კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გზამტკეპნელები


 ძველი დიდება – ატესტატს

თუკი ელმედიის მიერ ბ-ნი უგულავას მიერ გაწეული ღვწის გაშუქებით ვიმსჯელებთ, თბილისის მერს თავის მოსაფხანი დრო არ უნდა ჰქონდეს. ვერც ექნება იმ პროზაული მიზეზის გამო, რომ გაზაფხულზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. შესაბამისად, უფრო დაწვრილებითაც ვეცნობით (სარეკლამო რგოლების მეშვეობითაც, რაშიც ჩვენი ფული იხარჯება) მერიის ახალ-ახალ ნოვაციებსა („პარკირების ახალი წესი“, „უსაფრთხოების კუნძულები“: „თანამედროვე შუქნიშნები“) და პროექტებს (ახალი მაგისტრალი ვერეს ხეობაში, ახალი სარკინიგზო ხაზი). ამის პარალელურად, დედაქალაქის თავკაცმა საჯარო სკოლებისთვისაც მოიცალა (გარდა იმისა, რომ ავტომფლობელთა და, ზოგადად, ფეხით მოსიარულეთა გულები მოეგო) და ახლა უკვე პედაგოგების ხმებისკენ მიმავალი გზის გატკეპნას შეუდგა. მის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ არც სკოლადამთავრებულები დავიწყებია: და მერე რა, რომ ისინი რამდენიმე თვის წინათ დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლებს, წარჩინებულთ ვერცხლისა და ოქროს მედლები გასულ კვირას გადაეცათ. მართალია, ზემოხსენებულ მედლებს მფლობელებისთვის არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს (ან კი როგორ ექნება, როდესაც ატესტატიც კი უბრალო ფორმალობაა, თუმცა პრეზიდენტი სულ ახლახან დაგვპირდა, რომ ატესტატს ძველ დიდებას დაუბრუნებს), მაგრამ, რაც მთავარია, ისინი წინასაარჩევნო ჩამონათვალში გამოდგება. რაც შეეხება პედაგოგებს: ამ მიმართულებით ფანტაზია წინ არ წაწეულა, ამიტომაც, ჯერ კიდევ ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობისას დანერგილი ტრადიცია გაიხსენეს და პედაგოგებს 100-ლარიან ვაუჩერებს დაჰპირდნენ (რომ ზამთრის ერთ თვეს მაინც დაითბონ ძვლები), თორემ, თუნდაც, 100-ლარიანი ვაუჩერი და პედაგოგის ხელფასი მთელი ზამთრის გათბობის ხარჯს ვერანაირი დათვლებით ვერ ეყოფა). ჩვენ არ ვიცით, რა დოზით დაეხმარება ვაუჩერი ბ-ნ უგულავას პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილის დასამკვიდრებლად, სამაგიეროდ, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ, თუ ასე გავაგრძელეთ, თბილისელ პედაგოგებს არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთთვიანი გათბობა გარანტირებული ექნებათ.


скачать dle 11.3