელიწადში ერთხელ სექსუალური კონტაქტი მას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ, ჯობია, ასეთი ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდეს და ტაბლეტები მისცეთ. რაც შეეხება ძუებს, მათ, როგორც წესი, ეს პრობლემა არ აწუხებთ. ხვადებშიც იშვიათია, მაგრამ, მაინც შეიძლება მოხდეს.

скачать dle 11.3